იანვრის ბოლო კვირაში ფულადი შემოდინებების ზრდა მცირედით შესუსტდა.
თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, წლის პირველი თვის ბოლო კვირაში რუსეთიდან გზავნილები კვლავინდებურად კლებით ხასიათდება, თუმცა თუ ფულადი გზავნილების წლიური ვარდა 18-25 იანვრის კვირაში 34% იყო, 25-31 იანვრის პერიოდში ის უკვე -24%-ია.
კვლევიდნებურად მაღალი ზრდაა აზერბაიჯანიდან ფულად გზავნილებში, ასევე ჩრდილოეთ ამერიკიდანაც.
დადებით ტენდენციას აჩვენებს უკრაინიდან ფულადი შემოდინებები, თუმცა ზრდის ტემპი შენელებულია.
გზავნილები ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან 10%-ით არის გაზრდილი, ახლო აღმოსავლეთიდან 6%-ით.
business-partner.ge