"გაჩერებული ჰესების მშენებლობა უნდა განახლდეს"- დავით ნარმანია

access_time2020-06-07 18:30:53

 "ჩვენ მდიდარი ჰიდრორესურსები გვაქვს და შედარებით იაფია ის, ვიდრე ენერგიის სხვა წყაროების მიერ გამომუშავებული ენერგია. თუ არ განვვითარდით ამ მიმართულებით, ელექტროენერგია გაძვირდება და მარეგულირებელი კომისია დადგება იმ აუცილებლობის წინაშე,რასაც ტარიფების გადახედვა ჰქვია,"- განაცხადა რადიო კომერსანტის გადაცემაში "პროფესიონალები" სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ. მან  გადაცემაში  ენერგეტიკის სფეროში  COVID 19-ის შედეგებზე ისაუბრა.

"მარეგულირებელი კომისია, ენერგო კომპანიები, ენერგიის გენერაციის ობიექტები,სადისტრიბუციო კომპანიები გამართულად მუშაობდა პანდემიის პერიოდში. მიუხედავად მთელი რიგი შეზღუდვებისა, მათ შორის გადაადგილებასთან დაკავშირებით, ენერგეტიკის სექტორი იყო იმ საგამონაკლისო სიაში,რომელსაც უსაფრთხოების დაცვით ევალებოდა თავისი საქმის კეთება.

მიწოდებაში წყვეტა არ ყოფილა, შემცირდა მოხმარება, ბევრი წარმოება გაჩერდა დროებით. ამან შემოსავლები შეუმცირა იმ კომპანიებს,რომლებიც არიან ჩვენი ლიცენზიანტები. მეორე მხრივ, ვინაიდან მოსახლეობა დარჩა სახლში, საოჯახო მეურნეობების მიერ ენერგიის მოხმარება გაიზარდა,როგორც ელექტრო ენერგიის, ისე გაზისა და წყლის ნაწილში. ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, მიიღო გადაწყვეტილება კომუნალური სუბსიდიის მხარდაჭერასთან დაკავშირები. რამაც ბევრ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს მისცა საშუალება ესარგებლა კომუნალური სერვისებით.

ჩვენ ასევე დავნერგეთ სერვისი,როცა მობილურ ტელეფონში *303# აკრეფვის შემდეგ, მომხმარებელი იღებს ინფორმაციას მასზე დარიცხული გადასახადისა და წყვეტების შესახებ, ასევე ეგზავნება ელექტრონული ქვითარი. შეიცვალა კომუნიკაციაც, მაგალითად, ინკასატორები სახლში აღარ მიდიოდნენ მრიცხველის წასაკითხად, ამიტომ მომხმარებელი თავად გვიგზავნიდა ინფორმაციას,"- აღნიშნავს ნარმანია.

მისი თქმით,  პანდემიის პერიოდში შეჩერებული ახალი მიერთებები განახლებულია და ივლისის ბოლომდე დასრულდება.


"იყო გარკვეული გამონაკლისები სურსათთან, კვებასთან და ჯანდაცვასთან დაკავშირებით, როდესაც დაუყონებლივი მიერთება გახდა საჭირო.  იგეგმება ახალი საინვესტიციო პროექტები, რაშიც ვგულისხმობთ ახალ მიერთებებს, სარეაბილიტაციო ხაზების, ტრანსფორმატორების შეცვლას და უამრავ სხვადასხვა პროექტს,რომელიც საჭიროებიდან გამომდინარე დადგა. მესტიაში მოხდა რამდენიმე სამწუხარო ფაქტი,როდესაც კრიპტოვალუტის მოწყობილობების ატანამ  იქ არსებული ქსელების მნიშვნელოვანი დატვირთვა გამოიწვია. შესაბამისად, ენერგოპრო ჯორჯიას სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად მოუწია აქტიური მუშაობა,რომ ასეთი ტიპის უკანონო მიერთებების ჩაჭრა მომხდარიყო,"- განაცხადა დავით ნარმანიამ.

მან გადაცემაში ასევე ისაუბრა ჰესების მშენებლობის აუცილებლობაზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია გარემოსდაცველ ორგანიზაციებთან დიალოგი. დავით ნარმანიას განცხადებით, უნდა განახლდეს გაჩერებული ჰესების მშენებლობაც.

როგორც ენერგეტიკის სექტორს, ისე ბუნებისდამცველებს აქვთ თავისი ამოცანები,რომლებიც ხშირად ერთმანეთთან თავსებადი არ არის. თუმცა, ამ ორი სექტორის ჰარმონიული შეწყობა კარგ შედეგს გვაძლევს. ამიტომ არცერთმა მხარებ უარი არ უნდა თქვას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზე და რადიკალური პოზიციები არ უნდა ჰქონდეს. თუ სადმე არსებობს გარკვეული კითხვები გარემოსდაცვის ან ეკოლოგიის თვალსაზრისით ზიანსა და საფრთხეებზე, ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. ჰესების მშენებლობას გზშ და სხვადასხვა სპეციალისტების დასკვნები უძღვის წინ. ისეთი ჰესები,რომლებიც გარემოზე ზეგავლენას არ ახდენს, უნდა აშენდეს, მათ შორის, გაჩერებული ჰესების მშენებლობაც უნდა განახლდეს . ჩვენ მდიდარი ჰიდრორესურსები გვაქვს და შედარებით იაფია ის, ვიდრე ენერგიის სხვა წყაროების მიერ გამომუშავებული ენერგია. თუ არ განვვითარდით ამ მიმართულებით, ელექტროენერგია გაძვირდება და მარეგულირებელი კომისია დადგება იმ აუცილებლობის წინაშე,რასაც ტარიფების გადახედვა ჰქვია. თუ გვინდა,რომ ქვეყნის ენერგეტიკა ძლიერი იყოს და იმპორტზე ნაკლებად დამოკიდებული, ჰესებზე მშენებლობა უნდა გაგრძელდეს, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს იგნორირებული გარემოსდაცვითი კომპონენტი.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up