გააიაფებს თუ არა მთავრობის ახალი რეგულაციები მედიკამენტებს

გააიაფებს თუ არა მთავრობის ახალი რეგულაციები მედიკამენტებს

access_time2021-08-03 12:00:00

მედიკამენტების მაღალი ფასით საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ ინტერესდება. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პირობას დებს, რომ ფარმაცევტულ სექტორში რეგულაციების დაწესებით მოსახლეობას ჯანდაცვის ხარჯს შეუმცირებს. მთავრობის გათვლით, ახალი რეგულაციის საშუალებით შესაძლებელი იქნება წამლების ფასი 40-50%-ის ფარგლებში შემცირდეს, რაც თითო ოჯახს ჯანდაცვის ხარჯს, მინიმუმ, 15%-ით შეუმცირებს.


„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა მექანიზმი არსებობს ამისთვის და როგორ შეიძლება მთავრობამ ფარმაცევტულ ბაზარზე ფასებთან დაკავშირებული საკითხი მოქალაქეების სასარგებლოდ გადაწყვიტოს, არის თუ არა ბაზარი ამისთვის მზად?


როგორც ჯანდაცვის ექსპერტმა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ გვითხრა, „ახალი ველოსიპედის გამოგონება“ სულაც არ არის საჭირო, რადგან ხელისუფლებას კარგად აქვს ნააზრევი და ცნობილია გზები, რითაც პრობლემის მოგვარება იგეგმება.


კერძოდ, ზოიძის ინფორმაციით, ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტის დროს ჩატარდა 6-თვიანი მოკვლევა და დაიდო რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მოსახლეობისთვის.


,,ხელისუფლებისთვის წინასწარ არის ცნობილია, რაც უნდა გაკეთდეს. ამ საკითხზე ადრეც იყო ყურადღება გამახვილებული. მას შემდეგ, რაც უნივერსალური ჯანდაცვა შემოვიდა, პრობლემად რჩება სწორედ მედიკამენტებზე დანახარჯები მოსახლეობისთვის, რომელიც ხშირ შემთხვევაში ხალხის გაღარიბებას იწვევს. ჯანდაცვის კომიტეტში ჩემი მუშაობისას ჩატარდა 6-თვიანი მოკვლევა, ყველა დაინტერესებული მხარე იყო ჩართული,  დაიდო რეკომენდაციები, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ხარისხიან წამლებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა. ვფიქრობთ, რეგულაციით შესაძლებელი გახდება ადმინისტრაციული ბარიერები  მოიხსნას, კონკურენტუნარიანობა გაიზარდოს და წამლის ფასი ხელმისაწვდმომი გახდეს. სასიცოცხლოდ აუცილებელია, სიმბოლურ ფასში იყიდებოდეს წამლები ქრონიკული ავადმყოფებისთვის, ხოლო თუ მოქალაქე სოციალური დაუცველია, თანაგადახდის მექანიზმი არსებობდეს.  ასე სწორად თუ მივუდგებით ამ საკითხს, შევძლებთ, ჯანდაცვაზე დანახარჯი ოჯახს  15%-ით შეუმცირდეს, ხოლო ფასი მინიმუმ 40-50%-ით იყოს ხელმისაწვდომი, ეს სავსებით რეალურია“, - აცხადებს ზოიძე ,,კომერსანტთან“ საუბარში.



აღნიშნულთან დაკავშირებით ვცადეთ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლების პოზიცია მოგვესმინა, მაგრამ მათ  პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარისგან თავი შეიკავეს. თუმცა, რამდენიმე დღით ადრე, „ავერსი ფარმას“ გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე bm.ge-სთან აცხადებდა, რომ თუკი ფიქსირებული ფასების დაწესების გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს სექტორის  მდგომარეობას დაამძიმებს, რადგან ფარმაცევტული პროდუქციის 90% იმპორტირებულია და ფასთწარმოქმნას ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და ვალუტის კურსი განსაზღვრავს.

