„ფულის შოვნის „მარტივი“ თაღლითური სქემა“ - რა ბედი ელის Teslamedia-ში ჩადებულ თანხას

„ფულის შოვნის „მარტივი“ თაღლითური სქემა“ - რა ბედი ელის Teslamedia-ში ჩადებულ თანხას

access_time2022-06-30 16:10:08

„ჯამში, 22 მლნ დოლარზეა საუბარი, სადაც საქართველოს წილი, ფაქტობრივად, არის 70-დან 80%-მდე“, - ამის შესახებ „კრიპტო ბაზრის“ დამფუძნებელმა ავთანდილ კუჭავამ რადიო „პალიტრის“ ეთერში განაცხადა.


როგოც ცნობილი გახდა, Teslavideomedia.com-ი, რომელიც მომხმარებლებს გარკვეული ინვესტიციის სანაცვლოდ, თანხის გამომუშავებას სთავაზობდა, თანხებს აღარ გასცემს, რის შედეგადაც ათასობით მოთამაშემ ჩადებული ინვესტიცია ფაქტობრივად დაკარგა. ვინც არ იცის, Teslavideomedia.com-ის საშუალებით მომხმარებლებს თანხის გადახდის შემდეგ ვიდეოები უნდა ენახათ, რაშიც მათ სისტემა ანაზღაურებას აძლევდა. „ტესლა ვიდეო მედიის“ შემქმნელები, ამტკიცებენ, რომ ეს დროებითი, ტექნიკური ხარვეზია. 


„მსგავსი პირამიდები, ყოველთვის ასე იქცევიან. თავიდან ვინც შემოდის, ისინი მოგებას იღებენ. შემდეგ ამ მოგებას ანდობენ თავის მეგობრებს, მეზობლებს, თუ ნათესავებს, ისინიც შემოდიან და სწორედ მათ ფული გაქვთ დამფუძნებლებს. ჩამოშლის ნაწილში, თუ შევხედავთ შემქმნელების მხრიდან, რა თქმა უნდა, არ ჩამოშლილა და კარგად მიდის საქმე, კარგად იმუშავა.


როდესაც ასეთ საქმეებს ვიძიებთ, სანამ დასკვნამდე მივალთ, ბევრ რამეს ვამოწმებთ, ფინანსურ ნაკადებს, თუ სად გადის თანხა, როგორ გადის და რა მომენტში წყვეტენ ისინი გადახდებს. რასაც წინა წლების გამოცდილება გვაჩვენებს, როგორც კი ასეთ გადახდები ჩერდება, მისი აღდგენის საშუალება აღარ არის. შესაბამისად, „ტესლა ვიდეო მედიაზე“ დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტყუილად დაელოდებიან ის ადამიანები, ვისაც უთხრეს, რომ ტრონის ქსელი გაჩერდა. მას ბოლო წლების განმავლობაში, მსგავსი არანაირი პრობლემა არ შექმნია. უბრალოდ, დროს იგებენ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ფული კარგად გაიტანონ.



მეორე სცენარი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ 2-3 დღით აღადგინონ, ადამიანებს აჩვენონ, რომ აი, უკვე აღდგა, ისევ დაიწყოს თანხის გაცემა და ამ დროს ისევ ახალი „იუზერები“ დაიმატონ. ეს არის კლასიკური პირამიდა, თაღლითური სქემა. ამბობენ, რომ მარტივად შეგიძლია ფულის შოვნა, ამ დროს, პირველად შესული ადამიანები იღებენ მოგებას, დანარჩენების აბსოლუტური უმრავლესობა აგებს. რაც მოხდა ჩვენს შემთხვევაში.


ჯამში 22 მლნ დოლარზეა საუბარი, სადაც საქართველოს წილი ფაქტობრივად, არის 70-დან80%-მდე“,- განაცხადა ავთანდილ კუჭავამ.


Google Trends-ის მონაცემებით, ეს ვებგვერდი მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე პოპულარული საქართველოში იყო. Google Trends-ის თანახმად, საქართველოში ამ ვებგვერდის პოპულარობა 100 ქულით იყო შეფასებული, მაშინ როდესაც მეორე და მესამე ადგილებზე მყოფ სომხეთსა და აზერბაიჯანში მისი პოპულარობა 2 ქულით ფასდებოდა, მეოთხე პოზიციაზე მყოფ ყირგიზეთში კი 1 ქულით. შესაბამისად, ამ სისტემის მომხმარებელეთა უდიდესი ნაწილი სწორედ საქართველოდან იყო რეგისტრირებული.


ვებგვერდების სარეგისტრაციო სისტემის მიხედვით, Teslavideomedia.com-ი 2022 წლის 3 მარტს დარეგისტრირდა. აღსანიშნავია, რომ Teslavideomedia.com არავითარ კავშირში არ არის ილონ მასკის დაფუძნებულ, ავტომწარმოებელ ტესლასთან მიუხედად იმისა, რომ ლოგო და წარწერა სწორედ საერთაშორისო ბრენდს მოგაგონებთ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up