გააძვირებს თუ არა მშენებლობას ახალი ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება?

გააძვირებს თუ არა მშენებლობას ახალი ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება?

person access_time2016-01-31 18:06:26

გააძვირებს თუ არა მშენებლობას ახალი ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება?

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის დავით გიგინეიშვილის თქმით, ტექნიკური რეგლამენტი კერძო ბიზნესმა კარგად უნდა წაიკითხოს და მხოლოდ ამის შემდეგ სწორად დააპროექტოს. „შენობა-ნაგებობები ისედაც პროექტირდება, ისედაც შენდება. თუმცა, თუ კიბის სიგანე არის 90 სანტიმეტრზე უფრო ნაკლები და ორი ადამიანი ერთმანეთს გვერდს ვერ უვლის, ეს უნდა გამოსწორდეს. სტანდარტით, კიბის სიგანე უნდა იყოს 1.10 მეტრი. თუ დეველოპერი აქამდე ამას არ ასრულდებდა და არასწორად აშენებდა, ახლა ამის შეცვლა მოუწევს, შედეგად, მას მშენებლობა გაუძვირდება. ვინც აქამდე სწორად აშენებდა, მისთვის ეს რეგლამენტი დამატებით ხარჯის მომტანი არ იქნება"-აცხადებს გიგინეიშვილი.

 

მისი განცხადებით, ეს ერთი წელი არის გარდამავალი პერიოდი დეველოპერებისთვის, რადგან ისინი ახალ სტანდარტებზე უნდა გადაეწყონ და ნელა-ნელა ამ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით პროექტირება დაიწყონ.



უსაფრთხოების წესების ტექნიკური რეგლამენტის არსებული ფორმით ამოქმედებას არ ეთანხმება მენაშენეთა ასოციაციის წარმომადგენელი თორნიკე აბულაძე. მისი თქმით, 600–გვერდიან დოკუმენტში არის გარკვეული მუხლები, რომელიც მისაღებია მათთვის, ხოლო არის გარკვეული მუხლები, რომელსაც ეწინააღმდეგებიან.


აბულაძე აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ რეგლამენტი თავდაპირველად სატესტო რეჟიმში ამოქმედდება. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, მსგავსმა რეგულაციამ მშენებლობა გააძვიროს კიდეც.


შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების ამოქმედება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუანონსა.

 

საქართველოს მთავრობამ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი უკვე დაამტკიცა, შესაბამისად, 2017 წლიდან მას კანონის ძალა ექნება. რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ არქიტექტორი ვალდებული იქნება პროექტი ისე დააპროექტოს, რომ განსაზღვრული იყოს მაგალითად, ოთახის ფართიდან გამომდინარე კარის ზომა გარკვეული სტანდარტებით. ასევე აუცილებელი იქნება გასავლელი კორიდორების ფართის სტანდარტების დაცვა, რათა ხანძრის დროს ევაკუაცია უპრობლემოდ მოხდეს.



კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up