„ფიქსირებული ფასები ძალიან შეაფერხებს ბიზნესის განვითარებას იმდენად, რამდენადაც ვერ მოხერხდება ფიქსირებული ფასით ფარმაცევტული პროდუქტის შემოტანა როდესაც ის უცხოურ ვალუტაზეა მიბმული. არის ძალიან დიდი ალბათობა და რისკი, რომ ამან გამოიწვიოს გარკვეული დეფიციტი, გარკვეული პოზიციების ბაზრიდან გაქრობა, რაც ნეგატიურად აისახება ბაზარზე. შესაბამისად, ასეთ მიდგომას ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ. ბაზარი არის საკმაოდ კონკურენტული, ბევრი საშუალო და მცირე მოთამაშეა ბაზარზე. ბაზარი არის ღია და თუ არის რაიმე რესურსი ფასის გაიაფების, ამისთვის ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ”, - აცხადებდა ირაკლი ფურცელაძე.


ცნობისთვის, მთავრობის მეთაურის შეფასებით, წამლების ფასი ქვეყანაში ძალიან გაზრდილია და ყველა სტატისტიკა ამაზე მეტყველებს.


,,არსებობს წინასწარი ინფორმაცია, რომ ზოგიერთ წამალზე 300 და 400%-იანი ფასნამატია დადებული კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. არც ერთ ქვეყანაში მსგავსი რამ არ ხდება. ჩვენ ეს კარგად უნდა შევისწავლოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები უმოკლეს დროში, რადგან ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის 2 ივლისის სხდომაზე.


„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში მედიკამენტების ფასებმა დაახლოებით 14%-ით მოიმატა. განსაკუთრებით ის წამლები გაძვირდა, რომლებსაც ექიმები პაციენტებს კოვიდ-პანდემიის პერიოდში უნიშნავენ.

 

განსაკუთრებულად მოიმატა სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების ფასებმა. ამ მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ 103 %-ით არის გაზრდილი.

 

48%-ით გაძვირდა ტკივილგამაყუჩებლების ღირებულება, 30%-ით ანტიბიოტიკები, 26%-ით ვიტამინები, 12%-ით საჭმლის მომნელებელი მედიკამენტები.

 

მარი ჩიტაია





საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დელეგაცია არაბეთის გაერთიანებული საემიროების ეროვნულ ნავთობ-კომპანიას საქმიანი ვიზიტით ეწვია

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დელეგაცია არაბეთის გაერთიანებული საემიროების ეროვნულ ნავთობ-კომპანიას საქმიანი ვიზიტით ეწვია
access_time2021-09-27 10:55:09
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დელეგაცია, კორპორაციის დირექტორის, გიორგი ბახტაძის ხელმძღვანელობით, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ეროვნული ნავთობ-კომპანიის (ENOC) სათაო ოფისს, ქალაქ დუბაიში, საქმიანი ვიზიტით ეწვია. ვიზიტი, რომელიც ENOC-ს ოფიციალური მოწვევით შედგა, დატვირთული აღმოჩნდა. მენეჯმენტის უმაღლეს რგოლებს შორის შეხვედრებზე განხილულ იქნა არაბეთის ეროვნულ ნავთობკომპანიასა და კორპორაციას შორის პარტნიორული და საქმიანი თანამშრობლობის...

Samsung-ის კეცვადი სმარტფონების: Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Flip3-ის გაყიდვა დაიწყო!

Samsung-ის კეცვადი სმარტფონების: Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Flip3-ის გაყიდვა დაიწყო!
access_time2021-09-27 09:55:29
სამსუნგის უახლესი, დასაკეც ეკრანიანი სმარტფონების Galaxy Z Fold3-ისა და Galaxy Z Flip3-ის გაყიდვები უკვე დაიწყო.  სმარტფონების შეძენა შესაძლებელია სამსუნგის ყველა ოფიციალური პარტნიორის მაღაზიათა ქსელებსა და ონლაინ, მათი ვებ-გვერდების საშუალებით.    გაყიდვების დაწყებასთან ერთად, შეზღუდული დროითა და რაოდენობით, თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ დამატებით საჩუქრები სამსუნგისაგან: ორივე მოდელისთვის საჩუქრად გადმოგეცემათ 1 წლიანი...

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
access_time2021-09-27 01:10:27
სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში. 

ყველაზე მდიდარი და ღარიბი თვითმმართველობები საქართველოში

ყველაზე მდიდარი და ღარიბი თვითმმართველობები საქართველოში
access_time2021-09-26 16:00:14
...

როგორ შეიძლება შავი ზღვის რესურსების გამოყენება

როგორ შეიძლება შავი ზღვის რესურსების გამოყენება
access_time2021-09-26 14:00:36
...


მსგავსი სიახლეები

up