გააღწევს საქართველო ამ მოჯადოებული წრიდან, სადაც ერიცა და ბერიც უიმედოდაა გარყვნილი და გაფარისევლებული?

გააღწევს საქართველო ამ მოჯადოებული წრიდან, სადაც ერიცა და ბერიც უიმედოდაა გარყვნილი და გაფარისევლებული?

access_time2019-08-28 20:00:05


გააღწევს საქართველო ამ მოჯადოებული წრიდან, სადაც ერიცა და ბერიც უიმედოდაა გარყვნილი და გაფარისევლებული?  ამ კითხვას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში სვამს აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი ზურაბ გურული. 


პოსტს კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: 


ამერიკაში, მოსახლეობის საერთო განათლების დონე რომ აიღო, დიდად არ განსხვავდება საქართველოს მოსახლეობის განათლების დონისაგან. ერთი განსხვავებაა მხოლოდ, მნიშვნელოვანი განსხვავება; ამერიკაში სამოქალაქო შეგნება არის მაღალი თითქმის ყველა სპექტრის ამომრჩევლებში.


ლადო აფხაზავას რომ დასცინოდნენ მავანნი პედაგოგნი, რისი მასწავლებელია ეგო, სწორედ იმის მასწავლებელია აფხაზავა, რისი შეგნებაც ნოლის დონეზეა საქართველოს მოსახლეობის 99%-ში. სწორედ, ამიტომ შეიძლება საქართველოში ხალხისათვის ნებისმიერი სახის პოლიტიკური და სოციალური შეურაცხყოფის მიყენება დაუსჯელად.


სსრკ-დან მივიღეთ ეს მემკვიდრეობით, რადგან არავის სამშობლო არ იყო სსრკ, რუსების გარდა და ყველას ეკიდა. შესაბამისად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის კულტურის არმქონე მოსახლეობაში პოლიტიკური სპექტრიც არ იზრდება და არ ვითარდება და პოლიტიკური პლატფორმები მხოლოდ პრიმიტიული ინსტიქტების ეფექტურად აღძვრაზეა ორიენტირებული. და მიდის მერე შეჯიბრი უფასო ფულზე, პენსიების მომატებაზე, სახრავი ადგილების დარიგებაზე. სწორედ ამის შესაბამისად ვითარდება საქართველოში ყველა სოციალური სფერო, მედიაც და რელიგიაც. თუნდაც ის ფაქტი, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის რელიგიური სპექტრი პირდაპირი მემკვიდრეა სსრკ-ში გამოყვანილი გახრწნილი და კონფორმისტი რელიგიური ელიტისა, საზოგადოებას არ აშფოთებს, მაგრამ უკვირს ის ფაქტი, რომ საქართველოს დანიშნული პრეზიდენტის მრჩეველი კგბ-ს ოფიცერია. არადა, ამ ფაქტებს შორის არსებითი განსხვავება არ არსებობს.



მარკეტინგი თავისებურად უცნაურ ლოგიკურობაზეა აგებული. ამ სფეროს შემქმნელები ითვალისწინებენ, რომ ადამიანთა სამყაროში უმრავლესობა პრიმიტივია და მათ ინსტიქტებზე აგებენ თავიანთ წარმოებას. ზუსტად ასევეა პოლიტიკური და სოციალური მარკეტინგიც. იგებს ის, ვინც უფრო დიდი რაოდენობით ჰყიდის თავის საქონელს.



ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ე.წ. ახალი დემოკრატიების ქვეყნებში დემოკრატია ვერ იმარჯვებს. ამის მშვენიერი მაგალითია თუნდაც ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებიც. ისტორიაწაშლილ და ისტორიადაკარგულ ქვეყნებში საზოგადოების იმ მცირერიცხოვანი ელიტის განვითარება ვერ მოხდა, რომლებსაც მასებისათვის გაუგებარ იდეალებზე უნდა აეგოთ სახელმწიფოს შექმნის პრინციპები.


ზუსტად ამიტომ არა აქვს მომავალი პოსტსაბჭოთა ქვეყნებსაც. შიშითა თუ ანგარებით შექმნილმა კონფორმისტთა თაობამ თავისი კომპლექსები საკუთარ მომავალ თაობებში გადაიტანა და გარყვნა.



გააღწევს საქართველო ამ მოჯადოებული წრიდან, სადაც ერიცა და ბერიც უიმედოდაა გარყვნილი და გაფარისევლებული?



მე პირადად არა მაქვს ამაზე პასუხი. ერთადერთი იმედი არის იდეალისტ ახალგაზრდათა თაობის გამოზრდა; ოღონდ ისინი დამოუკიდებლად უნდა გაიზარდონ, თორემ უკვე წარყვნილი უფროსი თაობა მათ ვერაფერს ასწავლის.


უცხოეთმა უნდა გაზარდოს ამიტომ; მაგრამ დაბრუნდებიან კი უცხოეთიდან და შესწირავენ ერთხელ მიცემული ცხოვრების დათვლილ წლებს ფსევდორელიგიითა და ფსევდოპოლიტიკით გამოპრუტუნებულთა კეთილდღეობას?...




გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს

გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს
access_time2020-02-23 18:00:01
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალური მნიშვნელობის საფრთხედ გამოაცხადა. იმავე დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღიარა, რომ ეპიდემია გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზეც იქონიებს. ექსპერტების აზრით, აშკარაა, რომ...

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე  მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას  და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი
access_time2020-02-23 17:00:10
„საბანკო რეგულაციებმა ადმინისტრირება ბოლო ორი წელია რაც დაიწყო, თუმცა, რეალურად,პროცესს საფუძველი  4-5 წლის წინ ჩაეყარა. იყო ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი. რეგულაციები ფინანსური ინსტიტუტებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა,“- ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლაშა ნიკოლაიშვილმა რადიო „კომერსანტის“, გადაცემაში „ეკონომისტის დრო...

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს
access_time2020-02-23 15:00:35
“სამხრეთის დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდსა და ენერო უსაფრთხოებას მოუტანს,” – ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ, report.ge-ისთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის – TANAP ამოქმედებამდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა. ახლა იგი საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან...

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...


მსგავსი სიახლეები

up