საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე სამიტზე ამაზონის ჯუნგლებში ხანძრის ჩაქრობის დახმარების საკითხზე თითქმის შეთანხმდნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე სამიტზე ამაზონის ჯუნგლებში ხანძრის ჩაქრობის დახმარების საკითხზე თითქმის შეთანხმდნენ.

access_time2019-08-26 12:20:18

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე სამიტზე ამაზონის ჯუნგლებში ხანძრის ჩაქრობაში დახმარების საკითხზე თითქმის შეთანხმდნენ.


მაკრონის თქმით შეთანხმება, რომელიც თითქმის მიღწეულია, ხანძართან ბრძოლაში ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას მოიცავს.


ყველა ლიდერი თანხმდება დაეხმაროს იმ ქვეყნებს, რომლებიც ხანძარმა დააზარალა, რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენი გუნდი ამაზონის ქვეყნებს ეკონტაქტება, რათა ტექნიკური რესურსების და ფინანსების განაწილებაზე შეთანხმებას მივაღწიოთ. თქვა მაკრონმა.


დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა კი თქვა, რომ ბრიტანეთი ამაზონის ჯუნგლების დასაცავად 10 მილიონ ფუნტს გამოყოფს.


ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონმარომ ხანძრის ჩასაქრობად სამხედრო ძალებიც მოიშველია. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს თქმით მობილიზებულია 44,000 ჯარისკაცი. ცეცხლს სამხედრო თვითმფრინავებითაც ებრძვიან.


სამხედრო ძალების ჩარევის შესახებ განცხადების გაკეთებისას ბოლსონარომ თქვა, რომ ტყის ხანძრები ყველა ქვეყანაში ხდება და ეს საერთაშორისო სანქციების საფუძველი ვერ იქნება.


ბოლსონარომ საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ დახმარების მიღებას ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსგან დათანხმდა.
შეგახსენებთ, რომ მაკრონი ამაზონის ჯუნგლებში ხანძარს გამოეხმაურა და საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ ეს საერთაშორისო კრიზისია და დიდი შვიდეულის სამიტის წევრებს მოუწოდა საკითხი განიხილონ.


ჩვენი სახლი იწვის. პირდაპირი მნიშვნელობით. ამაზონის ჯუნგლები ჩვენი პლანეტის ფილტვებია, რომელიც ჩვენი ჟანგბადის 20%-ს გამოიმუშავებს და ახლა იწვის. ეს საერთაშორისო კრიზისია. დაწერა მან.


მაკრონის მიერ გავრცელებულ სურათზე ამაზონის ჯუნგლების ხანძარია ასახული, თუმცა 2018 წლის. მსგავსი შეცდომა მსახიობმა ლეონარდო დიკაპრიომაც დაუშვა.



მაკრონის მოწოდებას ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო გამოეხმაურა. მან საფრანგეთის პრეზიდენტი სენსაციონალიზმში დაადანაშაულა და თქვა, რომ ის ხანძარს პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს.


დასანანია, რომ პრეზიდენტ მაკრონს სურს ბრაზილიის შიდა საკითხი პირადი პოლიტიკური მიზნების ინსტრუმენტად აქციოს. საფრანგეთის პრეზიდენტის შემოთავაზება, განიხილონ ამაზონის საკითხი დიდი შვიდეულის სამიტზე ამ რეგიონის ქვეყნების გარეშე კოლონიური აზროვნების გადმონაშთია ოცდამეერთე საუკუნეში. დაწერა მან ტვიტერზე.


ბრაზილიის კოსმოსის კვლევის სააგენტოს და NASA-ს მიერ გადაღებული სატელიტური სურათების მიხედვით მხოლოდ უკანასკნელი კვირის მანძილზე ამაზონის ჯუნგლებში 9,500-მდე ხანძრის კერა გაჩნდა. სურათებში ჩანს, რომ რორაიმას შტატს სქელი კვამლი ფარავს, ხოლო მეზობლად ამაზონის შტატში ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ძლიერი ქარის გამო კვამლმა ქალაქ სან-პაულუმდე მიაღწია. ხანძრის კერა ქალაქიდან 2,700 კილომეტრის დაშორებითაა.


ბრაზილიის კოსმოსის კვლევის სააგენტოში ამბობენ, რომ მათმა სატელიტებმა აჩვენა, რომ ამაზონის ჯუნგლებში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით მიმდინარე წელს ტყის ხანძრების რაოდენობა 83%-ითაა გაზრდილი. სააგენტომ 2019 წლის იანვრიდან აგვისტომდე ტყის 72,000 ხანძარი დააფიქსირა, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.


აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ დეფორესტაციის მონაცემებზე უთანხოების გამო კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს დირექტორი დაითხოვა. ბოლსონარომ ის მთავრობისათვის ძირის გამოთხრის მიზნით დეფორესტაციის მაჩვენებლის გაზრდაში დაადანაშაულა. სააგენტოს მაჩვენებლებით დეფორესტაციის მაჩვენებელი მიმდინარე წლის ივნისში გასული წლის ამავე თვესთან შედარებით 88%-ით იყო გაზრდილი.


ბრაზილიაში მშრალ სეზონზე ტყის ხანძრები ხშირია. ზოგიერთ შემთხვევაში ხანძარს განზრახ აჩენენ, რათა შემდგომ ეს ტერიტორია სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის გამოიყენონ.


