გაჩერებული ზამთრის ტურიზმი საქართველოში. რა ხდება სხვაგან

გაჩერებული ზამთრის ტურიზმი საქართველოში. რა ხდება სხვაგან

access_time2021-01-30 13:00:27

ზამთარი ბევრისთვის სათხილამურო კურორტებთან ასოცირდება. ბაკურიანი, გუდაური, მესტია – საქართველოს ზამთრის კურორტები პოპულარულია უცხოელი ტურისტებისთვისაც. COVID-19-ის პანდემიამ მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული ზიანი ტურიზმის სფეროს მიაყენა. საქართველოში პანდემიის წინააღმდეგ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები სათხილამურო კურორტებსაც შეეხო და დღეს ზამთრის ტურიზმი გაჩერებულია.

 

საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების მიხედვით, 28 ნოემბრიდან სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად; სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება კი შეჩერებულია.

 

22 იანვარს მთავრობამ ქვეყანაში არსებული შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქება დააანონსა. თუმცა, სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება. დამატებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაკურიანში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საოჯახო სასტუმროების მფლობელებს სტუმრების მიღება აუკრძალეს.

 

პანდემიამ ზამთრის ტურიზმი მსოფლიოში რადიკალურად შეცვალა. საფრანგეთში ზამთრის კურორტები დახურულია და თებერვლიდან აღარ გაიხსნება. იტალიაში სათხილამურო კურორტების გახსნას თებერვლის შუა რიცხვებიდან ვარაუდობენ. ესპანეთში, ავსტრიასა და შვეიცარიაში კურორტები ადგილობრივებისთვის ღიაა. სათხილამურო კურორტები ფუნქციონირებს აშშ-სა და კანადაშიც. ამ ქვეყნებმა სათხილამურო კურორტების მთლიანად დახურვის ნაცვლად, ისეთი შეზღუდვები დააწესეს, რომლებიც მოსახლეობის ჯანმრთელობასთან ერთად, ბიზნესის ინტერესებსაც ითვალისწინებს.

 

ზამთრის ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ბუნებრივია, კურორტების დახურვა მძიმედ აისახება ბიზნესზე. სამთავრობო რეგულაციების შესახებ Business Feed ეკონომიკის ექსპერტებს, ბიზნესისა და სათხილამურო სპორტის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

 

გვანცა მირზიაშვილი, სასტუმრო მარკო პოლო გუდაურის ბიზნესის განვითარების მენეჯერი:

 

„2020 წლის მარტის შემდეგ, ფაქტობრივად არ გვიმუშავია, რადგან ჩვენთვის ზაფხულის სეზონი აქტიური არ არის, განსაკუთრებით, შიდა ტურიზმის კუთხით. გუდაურის რეგიონისთვის ეს შეზღუდვები ნიშნავს მთელი წლის ჩავარდნას. ვიდრე ქვეყანაში ტურიზმი არ აღდგება, შემოსავლის წყაროს გარეშე ვართ დარჩენილი.

 


ჩვენ რეგიონის სხვა წამყვან სასტუმროებთან ერთად ხშირად გვაქვს კომუნიკაცია ეკონომიკურ გუნდთან. დანერგილი გვაქვს ყველა პროტოკოლი და, ჩვენი შეფასებით, შეგვიძლია სტუმრების ნაკადის მართვა, როგორც ამას ახერხებენ ყაზბეგისა და ბორჯომის სასტუმროები. ამჟამად ბაკურიანი და გუდაური დაკეტილია, ყაზბეგი და ბორჯომი – ღია. აქ, როგორც მივხვდით, საბაგიროს გახსნა იყო პრობლემა, რადგან სამთო-სათხილამურო კურორტებზე მობილობას გამოიწვევდა. საბაგიროებისგან დამოუკიდებლად სასტუმროების გახსნა არ განიხილებოდა. ესეც პრობლემაა, რადგან ზოგ სტუმარს სრიალი, შესაძლოა, საერთოდ არ უნდოდეს. ჩვენ გახსნის სურვილი გვქონდა, მაგრამ, როგორც გვითხრეს, ამჟამად ვერ გავიხსნებით და მარტიდან ამას აზრი აღარც ექნება.“

 

მთავრობის მიერ სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები უარყოფითად შეაფასეს ეკონომიკის სფეროს ექსპერტებმა.

