ფული უნდა გავანაწილოთ რა... - მორიგი სკანდალური ჩანაწერი იბერიას საქმეზე, სადაც ჩუბინიძე და ქუმსიშვილი ფიგურირებენ

ფული უნდა გავანაწილოთ რა... - მორიგი სკანდალური ჩანაწერი იბერიას საქმეზე, სადაც ჩუბინიძე და ქუმსიშვილი ფიგურირებენ

access_time2018-09-14 12:55:00

ახალი ფარული ჩანაწერი -  ტელეკომპანია იბერიას მფლობელებს პრობლემების მოგვარებისთვის სთავაზობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას სამი მილიონი მისცენ. სანდო წყარომ რუსთავი 2-ს კიდევ ერთი აუდიო ჩანაწერი მიაწოდა, სადაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ანზორ ჩუბინიძის და დიმიტრი ქუმსიშვილის გვარები ისმის. ჩანაწერში ისევ საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ლევან ყიფიანი და ომეგა ჯგუფის მფლობელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ ირკვევა, რომ ყიფიანი ოქუაშვილთან წინადადებათა პაკეტით ხელისუფლების სახელით არის მისული.

 

რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ლევან ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილ უფროსსა და ამჟამად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს ახსენებს, როგორც მათ გულშემატკივარს. ასევე ყოფილ ვიცე-პრემიერს დიმიტრი ქუმსიშვილს.

 

აუდიოჩანაწერში ყიფიანი და ოქუაშვილი საუბრობენ სამ მილიონზე, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შეიტანონ, ნაწილი კი კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს „ომეგა ჯგუფმა“:

 

„ლევან ყიფიანი - ესე იგი ხო გითხარი ჩარეული ჰყავთ ანზორი, ანზორი არის ბიძინას დაცვის უფროსი იყო ერთ-ერთი არასაუწყებო დაცვის... ავტორიტეტია რა ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, ის კაცი იძახის რო, კიდე გამიმეორა მაგათი გაჩერება რომ ნდომებოდათო აქამდე გაჩერდებოდაო ქარხანა პროსტა პრინციპულადო. ახალი პრემიერი მოსულია, უნდობლობა გაიჩითაო კომპანიას შორისო ის დარჩაო... რა, კუდებიო... ქუმსიშვილის კუდიო რაღაცაო...ეს სიტუაცია იმდენად არეული არიო რო ნდობის პონტშიო... მე ვუთხარი მაგიტომ ჩავერიეო რომ ნდობის მომენტი აღდგეს მეთქი რა. ბიუჯეტში შევიტანოთ მილიონი.

 

ზაზა ოქუაშვილი - ერთი მილიონი და ორნახევარი მილიონი მთლიანად.

 

ლევან ყიფიანი - ხო


 

ზაზა ოქუაშვილი - მარა სამმილიონ ნახევარი დარჩა კონტრიბუშენი მაინც. ეს კონტრიბუშენი?...

 

ლევან ყიფიანი - ფული უნდა გავანაწილოთ რა... ფულზე, ანზორაზე, ჩემი მეგობარია და...

 

ზაზა ოქუაშვილი - ვინ არის ეს ანზორი ესე იგი თავდაცვის უფროსი, ივანიშვილის.

 

ლევან ყიფიანი - რომელიც გვბალეშიკობს ჩვენ. დაცვის უფროსი იყო, იყო...ეხლა სახელმწიფო დაცვის უფროსია რა... მაგას ეხება აეროპორტების დაცვები ისა ისა... რა. მინისტრია რა.

 

ზაზა ოქუაშვილი - მინისტრია.

 

ლევან ყიფიანი - მთელი სახელმწიფო დაცვები მაგის ხელშია.“

 

ეს არის უკვე მესამე აუდიოჩანაწერი, რომელიც „კურიერმა“ მოიპოვა და გაასაჯაროვა. სანდოს წყაროს ინფორმაციით, ასევე არსებობს ფარული ვიდეოჩანაწერიც.








ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“
access_time2019-01-19 21:30:38
ფარული ჩანაწერები, რომელმაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილის პოსტი შეიწირა - ამბავი, რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარ ბანკირს - მამუკა ხაზარაძეს, დაუპირისპირა და გიორგი კვირიკაშვილს გადადგომა აიძულა, ფარულ ჩანაწერს უკავშირდება. წყარო კურიერს უყვება, რომ...

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ
access_time2019-01-20 12:00:01
გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი გარდაქმნები გაიარა, ამიტომ გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა რამდენიმე ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ 2008 წლისა და 2018 წლის...

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“
access_time2019-01-19 20:00:36
ზურაბ გურული — აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი — დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად...

გოცირიძე: მეოცე დღეა სომხეთს ჩვენი მილსადენით უკანონოდ მიეწოდება გაზი

გოცირიძე: მეოცე დღეა სომხეთს ჩვენი მილსადენით უკანონოდ მიეწოდება გაზი
access_time2019-01-19 16:00:26
"ოცი დღეა, რაც რუსეთიდან ჩვენი მილსადენით უკანონოდ მიეწოდება გაზი სომხეთს და არც პრემიერ-მინისტრმა და არც ეკონომიკის მინისტრმა ამის შესახებ არაფერი იცის, რაც დადასტურდა გუშინდელ ბრიფინგზე მათ მიერ გაცემული პასუხებით,"- ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე რომან...

კლეპტოკრატია - საქართველოს დემოკრატია გამოწვევის წინაშე

კლეპტოკრატია - საქართველოს დემოკრატია გამოწვევის წინაშე
access_time2019-01-19 14:00:22
კლეპტოკრატები ის ლიდერები არიან, რომლებიც საკუთარი...


მსგავსი სიახლეები

up