„ფურშეტის" შემდეგ სადისტრიბუციო კომპანიებთან ფინანსური პრობლემები „სმარტსაც" შეექმნა

„ფურშეტის" შემდეგ სადისტრიბუციო კომპანიებთან ფინანსური პრობლემები „სმარტსაც" შეექმნა

access_time2016-11-28 12:51:56

უკრაინული სუპერმარკეტების ქსელ „ფურშეტის" შემდეგ სადისტრიბუციო კომპანიებთან ფინანსური პრობლემები „სმარტსაც" შეექმნა. რამდენიმე კვირის წინ „კომერსანტი" წერდა,რომ სუპერმარკეტების ქსელი „ფურშეტი" შესაძლოა, დაიხუროს. ამის მიზეზი კი სადისტრიბუციო კომპანიების მიმართ გაუსტუმრებელი ფინანსური დავალიანებაა. მაშინ „კომერსანტთან" რამდენიმე მსხვილმა იმპორტიორმა კომპანიამ განაცხადა,რომ მსგავსი პრობლემა არაერთ მსხვილ სავაჭრო ქსელს აქვს.


დღეს ცნობილი ხდება,რომ ფინანსური პრობლემები ამჯერად „ვისოლ ჯგუფში" შემავალ, სუპერმარკეტების ქსელ „სმარტს" აქვს. სადისტრიბუციო კომპანია „ორბიტას" გაყიდვების მენეჯერი მამუკა ჩუბინიძე აცხადებს, რომ „სმარტთან" დაკავშირებით პრობლემები რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მისი თქმით, კომპანიას რითეილ კომპანიებთან დავალიანებები აქვს და დავალიანებას 6 თვეზე გაწერილი გრაფიკის მეშვეობით ისტუმრებს.


მისი თქმით, კომპანია „ორიბატას" და „სმარტის" მენეჯმენტი მიმდინარე კვირაში შეხვდებიან ერთმანეთს და უკვე შემდეგ გახდება ცნობილი გადახდის გრაფიკიც და სხვა დეტალებიც. „რაც შეეხება თანხის ოდენობას, ჩვენს შემთხვევაში არც დიდი თანხაა და არც პატარა. „სმარტი" გვთავაზობს გადახდის გრაფიკის, თუმცა, ამას დავეთანხმებით თუ არა, ეს ჩვენზეა დამოკიდიებული"-აცხადებს მამუკა ჩუბინიძე.



„სმარტთან" არსებულ ფინანსურ პრობლემებს ადასტურებს სადისტრიბუციო კომპანია „კანტის" წარმომადგენელი ნიფა ფერაძეც,თუმცა, აცხადებს,რომ ამაში საგანგაშო არაფერია. მისი ინფორმაციით, კომპანია „სმარტი" ელოდება გარკვეული ტიპის ფინანსურ რესურსებს, რომლის შემდეგაც პრობლემას მოაგვარებს.


„სმარტთან" პრობლემა არსებობს, თუმცა, არ მგონია, რომ ეს გრძელვადიანი იყოს. ვიმედოვნებ, რომ ამას „სმარტის" მენეჯმენტი მოკლე ვადაში თავად მოაგვარებს. სერიოზულ პრობლემად ამას ჩვენ არ აღვიქვამთ. დავალიანება ჩვენთანაც აქვს, ეს სამუშაო პროცესია და ქსელს მსგავსი პრობლემები შეიძლება დაუდგეს ხოლმე. თუმცა, როგორც ეს „გუდვილის" შემთხვევაში იყო, იმ მასშტაბის არ არის. ‘"სმარტისგან" მოულოდნელი იყო, რადგან მანამდე ფინანსური რესურსები კარგად ჰქონდათ დალაგებული.ახლა როგორც ჩანს მოკლევადიანი პრობლემა აქვთ, რასაც მგონია,რომ მალე მოაგვარებენ"-აცხადებს ფერაძე.




სადისტრიბუციო კომპანია „ალიანსი საქართველოს" დამფუძნებელი მამუკა ცაგარელი განმარტავს,რომ „სმარტს" მის კომპანიასთან დავალიანება აქვს, ამჟამად კი მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს. მისი განცხადებით, პრობლემა არსებობს,თუმცა, ის დრამატული ნამდვილად არ არის.


