16 აგვისტოს კვირაში ფულადი გზავნილები წ/წ 17%-ით გაიზარდა, რაც წინა კვირასთან შედარებით მცირედი ზრდაა. ინფორმაციას თიბისი კაპიტალის ახალ კვლევაშია აღნიშნული.
შემოდინებები აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან ძლიერ ზრდას აჩვენებს. ასევე, ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს შემოდინებები სომხეთიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან. რუსეთიდან შემოდინებების ზრდის ტემპი კვლავ ნეგატიურია და შემცირებულია. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) შემოდინებების ზრდის ტემპი კვლავ დადებითი გახდა მიმდინარე კვირაში.
შემოდინებების ზრდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან გაიზარდა და ზრდის ორნიშნა ტემპს ინარჩუნებს.