„დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნები კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის სახელმწიფო ვალების გადახდის დროებით შეჩერებაზე შეთანხმდნენ.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გადახდის დროებით შეჩერებას. ჩვენ შევთანხმდით კოლექტიური ძალისხმევის კოორდინირება მოვახდინოთ ამ მიმართულებით, რათა პრაქტიკაზე განვახორციელოთ აღნიშნული ინიციატივა, რომელსაც მხარი პარიზის კლუბმა დაუჭირა“, - ნათქვამია „დიდი ოცეულის“ ფინანსთა მინისტრების განცხადებაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Imedinews.ge