#გააზიარესიკეთე - საქართველოს ფოსტის კამპანია„ პირველი ნაბიჯი“-ს ბავშვებისთვის

#გააზიარესიკეთე - საქართველოს ფოსტის კამპანია„ პირველი ნაბიჯი“-ს ბავშვებისთვის

access_time2019-06-13 11:34:35


საქართველოს ფოსტა 2019 წლის 14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით იწყებს კამპანიას #გააზიარესიკეთე.


კამპანია დაიგეგმა არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მხარდასაჭერად და გულისხმობს მათ მიერ შექმნილი ნახატების საფოსტო ბარათებზე გადატანას, რომლებიც საქართველოს ფოსტის სერვის ცენტრებში გაიყიდება.



„საფოსტო ბარათები უნიკალურია, რადგან მათზე გადმოტანილია ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარ ბავშვთა მიერ შესრულებული ნახატები, მრავალფეროვანი თემატიკით. ჩვენი პროექტის მიზანიაშევცვალოთსაზოგადოებისდამოკიდებულება შშმ ბავშვთა შესაძლებლობის მიმართდა საშუალება მივცეთ ნებისმიერ მსურველს თავისი წვლილი შეიტანოს ამ ბავშვებისათვის სტაბილური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გარემოს არსებობაში, ისინი კი ყოველდღიურად დაგიმტკიცებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“ - აცხადებს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.




„პირველი ნაბიჯის“ დირექტორი თამარ ზაალიშვილი - „პირველი ნაბიჯი არის საოცარიმიკროსამყარო, სადაც დიდები პატარები ხდებიან, ხოლო პატარები დიდები, სადაც გვახსენდება, რომ ერთ დროს ყველანი ბავშვები ვიყავით. არ არის აუცილებელი გმირობების ჩადენა, სულ მცირედია საკმარისი იმისათვის, რომ გავახაროთ ბავშვები და მათი მშობლები. „პირველ ნაბიჯს“ყველაზე მეტადპეპი გრძელი წინდას სიტყვები უხდება - „ეს ადრე არასოდეს გამიკეთებია, ასე რომ დარწმუნებული ვარ, მე ამას შევძლებ“.  ჩვენ დღემდე ამ შემართებით ვართ და 20 წელზე მეტია ვაკეთებთ იმას, რაც აქამდე წარმოუდგენელი გვეგონა. საქართველოს ფოსტის ეს არაჩვეულებრივი ინიციატივასაშუალებას მისცემს ჩვენს ბავშვებს გაიცნოს ისინი საზოგადოებამ და ერთად დავეხმაროთ მათ იყვნენ ბედნიერები“.



ბავშვების მიერ შექმნილი საფოსტო ბარათები საქართველოს ფოსტის ყველა სერვის ცენტრში გაიყიდება, ბარათებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდებაპირველი ნაბიჯის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს.



(NS)






საქართველოში, შეიძლება, რეგიონული დატვირთვის აშშ-ს კომერციული წარმომადგენლობა შეიქმნას - რა პერსპექტივებზე და მოლოდინებზე საუბრობენ ექსპერტები

საქართველოში, შეიძლება, რეგიონული დატვირთვის აშშ-ს კომერციული წარმომადგენლობა შეიქმნას - რა პერსპექტივებზე და მოლოდინებზე საუბრობენ ექსპერტები
access_time2019-06-18 09:00:10
 „იმისთვის, რომ საქართველო შეუერთდეს თავისუფალ ეკონომიკებს, მათ შორის ამერიკულ ეკონომიკას და ჰქონდეს პრეტენზია რეგიონში იყოს კონსოლიდატორი ამერიკული ეკონომიკური აქტივობების, ამას სჭირდება ინფრასტრუქტურულად, ინსტიტუციურად გამართული პოლიტიკური სისტემა და არა არაფორმალური მმართველობა,“- ასე აფასებს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტი ბათუ ქუთელია საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომელის მიხედვითაც საქართველოში აშშ-ის კომერციული წარმომადგენლობის შექმნის პროცესი...

აფხაზური ტურიზმის შუქ-ჩრდილები - ე.წ. ალკოტურისტებით გაზრდილი სტატისტიკა

აფხაზური ტურიზმის შუქ-ჩრდილები - ე.წ. ალკოტურისტებით გაზრდილი სტატისტიკა
access_time2019-06-17 20:00:07
რუსულ პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც წესით, უნდა ყოფილ ძალიან სასიხარულო აფხაზებისთვის - „აფხაზეთი  რუსეთის მოქალაქეებს შორის ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა. კერძოდ, 2019 წლის პირველ კვარტალში, აფხაზეთში ჩავიდა 803 000 რუსი ტურისტი, მაშინ როდესაც ფინეთში 731 000, ყაზახეთში 528 000, ჩინეთში 484 000, გერმანიაში -...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეექვსე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეექვსე
access_time2019-06-17 19:00:07
წინა ხელისუფლებასთან შედარებით, ეკონომიკაში მინიმუმ ორჯერ არის ტემპი გაზრდილი ყველა მიმართულებით, — ეს სიტყვები  პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა  ბიძინა ივანიშვილმა მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტთან შეხვედრისას განაცხადა.  ფაქტ-მეტრმა შეისწავლა ივანიშვილის განცხადება,  როგორც ბევრი სხვა “ქართული ოცნების“ დაპირება და დაასკვნა, რომ  ეს განცხადება...

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“
access_time2019-06-17 18:00:06
„იმპორტიორ კომპანიებს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში(გეზ-ი) დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ,“— ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ განუცხადა.   „2 თვეა უკვე, როდესაც ტვირთი გეზ-ში შემოდის, ყვითელ დერეფანში ხვდება. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიების უმრავლესობა, მნიშვნელობა არ აქვს “ოქროს სიაში“ არის თუ არა, იძულებულია თანხა მომენტალურად გადაიხადოს. აქამდე ჩვეულებრივ...

სერგეენკოს ჰქონდა როგორც ძალიან კარგი, ასევე არც ისე კარგი იდეები - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის იდეა იყო ძალიან კარგი

 სერგეენკოს ჰქონდა როგორც  ძალიან კარგი, ასევე არც ისე კარგი იდეები - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის იდეა იყო ძალიან კარგი
access_time2019-06-18 10:00:43
„ისეთი ექიმი კი არ არის, რომელსაც დიპლომი აქვს მხოლოდ, არამედ მას ნამუშევარი აქვს კლინიკაში და იცის რა არის მძიმე პაციენტის მოვლა და ღამისთენება,“ - ასე აფასებს დავით სერგეენკოს მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მეან-გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე. როგორც ცნობილია, არაოფიციალური ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობას ტოვებს და მის შემცვლელად საჩხერის კლინიკის დირექტორის ეკატერინე ტიკარაძის...


მსგავსი სიახლეები

up