„ჩვენს შემთხვევაში მოლაპარაკებები მიდის საახალწლო მოცულობებზე. რა მოცულობის პროდუქცია სჭირებათ. მგონია, რომ დავალიანებების საკითხი ერთ კვირაში მოგვარდება. ერთია, როდესაც არსებობს ცალკე რითეილის ქსელი და მას პრობლემა უჩნდება. შეიძლება გავიხსენოთ „პოპულის" , „გუდვილის" და „დეა კოსმეტიკსის" მაგალითი. მეორეა, როდესაც საქმე გვაქვს საქართველოში ფინანსურად ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ჯგუფთან,რომელსაც დივერსიფიცირებული ბიზნესი აქვს. აქედან გამომდინარე, ძნელი წარმოსადგენია ერთი ბიზნესის ამოქაჩვა სხვა დანარჩენს გაუჭირდეს. მიმაჩნია,რომ პრობლემა მოკლე პერიოდში მოგვარებადია"-აცხადებს ცაგარელი.
რეალურად არსებობს თუ არა სავაჭრო ქსელ „სმარტში" აღნიშნული პრობლემები და რისგან არის განპირობებული, ამაზე პასუხს „კომერსანტი" „სმარტისგან" ამ დრომდე ელოდება.


რამდენიმე კვირის წინ სადისტრიბუციო კომპანია „გრანდის" დამფუძნებელ ივა ჭყონია აცხადებდა,რომ "ფურშეტი" ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და საკმაოდ კაბალურ სიტუაციაში უწევს ყოფნა, ამიტომ ისიც კი საინტერესოა, აქამდე როგორ მოაღწია.


ივა ჭყონიას თქმით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია „ლა ფემილიც", რომელიც რეალურად უკვე დაიხურა და ქართულ „რითეილ კომპანიად" გადაკეთდა.

 

შეგახსენებთ, "ვისოლ ჯგუფი" საცალო ვაჭრობის ბაზარზე  2010 წელს, "სმარტის" სახით  შემოვიდა. დღეს ქსელი 16 სუპერმარკეტის სახითაა წარმოდგენილი. 


ავტორი: სოფო ქსოვრელი


 




უგულავა თუ ივანიშვილი, ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?

უგულავა თუ ივანიშვილი,  ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?
access_time2020-09-19 20:46:58
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ურუგვაიში კანაფის კულტივაციის პროექტთან არავითარი კავშირი არ აქვს და მისი მფლობელი ბიზნესმენი თემურ უგულავაა. ფონდმა განცხადება დღეს ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასული ანონსის შემდგომ გაავრცელა. მასში ნათქვამი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ურუგვაიში კანაფის კულტივაციის ბიზნესს ფლობს. "გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი...

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.
access_time2020-09-19 18:40:22
კორუფცია არსებობს მხოლოდ მაშინ როცა არსებობს ბიუროკრატია და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ობიექტურად გვაქვს გამოცდილება კორუფციის დამარცხების, მაგალითად ბენდუქიძის დროს.როგორ დავამარცხეთ 2004-დან 2006 წლამდე კორუფცია? ვიღაცას შესაძლოა ჰგონია რომ ჩვენ იმ პერიოდში გვქონდა ისეთი პროკურატურა და სასამართლო, რომ ყველა ადამიანი ვინც ფულს აიღებდა აუცილებლად დაისჯებოდა. მაგრამ ასე არ მომხდარა. ქვეყანაში არსებობდა ათასი ლიცენზია და ნებართვა. კახა ბენდუქიძის რეფორმის შედეგად დარჩა...

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება
access_time2020-09-19 20:00:45
2050 წლისთვის სივრცე, სადაც დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არსებობისთვის გამოუსადეგარი გახდება. ქარიშხლები, წყალდიდობები, წლის და სურსათის დეფიციტი - კვლევების თანახმად, ყველა ეს პრობლება 30 წლის მანძილზე მილიონობით კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას დააცარიელებს. საუბარი არ არის ჯუნგლებზე და უდაბნოებზე, სადაც ისედაც არავინ ცხოვრობს - პრობლემა მილიარდზე მეტი ადამიანის მიერ დასახლებულ სივრცეს ეხება. კლიმატის ცვლილება, კონფლიქტები, რესურსების...

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...


მსგავსი სიახლეები

up