 

სოსო ბერიკაშვილი, კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანი:

 

„ზამთრის კურორტების ასეთი მკაცრი და საყოველთაო ჩაკეტვა კატეგორიულად გაუმართლებლად მიმაჩნია. მსგავსი სიმკაცრე მსოფლიოში, ფაქტობრივად, არსად არაა. ვფიქრობ, ზამთრის კურორტები რეგულაციების დაცვით უნდა გახსნილიყო. მაგალითისთვის, შეიძლებოდა, შეზღუდვები დაწესებულიყო რესტორნებსა და მასობრივი თავშეყრის ადგილებზე, თუმცა, როცა ადამიანი მარტო სრიალებს, ის ვერავის ვერაფერს გადასდებს. სასტუმროები სხვაგან, სამთო კურორტების გარდა, ისედაც მუშაობს. უნდა გააკონტროლო ის, რაც საფრთხის შემცველია და დანარჩენი გახსნა ისე, როგორც ევროპის ბევრი ქვეყანა მოიქცა. თავშეყრა უნდა აეკრძალათ, თუმცა, ბიზნესისთვის ამოსუნთქვის საშუალებაც უნდა მიეცათ.“

 

გიგა ბედინეიშვილი, ეკონომიკის ექსპერტი:

 

„ცალკე აღებული სათხილამურო სეზონის ჩავარდნა, შესაძლოა, ძალიან დიდი დარტყმა არ იყოს, მაგრამ ეკონომიკა ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ ნებისმიერი დახმარება და ხელის არ შეშლა სექტორისთვის მნიშვნელოვანია. კურორტები უნდა გაიხსნას, რადგან ეს ყველაფერი ღია ცის ქვეშ, შედარებით უსაფრთხო გარემოში ხდება. წესების დაცვის ორგანიზება მარტივი იქნებოდა – შესაბამისი გეგმა უნდა გაეწერათ ამისთვის. თითქმის 1 წელია, პანდემიაში ვცხოვრობთ და ადამიანებმა ისედაც იციან, რომ საჭიროა პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

 

სახელმწიფომ რესურსები და ძალისხმევა იმ ადამიანებისკენ უნდა მიმართოს, ვინც ჯანმრთელობის მდგომარეობის თუ ასაკის გამო რისკჯგუფშია. მთლიანად ეკონომიკის გაჩერება მარტივია, მაგრამ არ არის სწორი. უფრო მეტ ზიანს იწვევს, ვიდრე სარგებელს.“

 

სათხილამურო ტრასებისა და საბაგიროების გაჩერებამ იმედი გაუცრუა იმ ადამიანებს, რომლებიც სეზონის გახსნას მთელი წლის განმავლობაში მოუთმენლად ელოდნენ. ზამთრის სპორტის მოყვარულებს ლოდინი, სავარაუდოდ, მომავალ წლამდე მოუწევთ. კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა სპორტსმენებისთვის, რომლებსაც თოვლზე ვარჯიშის შესაძლებლობა წელიწადში ისედაც 3-4 თვის განმავლობაში აქვთ.

