“გაცვალე ძველი ტექნიკა რაშიც გაგიხარდება” – Extra.ge მომხმარებელს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს სთავაზობს!

“გაცვალე ძველი ტექნიკა რაშიც გაგიხარდება” – Extra.ge მომხმარებელს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს სთავაზობს!

access_time2021-01-27 13:55:15

ხანდახან ადამიანებს იმ ნივთების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებები გვიჩნდება, რომლებსაც ხშირად ვიყენებთ. ტექნიკა და ტექნოლოგიები ჩვენი დღევანდელი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათ გარეშე წარმოუდგენელიც კია ჩვენი ყოფა. თუმცა, ამ ტექნიკაშიც არის განსაკუთრებული ურთიერთობები, რომელიც ყველაზე აქტიური, ხშირი და განსაკუთრებულია, მაგალითად სმარტფონთან, პლანშეტთან, კომპიუტერთან, სმარტ საათთან და ა.შ. 

 

ეს ის შემთხვევაა, როცა ტექნიკასთან გაცილებით ახლო და ღირებული ურთიერთობა ყალიბდება და ის ჩვენი ცხოვრების ერთგვარ პარტნიორადაც კი იქცევა. 

თუმცა, აუცილებლად დგება მომენტი, როდესაც ეს ურთიერთობებიც თითქოს ფუჭდება. დროსთან ერთად, ზემოთხსენებული ჩვენი პარტნიორებიც იცვლებიან - ჩვენს შეხებაზე ძველებურად აღარ რეაგირებენ, “გვიჭედავენ” (ხშირად უმიზეზოდაც)... ამ დროს, ჩვენი გემოვნებაც, საჭიროებებიც და ინტერესებიც იცვლება და შესაძლოა, სხვები ან თუნდაც მათი ახალი ვერსიები უფრო გვიზიდავენ. 

 

ასეთ დროს, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი საერთო მოგონება, თავგადასავალი და სიხარული გაგვიზიარებია წინა ‘პარტნიორთან’. ეს ყველაფერი მეხსიერებას დარჩება, მაგრამ, უმჯობესია არსებულთან დამშვიდობება და ახლის, უკეთესის პოვნა, რომელიც უფრო მეტად მოგვწონს და გაგვახარებს. 

 


ამიტომ, დაემშვიდობე ყოფილს და გაცვალე რაშიც გაგიხარდება!

 

www.extra.ge-ს საიტზე მომხმარებელს უკვე შეუძლია განათავსოს საკუთარი ტექნიკა, რომლის გამოცვლაც სურს. ახალი პლატფორმის მეშვეობით, მომხმარებელს აქვს საშუალება შეაფასოს გამოსაცვლელი ნივთის ღირებულება, რომელიც დგინდება აღწერისა და ფოტოების შესაბამისად, პარტნიორი კომპანია “MINO”-ს ტექნიკოსების მიერ. მას შემდეგ, რაც ნივთი შეფასდება, მომხმარებელი თავად გადაწყვეტს დაიტოვოს თავისთვის, თუ ჩააბაროს შესაბამისი საფასურით. თანხმობის შემთხვევაში, კომპანიის წარმომადგენლები 1 დღის ვადაში იზრუნებენ ნივთის ტრანსპორტირებაზე, ხოლო მომხმარებელს თანხა Extra.ge-ს ბალანსზე აესახება, რომლის გამოყენებასაც შეძლებს სასურველი, ახალი ტექნიკისა თუ ნივთის შესაძენად. 

 

 “Extra.ge  მუდმივად ცდილობს გააუმჯობესოს ონლაინ ვაჭრობის სამომხმარებლო გამოცდილება.ეს პროექტიც სწორედ ამის დასტურია. ჩვენ ვეცადეთ გამოგვეკვეთა მომხმარებლისათვის დამახასიათებელი ქცევა და მეტი კომფორტი შეგვექმნა ონლაინ ვაჭრობისას. ჩვენ გვჯერა, რომ ეს კამპანია კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს დაანახებს ონლაინ ვაჭრობის უპირატესობებს და კომფორტს, რაც მთავარია ყველა მსურველს მნიშვნელოვნად დაუზოგავს დროსა და რესურსებს! - აცხადებს თამუნა ბუაძე, Extra.ge-ს აღმასრულებელი დირექტორი

 

 

(R)


თეგები:
extra.ge



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up