ფულის დამატება, სიცოცხლის გარანტიას ვეღარ იძლევა, მნიშვნელოვანია ონკოლოგიური დაავადებების პრევენცია - სერგო ჩიხლაძე

ფულის დამატება, სიცოცხლის გარანტიას ვეღარ იძლევა, მნიშვნელოვანია ონკოლოგიური დაავადებების პრევენცია - სერგო ჩიხლაძე

access_time2020-08-20 16:15:54

„ონკოლოგიური მკურნალობისადმი პაციენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა რომ ხდება ეს ძალიან კარგია,  მაგრამ ფაქტია წინასაარჩევნო პიარისთვის არის  გამიზნული. ჯანდაცვის სამინისტროს მიდგომები არამარტო ამ მიმართულებით, არამედ სხვა მიმართულებითაც მხოლოდ წერტილოვანი ჩარევებია,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ სამედიცინო ექსპერტმა  სერგო ჩიხლაძემ მთავრობის ახალი პროგრამის შეფასებისას განუცხადა, რომელიც ონკოპაციენტებისთვის მკურნალობის ხელმწისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად.  


როგორც ცნობილი გახდა, ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის ახალი პროგრამა ჯამში საქართველოს 40 ათასამდე პაციენტს შეეხება.


საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სია ფართოვდება და შესაბამისად, მედიკამენტებზე გამოყოფილი წლიური ლიმიტი  8 000 ლარით იზრდება.


ჩიხლაძის  გაცხადებით, ამ პროგრამის ორი თვით ადრე გამოცხადება,წინასაარჩევნო აჟიოტაჯს უკავშირდება. მისივე თქმით, ონკოლოგიაში მთავარი პრობლემა არის ის რომ, ადამიანების უდიდესი ნაწილი მესამე-მეოთხე  სტადიის  შემთხვევაში მიდის ექიმთან სამკურნალოდ, რაც  სიცოცხლის გარანტიას ვეღარ იძლევა, ამიტომ მნიშვნელოვანია დაავადების ადრეულ ეტაპზე  გამოვლენა და მისი პრევენცია.



„იქნებ ბატონ პრემიერ-მინისტრს ვინმემ უთხრას, თუ რა არის  ონკოლოგიაში პრობლემა.  მკურნალობა არის  პრობლემის ნაწილი, მაგრამ უდიდესი პრობლემა არის ის, რომ ადამიანების უდიდესი ნაწილი მესამე-მეოთხე  სტადიის  შემთხვევაში მიდის ექიმთან სამკურნალოდ. რაც არ უნდა ფული დაუმატო, მკურნალობა სიცოცხლის გარანტიას ვეღარ იძლევა და პრობლემა ზუსტად ეს არის, რომ ონკოლოგიური დაავადებების პრევენცია, ადრეული გამოვლენა და  დიაგნოსტიკა არ ხდება.  ჩვენი გუნდი მიიჩნევს, რომ მთლიანად უნდა იყოს ეს სფერო მოცული - პრევენცია უნდა იყოს პირველ ადგილზე, შემდეგ ადრეული დიაგნოსტიკა უნდა მოხდეს, რომ ადამიანი საწყის სტადიაში მიდიოდეს ექიმთან და გამოჯანმრთელების შანსი იყოს 100% და შემდეგ უკვე  შორს წასული შემთხვევების მკურნალობა მოვლა, მათ შორის შინ მოვლა, პალეატიური მოვლა და  ა.შ.“ -  აღნიშნავს სერგო  ჩიხლაძე.

 

მედიკოსის თქმით,  ამ პროგრამაში არ უნდა იყოს  ისეთი  ბიუროკრატია, როგორიც სხვა შემთხვევებში და ხელმისაწვდომობა საქმით უნდა გამოიხატოს.  


„არანაირი  ბიუროკრატია  აქ არ უნდა  იყოს, რადგან ყოველ თვეს და კვირას  მნიშვნელობა აქვს .  აქაც  თუ  იგივე ბიუროკრატია იქნა,  როგორც  ორას ლარიანი სამას  ლარიანი დახმარებების  შემთხვევაში,  ეს ყოვლად დაუშვებელია, ეს უნდა დაიწყოს მყისიერად და არ უნდა იყოს არანაირი  ბარიერი.


არანაირი ბიუროკრატია არ უნდა იყოს, ადამიანს ერთი დღეც არ უნდა მოუწიოს  დამატებით  ბარიერების  გავლა, შესაბამის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად,“ - განმარტავს  სერგო  ჩიხლაძე.

 

გიორგი გახარიას თქმით, დღეს საქართველოს 1 972 მოქალაქე სარგებლობს ამ პროგრამით და მათთვის ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება.  „ეს არის სახელმწიფოს მხარდაჭერა ადამიანებისთვის, რომლებიც მძიმე სენს ებრძვიან და რომლებიც შეძლებენ, სრული მკურნალობა მიიღონ სახელმწიფოს ხარჯზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up