„ფული მიზნამდე თავის გზას ყოველთვის იპოვის. რუსეთის მუქარა არ არის სერიოზული“ - დეპუტატაბი ფულადი გზავნილების მოსალოდნელ აკრძალვაზე

„ფული მიზნამდე თავის გზას ყოველთვის იპოვის. რუსეთის მუქარა არ არის სერიოზული“ - დეპუტატაბი ფულადი გზავნილების მოსალოდნელ აკრძალვაზე

access_time2019-07-09 10:00:08

 „ფული შემოვა შემოვლითი გზებით, სხვა ქვეყნების გავლით, ერთადერთი პრობლემა ის იქნება, რომ ეს გადმორიცხვები შეიძლება გაძვირდეს . მთავარია, რომ ფული მიზნამდე თავის გზას ყოველთვის იპოვის..  არ არის ეს მუქარა სერიოზული და ვერ მოხდება მისი განხორციელება, ეს დააზიანებს რუსეთის ეკონომიკასაც იმიტომ, რომ საქართველოში გზავნილებით საკომისიოს სახით საკმაოდ დიდი  შემოსავალი შედის რუსეთის საფინანსო ინსტიტუტებში.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რომან გოცირიძე გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა შესაძლოა საქართველოში ფულადი გადარიცხვები აკრძალოს.



რუსეთის სახელმწიფო სათათბირო მთავრობას სთავაზობს, აიკრძალოს საქართველოდან ღვინისა და „ბორჯომის“ იმპორტი - ამის შესახებ რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერი სერგეი ნევეროვი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.



ამას გარდა, დუმა ასევე აპირებს შესთავაზოს ხელისუფლებას აკრძალოს რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვები.



„მსგავსი შემთხვევა იყო უკვე,  როდესაც რუსებმა ემბარგო დაუწესეს საქართველოს, მაგრამ ვერ მოახერხეს ბოლომდე იმიტომ, რომ არ არის ეს მარტივი არც ერთი ქვეყნისთვის. დიდი ალბათობით ეს სანქცია არ რეალიზდება,  რადგან ტექნიკურად შეუძლებელია ამის განხორციელება, ეს არის მორიგი მუქარა რუსეთის მხრიდან და ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე, რათა მათ კვლავ გააგრძელონ რუსეთის ინტერესების გატარება საქართველოში. ეს არის ზეწოლა ივანიშვილზე, რომელმაც ბოლო პერიოდში ვერ გაამართლა რუსეთის იმედები.  ფაქტობრივად, გავრილოვის გაპანღურებამ საქართველოდან და გიორგი გაბუნიას ინციდენტმაც მოახდინა საქართველოს ხელისუფლების სრული ლუსტრაცია და ნიღაბი აეხადა ხელისუფლებას, მაგრამ მიუხედავდ ამისა რუსეთი უკმაყოფილოა,  რადგან ივანიშვილმა 2 მილიონ ნახევრის ქონება გაყიდა რუსეთში და შემოიტანა საქართველოში. ვინც კი რუსეთიდან ფული გამოიტანა ყველა ან გაკოტრდა ან ციხეში აღმოჩნდა.  ასე, რომ რუსეთი ,ფაქტობრივად, სჯის ხელისუფლებას და არარეალისტურ მუქარებსაც იძლევა. ჩემი აზრით, თუ ფულადი გზავნილები რუსეთიდან აიკრძალა, ფული მაინც შემოვა, ელექტრონული ანგარიშების ეპოქაში რუსეთს ეს არ გამოუვა,“  - აცხადებს რომან გოცირიძე „კომერსანტთან“ საუბარში.



დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში კი მიიჩნევენ, რომ მსგავსი ცვლილება საქართველოს ეკონომიკისთვის პრობლემური იქნება,  თუმცა არა დამღუპველი. კომიტეტის წევრი  კახა ოქრიაშვილი ფულადი გზავნილების შესაძლო აკრძალვას მორიგ გამოწვევად აფასებს, საიდანაც გამოსავლის მოძებნის იმედი ყოველთვის არის.