პრეზიდენტმა ბოლსონარომ თქვა, რომ ახლა ის სეზონია, როდესაც ფერმერები მიწის მოსაწმენდად მას ცეცხლს უკიდებენ, ამიტომ მონაცემები საგანგაშო არაა, თუმცა კოსმოსის კვლევის სააგენტოში ირწმუნებიან, რომ ხანძრების რიცხვი სეზონისათვის ჩვეულ მაჩვენებელს აღემატება. ბოლსონაროს კრიტიკოსები ტყის ხანძრების რიცხვის ზრდას ბოლსონაროს პოლიტიკას უკავშირებენ, რომლის შედეგადაც, მათი თქმით ამაზონის ჯუნგლების უფრო სწრაფი ტემპით იჩეხება. მსგავსი პოზიცია აქვს ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ამაზონის პროგრამის დირექტორ რიკარდო მელოს. ის ხანძრებს დეფორესტაციას უკავშირებს.


ჯერ კაპიტან ხერხს მეძახდნენ, ახლა ნერონი გავხდი, რომელმაც ამაზონს ცეცხლი წაუკიდა. ასე გამოეხმაურა ბოლსონარო ბრალდებებს.


NASA-ს მონაცემებით კი საერთო ჯამში მიმდინარე წელს ამაზონის ჯუნგლებში ხანძრების მაჩვენებელი ბოლო 15 წლის მანძილზე დაფიქსირებულ საშუალოზე დაბალია, თუმცა რონდონიას და ამაზონის შტატებში საშუალოს აღემატება.


ბოლსონარომ თქვა, რომ შესაძლოა ამაზონის ჯუნგლებში ცეცხლს არასამთავრობო ორგანიზაციები აჩენდნენ, რომლებსაც მან მთავრობაში მოსვლის შემდეგ დაფინანსება შეუმცირა. მისი თქმით ამგვარად NGO-ებს მისი მთავრობისათვის ძირის გამოთხრა სურთ.


ყველაფერი ამისაკენ მიუთითებს...დანაშაული სახეზეა. ამ ხალხს ფული მოაკლდა. თქვა მან, თუმცა კითხვაზე, აქვს თუ არა ამის მტკიცებულება ბოლსონარომ თქვა, რომ დაწერილი გეგმა არ არსებობს და ეს ასე არ ხდება.


ბრაზილიის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია ხანძრის ლოკალიზებაზე მუშაობს. ბოლსონარომ გააკრიტიკა პარიზის კლიმატის შეთანხმებაც და თქვა, რომ შეთანხმება რომ კარგი ყოფილიყო აშშ მას არ დატოვებდა. მიუხედავად ამისა ბოლსონარო ამბობს, რომ ამ დროისათვის ბრაზილია შეთანხმებაში დარჩება.


ტაბულა


თეგები:
ამაზონი



Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია

Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია
access_time2020-04-01 20:00:58
1 აპრილს მილიონობით ამერიკის მაცხოვრებლისთვის იჯარის გადახდის ბოლო ვადა ყველაზე დამამძიმებელი აღმოჩნდა. უძრავი ქონების ყოველი მეოთხე მოქირავნე ახლა შემოსავლის მეოთხედზე მეტს საცხოვრებელზე იხდის. საცხოვრებლის ქირა კი მხოლოდ პირველია იმ გადასახადების რიგში, რისი მოგვარებაც აპრილში ხალხს მოუწევს -  კომუნალური გადასახადები, საკრედიტო ბარათები, დაზღვევა, იპოთეკა, სტუდენტური გადასახადი - ბევრი რამ რასაც არაერთი ამერიკელი უბრალოდ ვერ გასწვდება. კარგი ამბავი ისაა, რომ აპრილიდან სექტემბრის...

ლიბერთი მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს

ლიბერთი  მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს
access_time2020-04-01 17:50:52
დღეიდან, 1 აპრილიდან, ლიბერთის გადაწყვეტილებით, არაასაკობრივი პენსიონერები „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. ,,ჩვენ ვაგრძელებთ მომხმარებელზე ზრუნვას და მათ უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე მორგებულ კიდევ ერთ სიახლეს ვთავაზობთ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, არაასაკობრივ პენსიონერებს შეეძლებათ შეუფერხებლად და რაც მთავარია, ნულოვანი ტარიფით გაიაქტიურონ ‘პენსია ჩარიცხვამდე’ სერვისი სერვისცენტრებსა და ლიბერთის ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით. გვინდა, ვთხოვოთ...

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა
access_time2020-04-01 19:00:37
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2413 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა...

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა
access_time2020-04-01 18:10:11
საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა. როგორც „კომერსანტმა“  გაარკვია, შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა.    ინფორმაციის გადამოწმება მთავრობის ცხელ ხაზზეც ვცადეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ დეველოპერული საქმიანობა ქვეყანაში გუშინ აიკრძალა. 144-ზე გვითხრეს, რომ შპს-ს იმ შემთხვევაში აქვს მუშაობის უფლება...

ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს

 ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს
access_time2020-04-01 17:50:09
„თუ იქნება ჰესი, არ იქნება მდინარე აქ. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ აქ იქნება პატარა, რუჩუაზე ოდნავ დიდი ნაკადული“, - ეს სიტყვები მოძრაობა „არა ონის კასკადის“ ერთ-ერთ აქტივისტს ეკუთვნის, რომელიც მან რაჭის სოფელ ნიგავზების მდინარის ვიდეოკადრებთან ერთად გამოაქვეყნა. ასე გააპროტესტა მან რაჭაში ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა. გარემოს დაცვის სამინისტროსგან მშენებელი კომპანიისთვის რამდენჯერმე შენიშვნებით უკან დაბრუნებული პროექტი მოწონებულია - 2020 წლის 17 მარტს, როცა ქვეყანა მთლიანად...


მსგავსი სიახლეები

up