ფხალაძე პოზნერის ვიზიტზე: არ შეიძლება მაამებლური დამოკიდებულება გქონდეს მის მიმართ, ვისაც შენი სახელმწიფო არ აინტერესებს

ფხალაძე პოზნერის ვიზიტზე: არ შეიძლება მაამებლური დამოკიდებულება გქონდეს მის მიმართ, ვისაც შენი სახელმწიფო არ აინტერესებს

access_time2021-04-01 12:40:00

პოლიტოლოგის, GIPA-ს ასოცირებული პროფესორის, თენგიზ ფხალაძის შეფასებით, რუსი ჟურნალისტისთვის, ვლადიმირ პოზნერისთვის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შესაძლებლობის მიცემა საქართველოს თითოეული მოქალაქის შეურაცხყოფა იყო. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ თენგიზ ფხალაძემ აღნიშნა, რომ არ შეიძლება მაამებლური დამოკიდებულება გქონდეს იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც შენი სახელმწიფო აბსოლუტურად არ აინტერესებს.



„ზოგადად არავის მიმართ არ უნდა გქონდეს მაამებლური დამოკიდებულება და მთავარი საზრუნავი უნდა იყოს საკუთარი მოსახლეობა და მთავარი საზრუნავი უნდა იყოს კომფორტის შექმნა არა სხვისთვის, არამედ საკუთარი მოსახლეობის, საკუთარი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ. მან გადაცემაში ამ ვითარებაში პოლიციის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეურაცხყოფის პიკია ის, როდესაც კანონდარღვევას პოლიცია იცავს"



„მართლაც შეურაცხყოფის პიკია, როდესაც ამას ყველაფერს იცავს, იძულებულია რომ დაიცვას ქართული პოლიცია. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ მათგანს გულში ჰქონდა უდიდესი პროტესტი იმ პიროვნების მიმართ, ვისაც იცავდა და იცოდნენ რომ ისინი იმ წუთას იცავდნენ უსამართლობას. და ძალიან ცუდია, როდესაც პოლიცია იძულებულია ეს გააკეთოს. დავანებოთ თავი ერთი წამით იმას, ჰქონდა თუ არა პოზნერს გაკეთებული განცხადება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. იმ წუთას ის ადამიანი არღვევდა საქართველოს კანონმდებლობას, იმ წუთას ის ადამიანი იყო კომენდანტის საათის, ამ რეგულაციების დამრღვევი. პოლიცია მას არ აჯარიმებდა. მე, თქვენ, ნებისმიერი ჩვენგანი მაგ სიტუაციაში რომ ვიყოთ, იმწუთასვე, მყისიერად მოხდება კანონის აღსრულება. რატომ სჭირდება ასეთ შემთხვევაში მას ვიღაცის მითითება, რომ აღასრულოს კანონი? შესაბამისად მას უკვე ჰქონდა მიღებული სხვა ტიპის დავალება. ამიტომ ეს არის ძალიან ცუდი და ეს არის სახელმწიფოსთვის ყველაზე მეტად დამაზიანებელი“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „დილის საუბრებში“.



რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი, რომელიც 1 აპრილს 87 წლის გახდა, თბილისში გეგმავდა დაბადების დღის აღნიშვნას. 31 მარტს, საქართველოში მის ჩამოსვლას მოჰყვა სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა საპროტესტო აქციები. მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა უშვებდნენ.



აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ იმასაც, რომ პოზნერს კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი წესების დარღვევის უფლება მისცეს.




გასულ ღამით აქციები გაიმართა „ვინოტელთან“, სადაც პოზნერი და მისი თანმხლები პირები ვახშმობდნენ და სასტუმრო „რუმსთან“, სადაც ვახშმის შემდეგ მივიდნენ. ორივე ადგილას პოლიცია იყო მობილიზებული. შრომის ინსპექციის ცნობით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი წესების დარღვევისთვის, „ვინოტელი“ 10 000 ლარით დააჯარიმეს. კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს რუსი ტელეწამყვანის ვლადიმირ პოზნერის დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში ჩამოსული 32 პირიც. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაჯარიმებულთა შორისაა თავად პოზნერიც.



ვლადიმირ პოზნერის თანმხლებ პირებს „ვინოტელი“ პოლიციის დახმარებით დაატოვებინეს.



შსს-ს ინფორმაციით, ვლადიმირ პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და მას არ დაურღვევია „კანონი ოკუპაციის შესახებ“, პოზნერთან ერთად ჩამოსულმა პირებმა კი წარმოადგინეს კოვიდ-პასპორტი, ან PCR-ტესტირების უარყოფითი პასუხი.



საპროტესტო აქციების გამო, პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა თბილისის დღეს დილით დატოვეს.




www.radiotavisupleba.ge









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up