Fund for Peace: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები  გაუარესდა

Fund for Peace: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაუარესდა

access_time2019-01-22 20:00:20


საერთაშორისო ორგანიზაცია Fund for Peace ყოველწიურად ადგენს სახელმწიფოების მდგრადობის რეიტინგს, რომელიც ასახავს სხვადსხვა ქვეყნებში პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების დონეს.


სიის შემდგენელთა განცხადებით, მათი მიზანია პოლიტიკოსების გაფრთხილება შესაძლო დაძაბულობის და კონფლიქტების შესახებ.


ინდექსი ზომავს ქვეყნებს სტაბილურობის დონეს.


2018 წლის მონაცემებით, საქართველომ დაიკავა 83-ე ადგილი 178 ქვეყანას შორის და 120 შესაძლებელი ქულიდან 74 ქულა მიიღო.


2017 წელს საქართველოს მაჩვენებელი შეადგენდა 76,5-ს, შესაბამისად, პოტენციური რისკების შეფასება გაუმჯობესებულია. ასევე წინსვლაა პოზიციის მხრივ - 2017 წელს საქართველომ რეიტინგში 790-ე ადგილი დაიკავა.


ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე უარყოფითი შეფასება საქართველომ 2009 წელს მიიღო - რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ - 33-ე ადგილი დაიკავა. მომდევნო წლებში კი ქვეყნის პოზიციები მუდმივად უმჯობესდება.


სხვადასხვა რისკების გათვალისწინებით, ქვეყნები გაყოფილია 4 კატეგორიად - მდგრადი, სტაბილური, საფრთხის შემცველი და არამდგრადი. საქართველო შედის მე-3 კატეგორიაში, ისევე როგორც რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, მოლდოვა, აზერბაიჯანი.



საქართველოსთან შედარებით უკეთესი პოზიციები აქვს სომხეთს, რომელიც იკავებს 102-ე ადგილს.


ინდექსი დგინდება 12 კრიტერიუმის შეფასებით, რომლებიც იყოფა 3 კატეგორიად - სოციალური, ეკონომიკური, და პოლიტიკური.


ყოველი პარამეტრის მიხედვით ქვეყანა ფასდება 10 ქულით - რაც უფრო დაბალია ქულა, მით უფრო მდგრადია ქვეყანა.


საქართველომ მიიღო რეიტინგში შემდეგი შეფასებები - ეკონომიკური ინდიკატორები, რომლებშიც შედის ქვეყენაში სოციალური და ქონებრივი უთანასწორობის დონე, ადამიანური კაპიტალი და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები - 6,2 ქულა.


ზოგადად ეს მაჩვენებელი 2017 წელთან გაზრდილია, თუმცა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ არის  უკუსვლა - 5,8 ქულა, მაშინ, როდესაც 2017 წელს - 5,5.


სოციალური ინდიკატორები - დემოგრაფიული მაჩვენებლები და მიგრაცია - 6,2 ქულა, რაც 0,2-ით უკეთესია ვიდრე 2017 წელს.


პოლიტიკური ინდიკატორები - სახელმწიფოს ლეგიტიმურობა, ადამიანის უფლებები და საზოგადოებრივი მომსახურეობა - 6,2 ქულა, 0,2 ქულით უკეთესი, ვიდრე 2017 წელს.


2018 წლის ინდექსის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე სტაბილური და მდგრადი ქვეყანაა ფინეთი - 178-ე ადგილი, შემდეგ ადგილებს იკავებენ ნორვეგია და შვეიცარია.


რეიტინგის ყველაზე არამდგრადი სახელმწიფოა სუდანი.



fundforpeace.org/






New York Times – როდესაც რაიმე მაღალი პროფილის მშენებლობაზეა საუბარი, ივანიშვილის მხარდაჭერა აუცილებელია

New York Times – როდესაც რაიმე მაღალი პროფილის მშენებლობაზეა საუბარი, ივანიშვილის მხარდაჭერა აუცილებელია
access_time2019-08-24 18:00:54
საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე, ბიძინა ივანიშვილი დაიბადა როგორც მშენებელი. ის ქალაქის ყველაზე თვალწარმტაც ფუტურისტულ სასახლეში ცხოვრობს, რომელიც 50 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ფოლადისა და შუშისგან არის აშენებული. სასახლე ქალაქში მდებარე...

რამდენ ადამიანს ამოეწურა მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა და შეუჩერდა მისი მოქმედება

რამდენ ადამიანს ამოეწურა მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა და შეუჩერდა მისი მოქმედება
access_time2019-08-24 16:25:42
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართვის მოწმობაზე მინიჭებულ ქულათა 2019 წლის მე-2 კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც სტატისტიკიდან ირკვევა,...

სარეკლამო ბაზარზე აქტივობამ იკლო

სარეკლამო ბაზარზე აქტივობამ იკლო
access_time2019-08-24 16:00:54
საქართველოში სარეკლამო ბიზნესისადმი ინტერესი შემცირდა. ამის მიზეზი, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, სეზონური ცვლილებაა და მდგომარეობა შეიძლება შემოდგომიდან შეიცვალოს. ცხადია, გარკვეული გავლენა ბაზარზე პოლიტიკურმა პროცესმაც იქონია. არასაარჩევნო პერიოდში რეკლამის მიმართ მოთხოვნა ისედაც შემცირებულია და სარეკლამო ბაზარზე გარკვეულწილად ამანაც მოახდინა გავლენა. ტენდენცია შეიცვალა და სატელევიზიო რეკლამიდან ინტერესმა სოციალური ქსელებისკენ გადაინაცვლა, რაც წამყვან სატელევიზიო...

რატომ უნდა გადარდებდეთ ამაზონის ჯუნგლები?

რატომ უნდა გადარდებდეთ ამაზონის ჯუნგლები?
access_time2019-08-24 12:00:30
ამაზონის ჯუნგლები იწვის. ეს ტერიტორია სახლია იმაზე მეტი მცენარისა და ცხოველისათვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადგილი დედამიწაზე. ცხოველებისა და მცენარეების გარდა, ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 400-მდე ტომიც ცხოვრობს. ამაზონის ჯუნგლები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანძურია, არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ მთელი დედამიწისთვის. თანაც, ის, თავისი ზომისა და მასშტაბების გათვალისწინებით, დედამიწის ერთ-ერთი უკანასკნელი...

ჯობსის, გეითსისა და ბეზოსის ტექნოლოგიური წინასწარმეტყველებები, რომლებიც ახდა

ჯობსის, გეითსისა და ბეზოსის ტექნოლოგიური წინასწარმეტყველებები, რომლებიც ახდა
access_time2019-08-24 20:00:24
მომავლის წინასწარმეტყველებისთვის აუცილებელი არაა წარმატებული ბიზნესმენი იყოთ, მაგრამ ეს ნამდვილად დაგეხმარებათ. წარმოგიდგენთ სილიკონ ველის ტექნოლოგიების მაგნატების — სტივ ჯობის, ბილ გეითსისა და ჯეფ ბეზოსის წინასწარმეტყველებებს, რომლებიც მათ ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში ივარაუდეს. ჯობსმა იწინასწარმეტყველა, რომ მალე გაჯეტებსთან ვატარებდით აგენტებით. ერთი სიტყვით აიფონებს —...


მსგავსი სიახლეები

up