ფული და კრიპტოვალუტა პოლიტიკაში - კონფერენცია  „ფული პოლიტიკაში“

ფული და კრიპტოვალუტა პოლიტიკაში - კონფერენცია „ფული პოლიტიკაში“

access_time2018-06-26 11:47:49

საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ორდღიანი მუშაობა დაიწყო რეგიონულმა კონფერენციამ „ფული პოლიტიკაში“

 

საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით და სახელწიფო აუდიტის სამსახურის ორგანიზებით, სასტუმრო „რედისონ ბლუი ვერიაში“ მესამე რეგიონული კონფერენცია გაიხსნა თემაზე - „ფული პოლიტიკაში“.


კონფერენციას 10 ქვეყნის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის განმახორციელებელი სტრუქტურის 100-ზე მეტი წარმომადგენელი და საერთაშორისო ექსპერტი ესწრება.


კონფერენციის მიზანია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიტიკური ფინანსების სფეროში არსებული აქტუალური საკითხების იდენტიფიცირება,  გამოცდილების გაზიარება, არსებული მექანიზმებისა და მონიტორინგის შედეგების გაუმჯობესება.



კონფერენციაზე განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა: პოლიტიკური და ფინანსების წყაროები, კრიპტოვალუტის გამოყენება პოლიტიკაში, სამოქალაქო საზოგადოების, როგორც დამკვირვებლის როლი და ეფექტური ფინანსური მონიტორინგის  ორგანოები, ქალი კანდიდატების თანაბარი ხელმისაწვდომობა და გენდერული ბალანსი, პოლიტიკური ფინანსების თანამედროვე განვითარება და გამოწვევები, სოციალური მედიის როლი და სხვა.


კონფერენცია გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა გახსნა.


 „თანხების მოძრაობის მონიტორინგის სისტემის გამართულობა ხელს უწყობს პოლიტიკაში არსებული ფინანსების გამჭვირვალობას. სახელმწიფო აუდიტის სამსახური, როგორც დამოუკიდებელი მაკონტროლებელი ორგანო მოწოდებულია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი პოლიტიკაში დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას და პოლიტიკური ფინანსების საჯაროობას და ამ მხრივ საერთაშორისო გამოცდილების  ურთიერგაზიარებას  დიდი როლი ენიჭება“, -  აღნიშნა ირაკლი მექვაბიშვილმა.


რეგიონული კონფერენცია თემაზე „ფული პოლიტიკაში“ თბილისში მესამედ იმართება. კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან: სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანისუფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), ევროპის საბჭო (CoE), დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტი (International IDEA), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო და მულტიპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი (EECMD).

 

 





ბაიდენის პირველი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ბაიდენის პირველი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
access_time2021-03-03 20:15:55
        აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა რუსეთს ალექსეი ნავალნის მოწამლვის და დაპატიმრების გამო სანქციები დაუწესა.გადაწყვეტილების საფუძველი ამერიკის დაზვერვის სამსახურების დასკვნა გახდა, რომლის თანახმადაც მაღალი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ 2020 წლის აგვისტოში რუსეთის სპეცსამსახურებმა ნავალნის წინაამღდეგ უკვე საყოველთაოდ ცნობილი მომწამლველი ნივთიერება „ნოვიჩოკი“ გამოიყენეს. პირველ რიგში პერსონალური სანქციები 7 რუსი მაღალჩინოსნის -...

“არემჯის“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის- წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება

“არემჯის“ და საქართველოს  ტექნიკურ უნივერსიტეტს  შორის- წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება
access_time2021-03-03 18:00:37
კომპანია „არემჯის“  აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახლადარჩეულ რექტორ  დავით გურგენიძესთან გაცნობითი სახის  შეხვედრა გამართა. მხარეებმა 3 წლიანი თანამშრომლობის შედეგები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც კომპანიის მხრიდან სტუდენტებისთვის სხვადასხვა პროგრამების შეთავაზებას და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერას ითვალისწინებს. 2017 წელს „არემჯისა“ და...

WIZZAIR ფრენების აღდგენაზე: უპასუხისმგებლობა იქნება რომელიმე კონკრეტული მიმართულების დასახელება

WIZZAIR ფრენების აღდგენაზე: უპასუხისმგებლობა იქნება რომელიმე კონკრეტული მიმართულების დასახელება
access_time2021-03-03 19:00:25
ჯერჯერობით უცნობია, რა მიმართულებებით აღადგენს ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან WizzAir-ი. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ანდრაშ რადო განმარტავს, ეს ფრენების განახლების შემდეგ ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.     „უპასუხისმგებლობა იქნება ახლა რომელიმე კონკრეტული მიმართულება რომ დავასახელო. ვნახოთ, როდის აღვადგენთ ფრენებს და რა შეზღუდვები იქნება ამა თუ იმ ქვეყანაში ამ...

Mastercard-ისა და Carrefour-ის, სოციალური კამპანია დასრულდა - SOS ბავშვთა სოფლის 100 ბენეფიციარს საჩუქრები უკვე გადაეცა

Mastercard-ისა და Carrefour-ის, სოციალური კამპანია დასრულდა - SOS ბავშვთა სოფლის 100 ბენეფიციარს საჩუქრები უკვე გადაეცა
access_time2021-03-03 15:00:33
      გასულ თვეში, Mastercard-მა და Carrefour-მა ახალ სოციალური კამპანია წამოიწყეს, რომელიც, COVID-19-ის კიდევ ერთ გამოწვევასთან, ონლაინ სწავლებასთან გამკლავებას გულისხმობდა, ხოლო, მეორე მხრივ, უკონტაქტო გადახდის პოპულარიზაციის გზით, ვირუსის გავრცელების რისკების შემცირებას ისახავდა მიზნად. შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტიდან მოყოლებული, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, სკოლები და უნივერსიტეტები ონლაინ სწავლების მეთოდით სარგებლობდნენ. სიტუაცია...

სახმელეთო საზღვრების გახსნა, ვაქცინაცია, კურორტების დარეკლამება — კერძო სექტორის რეკომენდაციები ტურიზმის სწრაფად აღსადგენად

   სახმელეთო საზღვრების გახსნა, ვაქცინაცია, კურორტების დარეკლამება — კერძო სექტორის რეკომენდაციები ტურიზმის სწრაფად აღსადგენად
access_time2021-03-03 13:00:06
ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებმა, მათ შორისაა სტუმროების ქსელი „ინნ ჯგუფი“, ტურ კომპანია კლარკ რობინსონი, სასტუმროების ფედერაცია, „კა მენეჯმენტ გრუპი“, ტურ. კომპანია „კამერტონ თრეველი“, ტურ. კომპანია „იბერია ტურს პლიუსი“ და რამდენიმე სხვა,  ტურიზმის დარგის სწრაფი აღდგენისთვის საჭირო...


მსგავსი სიახლეები

up