„ნებისმიერი შეზღუდვები ჩვენთვის პრობლემაა, ჩვენ მცირე ეკონომიკა გვაქვს . შეზღუდვები ტურიზმში, ექსპორტში, გზავნილებში არის სერიოზული შედეგის მომტანი, მაგრამ ცხოვრება გრძელდება, ხომ არ დავიღუპებით?  მე არ მგონია რომ ამ ფონზე რუსეთში ქართველების დევნა დაიწყოს, რადგან ეს იქნება კატასტროფა თვითონ რუსეთისთვისაც,  მისი იმიჯისთვის.



რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა მმართველ გუნდს კონკრეტული გეგმა ან გეგმის დასახვის მცდელობა მოსალოდნელი სანქციის განხორციელების შემთხვევაში, დეპუტატი აცხადებს, რომ ჯერჯერობით კონკრეტული საუბრები ამ საკითხზე არ ყოფილა, თუმცა პრემიერის მცდელობები ტურისტულ ემბარგოსთან გამკლავების კუთხით, ოქრიაშვილის განცხადებით, პოზიტიური შედეგის მომტანი იქნება.



„მთავრობას უნდა ჰქონდეს თითოეულ გამოწვევასთან დაკავშირებით მყისიერი გადაწყვეტილებები და უნდა მოხდეს მათი დროული იმპლემენტაცია. ამაზე უარესი სიტუაციებიც ყოფილა წარსულში და როგოღაც მოგვიგვარებია . ფულადი გზავნილების მიმართულებით კონკრეტული საუბრები ჯერჯერობით არ ყოფილა. რუსეთთან ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობა ყოველთვის ძალიან დაბალ ნიშნულზე იყო, ახლა უფრო დაიწია და იმედი მაქვს, რომ უფრო აღარ გაღრმავდება და ნელნელა დავბრუნდებით იმ ნიშნულზე, რაც იყო ერთი თვის წინ. მართალია, ჩვეულებრივი ურთიერთობა ჩვენ და რუსეთს შორის არ იქნება სანამ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთი თვის წინ ასეთი კრიზისი არ იყო.“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

 


ცნობისათვის, რუსეთიდან საქართველოში ყოველთვიურად საშუალოდ 30-35 მლნ დოლარი ირიცხება. 2019 წლის 5 თვეში რუსეთიდან საქართველოში 163,7 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთალიან გზავნილების თითქმის 25%-ს შეადგენს.



მარიამ მორგოშია




„თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში“ -ვახტანგ ბუცხრიკიძე

„თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში“ -ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-06-04 21:45:33
“თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც 2020 წლის თებერვალში იყო”, – თიბისის გენერალურმა დირექტორმა ბანკის გარდაუვალ ტრანსფორმაციაზე მედიასთან ხუთშაბათის ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა. ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, სწორება უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებთან (ამაზონი, გუგლის) კეთდება. “ბანკი კი ვართ, მაგრამ ამავდროულად ტექნოლოგიური კომპანია ვართ.” ჯგუფი 2 კვირაში სტრუქტურული მოწყობის უფრო დეტალურ ხედვას წარმოადგენს, რისთვისაც 1500-ზე მეტი თანამშრომლის...

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-04 19:00:57
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-04 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.წყალტუბოს მასშტაბური განვითარება იდეის დაანონსებიდან მე-7 თვესაც არ დაწყებულა სანატორიუმი „იმერეთი“, სანატორიუმი „თბილისი“, სანატორიუმი „გეოლოგი“, სანატორიუმი „რკინიგზელი“, სანატორიუმი „მედეა“, ჯამში სახელმწიფოს...

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის
access_time2020-06-04 16:25:04
კომპანია „ფრონტერა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღიას წერილს უგზავნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია, პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან...


მსგავსი სიახლეები

up