გააუქმებს თუ არა Wizz Air ქუთაისში არსებულ ბაზას ამის შესახებ ცნობილი უახლოეს საათებში გახდება. როგორც ცნობილია, Wizz Air-ის ბაზის დროებით შესაძლო გაუქმების თაობაზე ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. „კომერსანტმა“ ინფორმაციის გადამოწმება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში სცადა, სადაც აცხადებენ, რომ უწყება ავიაკომპანიისგან ოფიციალურ განცხადებას ელოდება.
რაც შეეხება კომპანია Wizz Air-ის წარმომადგენლობას, აცხადებენ, რომ ავიაკომოპანია ოფიციალურ განცხადებას უახლოეს საათებში გააკეთებს.
შეგახსნენებთ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “ვიზეარი” ბაზის ქუთაისის აეროპორტში განთავსების შესახებ 2016 წლის 4 თებერვალს გახდა ცნობილი.
სოფო ქსოვრელი