 

 

ავთანდილ ჯიბლაძე, ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაციების პრეზიდენტი:

 

„დღეს მოთხილამურეებისთვის – როგორც მოყვარულებისთვის, ისე სპორტსმენებისთვის – ყველაფერი გაჩერებულია. ჩვენი სპორტსმენებისთვის თოვლში ვარჯიში აუცილებელია. ამის შესაძლებლობა წელიწადში მხოლოდ 3-4 თვის განმავლობაში გვაქვს. არსებული შეზღუდვების გამო ახლა მხოლოდ ფიზიკური დატვირთვით შემოვიფარგლებით. ეს ბავშვებისთვის განსაკუთრებით რთულად ასახსნელია. 2025 წელს ახალგაზრდული ოლიმპიური შეჯიბრი დაანონსდა. სათხილამურო სპორტი ჩვენთან მაღალ დონეზე განვითარებული ისედაც არაა, აღნიშნული შეზღუდვები კი უფრო უშლის ხელს. მე მგონია, რომ შეიძლებოდა გარკვეული რეგულაციების დაწესება, რომელსაც გავითვალისწინებდით და სპორტსმენებს მიეცემოდათ ვარჯიშის საშუალება. არა მგონია, სპორტსმენებისთვის თუნდაც ერთი ბიგელის გახსნა რისკის შემცველი იყოს.“

 

ზამთრის კურორტზე დაწესებული შეზღუდვები რთული აღმოჩნდა როგორც რეგულაციებით გადაღლილი მოსახლეობისთვის, ისე მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისა და სპორტსმენებისთვის. ზამთრის ტურიზმის გაჩერება უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, რომელიც, პანდემიის გავლენით, ისედაც რთულ მდგომარეობაშია.


businessfeed.ge




მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა

მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა
access_time2021-04-14 19:45:54
უმსხვილესი საინვესტიციო კონსულტანტი მანჰეტენის ისტორიაში ბერნარდ მედოფი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედოფი ცნობილია იმით, რომ ის კლიენტებს ინვესტირებისას კოლოსალურ შემოსავლებს ჰპირდებოდა  და ამასობაში მათ ჯამში 19 მილიარდი  დოლარი გამოსტყუა „პონცის“ თაღლითური სქემის მეშვეობით.   მისი გარდაცვალება  „ სავარაუდოდ ბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეული“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. მედოფის საცხოვრებელი 2009 წლიდან ბატნერის ფედერალური კოლონია იყო. მან ნაადრევი...

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2021-04-14 18:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-14 21:00:38
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა და ფასები გაზარდა კითხვას, რატომ ძვირდება წამალი საქართველოში „კომერსანტი“ კიდევ ერთხელ დასვამს, პასუხს კი ამავე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი წევრი ლევან კობერიძე...

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10
access_time2021-04-14 20:25:28
პანდემიური ჩამოშლის შემდეგ ბაზრების სწრაფმა აღდგენამ რეკოდრულ ტემპებს მიაღწია. თუმცა, ეკონომიკის ვერც ერთი დარგი აღდგენის ისეთი სისწრაფით ვერ დაიკვეხნის, როგორც მაღალი ტექნოლოგიები.   IТ-მეწარმეთა ჯამური კაპიტალი  2,5 ტრლნ. დოლარს შეადგენს, რაც 80%-ით მეტია, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ამ მაჩვენებელმა 1,4 ტრლნ. შეადგინა.   2020 წელს Forbes-მა მაღალ ტექნოლოგიებზე გამდიდრებული 241 მილიარდერი დაითვალა, 2021-ში კი - 365. ამ კუთხით ეს...

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს  მიაღწია
access_time2021-04-14 19:00:57
საიტი EastFruit-ი ამ სეზონში საქართველოს კარტოფილის ბაზარზე შექმნილ ვითარებას აანალიზებს და ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს - კერძოდ, ბაზარზე ახალი კარტოფილი სათბურებიდან უკვე გამოჩნდა, ფასები კარტოფილზე წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, მარაგები საკმაოდ დიდია, ხოლო იმპორტი 2020 წლის მაჩვენებელს აღემატება.   საიტის ექსპერტების აზრით, 2021 წელი კარტოფილზე მომუშავე ქართველი ფერმერებისთვის ნაკლებად მომგებიანი...


მსგავსი სიახლეები

up