ფულის დაბანდების პრაქტიკა ჩვენთან პრიმიტიულ დონეზეა - ბიზნესმენები კაპიტალის ბაზარზე

ფულის დაბანდების პრაქტიკა ჩვენთან პრიმიტიულ დონეზეა - ბიზნესმენები კაპიტალის ბაზარზე

access_time2020-09-28 11:00:13

 „ვფიქრობ, რომ უახლოეს პერსპექტივაში კაპიტალის ბაზარი  არ განვითარდება.  ადამიანები მაინც  ენდობიან ბანკში ფულის განთავსებას და იქიდან სტაბილურ შემოსავალს, მცირეს მაგრამ მაინც,   ვიდრე იმის გარისკვას, რომ ბიზნესი ან აქცია  შეიძინონ, ეს ჩვენ ქვეყანაში არ არის  პოპულარული, რადგან საკმაოდ არასტაბილური გარემოა,“ - ასე აფასებს ბიზნესმენი თამაზ დაუშვილი საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების პერპექტივებს.


ცოტა ხნის წინ, პოლიტიკურმა მოძრაობა „ლელომ“ საკუთარ ეკონომიკურ პროგრამაში კაპიტალის ბაზრის განვითარებაც ერთ-ერთ გეგმად დაასახელა. „კომერსანტი“ დანტერესდა რამდენად რეალურად მიაჩნია ბიზნესს საფონდო ბირჟის პრინციპების აქტიურად გამოყენება საქართველოში და რამდენად დიდია ბანკების როლი ამ ყველაფრის გაჭიანურებაში. 


კომპანია „დიოს“ დამფუძნებელს, თამაზ დაუშვილს მიაჩნია, რომ საქართველოში ბიზნესგარემო მსგავსი სარისკო ოპერაციებისთვის მზად არ არის.


თუ მოვინდომეთ, შეიძლება მალე დამკვიდრდეს საფონდო ბირჟაც, ეს  ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენი ეკონომიკის განვითარებაზე,  ამას  ხელს  არაფერი უშლის, ვფიქრობ კანონმდებლობა  საკმარისია. ეს არის  ჩვეულებრივი ბიზნესი, რადგან არ ვითარდება ამ ტიპის ბიზნესი საფონდო ბირჟის სახით, არ არის ამაზე მოთხოვნა. მოთხოვნა რომ შეიქმნას, ამისთვის საჭიროა  შეიქმნას  კარგი ბიზნესგარემო.


განთავსება , აქციების შეძენა - ეს საკმაოდ სარისკო ოპერაციაა, ამიტომ ჩვენთან არ  არის  განვითარებული, რადგან ადამიანები არ ენდობიან ამ პრინციპებს. ამიტომ ურჩევნიათ  თავიანთი კაპიტალი შეიძლება  ჰქონდეთ მყარი გამოსახულება და  არა  რაღაც კომპანიის  აქციის  სახით,“ - განმარტავს დაუშვილი.



„მე  რაც  თავი მახსოვს, 90-იანი წლების ბოლოდან  იყვნენ ადმიანები, რომლებიც  ძალიან  მოწადინებულები იყვნენ საფონდო ბირჟის ჩამოყალიბების და ელემენტებიც  ჩაისახა.  მაგრამ, საქართველოს ეკონომიკა ვერ  გასცდა რეალურ ეკონომიკას, კაპიტალის ბაზარი ვერ  განვითარდა. რა თქმა უნდა ბევრი სიკეთე ახლავს ბანკის გარდა ფულის მოზიდვის სხვა ალტერნატივების ქონას,  მაგრამ  რაღაცაშია  საქმე ,რაღაცა  პრობლემაა, რომ  ბოლო 20 წელია ვერ  ჩამოყალიბდა ეს მეორადი  ბაზარი,“ - ამბობს „ისთ გეით ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი. მისი აზრითაც, არც მეწარმეს უჩნდება  აზრი, რომ მან  კაპიტალიზაცია მოახდინოს, შესაბამისად ამ ბაზრის მოთხოვნა არ არსებობს. 


უამრავი ინსტრუმენტი არსებობს მსოფლიოში  ეკონომიკის  განვითარების, ინვესტიციის, ფულის  დაბანდების - ჩვენთან  ეს  ძალიან დაბალ,  პრიმიტიულ დონეზეა ჯერჯერობით და არც მეწარმეს უჩნდება  აზრი, რომ მან  კაპიტალიზაცია მოახდინოს.  სულ 2-3 შემთხვევაა საქართველოში  ბირჟაზე  აქციების განთავსების. ამას  დრო  სჭირდება,  მივალთ იქამდეც.


თუ  ბანკი  განვითარების  სხვა  ეტაპზე გადვაროგორც  ევროპაშია და მარტო ლომბარდულ კრედიტებზე  არ იქნება  ჩამოკიდებული მას სხვა  შემოსავლებიც  ექნება, შესაბამისად  ეს  დისკომფორტი მას  აღარ  ექნება და ბანკი აღარ იქნება ალტერნატივის  წინააღმდეგი ,“ - ამბობს ირაკლი იაშვილი.


„საქართველოს კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბება-განვითარების სტრატეგიის ფარგლებში აშშ-დან სპეციალური მრჩეველი ქვეყანას შემოდგომაზე ესტუმრება“- ამის შესახებ „კომერსანტს“ რამდენიმე თვის წინ, აშშ-ს სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ მაიკლ ქაუგლმა განუცხადა. თუმცა პანდემიისა და საზღვრების ჩაკეტვის  გამო პროცესები გაჭიანურდა.


ბანკების მნიშვნელოვანი ალტერნატივა საქართველოში -კაპიტალის ბაზარი, ბიზნესისთვის საჭირო თანხის მოძიების გამარტივებას ისახავს მიზნად. ქვეყანაში ამ ბაზრის ჩამოყალიბებასა და განვითარების აუცილებლობაზე ეკონომისტები წლებია საუბრობენ, ამასთან აღნიშნავენ, რომ ბანკების მონოპოლია ამ ბაზრის ჩამოყალიბებას ხელს უშლის.


საქართველოს მხარე სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად კაპიტალის ბაზრის შექმნაში ხელშეწყობას ასახელებს. სპეციალური მრჩეველი აშშ-დან ეროვნულ ბანკთან ითანამშრომლებს.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up