ეკონომიკის ექსპერტის, ირაკლი ყიფიანის განცხადებით, ლარი დაიწყებს გამყარებას მას შემდეგ, რაც ვირუსის გავრცელების სიჩქარე კლებას დაიწყებს და ეკონომიკა მუშაობას. გაჩერებულ ეკონომიკაში ლარი არ გამყარდება. მოგვიწევს დაველოდოთ ვირუსის გავრცელების კლების დაწყებას.
„კრიზისის პერიოდში, დახმარება უნდა იყოს მასშტაბური. კრიზისი შეეხო თითქმის ყველა მოქალაქეს და ბიზნესს. რეცესიის პროცესით გამოწვეული სიღარიბის შესამცირებლად, მთავრობამ უნდა დაასტიმულიროს ბაზარზე მოხმარების ზრდა.
- მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, ოჯახებმა უნდა მიიღონ ყოველთვიური დახმარება, ფულის სახით. ოჯახებს მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ თანხით და თავად გადაწყვიტონ, გადაიხდიან კომუნალურ გადასახადს, შეიძენენ პრეპარატს, თუ სხვა საჭიროებებს.
- ყველაზე მარტივი და ჩქარი გზა, მთავრობა დაეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესს, არის - დაუტოვოს მეტი თანხები გადარჩენისთვის, ანუ არ ამოიღოს გადასახადები მათგან. ეს არის გზა, კრიზისის პერიოდში, შევანელოთ სამუშაო ადგილების დაკარგვის ტემპი“-აცხადებს ყიფიანი.