ფულადი გზავნილების ქართული კომპანია MASTERCARD-ის სისტემაში ჩაერთო - გახდება თუ არა „ინტელიექსპრესი“ Western Union-ის კონკურენტი?

ფულადი გზავნილების ქართული კომპანია MASTERCARD-ის სისტემაში ჩაერთო - გახდება თუ არა „ინტელიექსპრესი“ Western Union-ის კონკურენტი?

access_time2021-12-31 11:00:49

ბოლო წლების განმავლობაში იზრდებოდა მსოფლიო ეკონომიკა და იზრდებოდა ფულადი გზავნილების ბრუნვაც. ფულადი გზავნილების ქართული კომპანია „ინტელიექსპრესი“ სულ უფრო მეტ ქვეყანაში ხსნიდა მომსახურების ოფისებს, მის სისტემაში ჩართულია ყველა კომერციული ბანკი, რომელიც საცალო საქმიანობას ეწევა და ათამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი. რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბებს, ინტელიექსპრესის საშუალებით დღეს ფულადი გზავნილების გაგზავნა და მიღება ევროპის, აზიის, აფრიკის, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის 70-ზე მეტ ქვეყანაშია შესაძლებელი, უმეტესობა მათგანში საკუთარი ფილიალებითაა წარმოდგენილი, თუმცა „ინტელიექსპრესის“ სისტემით ოპერირებენ აგენტი ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები. 



„კომერსანტთან“ საუბრისას ინტელიექსპრესში აღნიშნავენ, რომ პანდემიამ და ფულადი გზავნილების უფრო მეტად გააქტიურებამ დისტანციური სერვისების გაუმჯობესება გამოიწვია, ამიტომ კომპანიამ 2021 წელს MASTERCARD-ის საერთაშორისო ბარათების გამოშვება დაიწყო.




„მიუხედავად იმისა, რომ ოპერირება გვიწევს პანდემიის პირობებში და მიმდინარე წელიც მრავალი გამოწვევით იყო სავსე ჩვენთვის 2021 წელი მაინც პროდუქტიული აღმოჩნდა. ინტელიექსპრესის გზავნილების მოცულობა საქართველოს მიმართულებით წინა წელთან შედარებით 30%-მდე გაიზარდა. ზრდა ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებზე, აშშ-ზე, უკრაინასა და დსთ ქვეყნებზე მოდის. დავიწყეთ გზავნილები ინდოეთის მიმართულებით. ინდოეთი ძირითადად გზავნილების მიმღები ქვეყანაა და მიმდინარე წლის მდგომარეობით იგი ამ კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბაზარზე შესვლა. ინტელიექსპრესს აზიის მიმართულებით მრავალწლიანი, წარმატებული, გამოცდილება აქვს და ოპერირებს ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: ფილიპინები, ბანგლადეში, პაკისტანი, ნეპალი, ინდონეზია, შრი ლანკა. დავამატეთ ახალი ბანკი ფილიპინებში, დღეს უკვე გვყავს რვა პარტნიორი და ძალიან მოქნილ, ხელმისაწვდომ სერვისს ვთავაზობთ მომხმარებლებს. ფილიპინებში ფულადი გზავნილები ძირითადად ირიცხება ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან. გავაფართოვეთ პარტნიორთა ქსელი მოლდოვაში, სადაც დავიწყეთ თანამშრომლობა ქვეყნის წამყვან კომერციულ ბანკთან - Moldova Agroindbank (maib).


გავხსენით ახალი ფილიალები როგორც საქართველოში: თბილისში, გორსა და ბათუმში, ისე საზღვარგარეთ: თურქეთში, იტალიასა და კვიპროსში. აქტიურად ვმუშაობთ დისტანციური სერვისების კუთხით. საბერძნეთში ჩვენსმომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ინტელიექსპრესის საშუალებით გახსნან ევროპული IBAN ანგარიშები და დისტანციურად ისარგებლონ ინტელიექსპრესის სერვისებით. უკრაინაში დავნერგეთ ბარათებსა და ანგარიშებზე ჩარიცხვის სწრაფი სერვისი. პირველები ვართ ვინც მსგავს სერვისს საქართველოდან უკრაინაში სთავაზობს მომხმარებელს. ასევე დავამატეთ ანგარიშზე ჩარიცხვის სერვისი ნეპალში, აღნიშნული სერვისით ყველაზე აქტიურად სარგებლობენ კვიპროსიდან თანხის ჩარიცხვისას.


ინტელიექსპრესი Mastercard-ის ძირითადი წევრია. მიმდინარე 2021 წელს დავიწყეთ Mastercard-ის საკრედიტო ბარათების გამოშვება. 2022 წელს კი ვგეგმავთ ბარათების მასშტაბურად შეთავაზებას მომხმარებლებისთვის. მისი გამოყენება შესაძლებელია საქართველოში და საზღვარგარეთ. ასევე ვგეგმავთ დისტანციური გადახდების სერვისის დანერგვას, რომლის საშუალებითაც ონლაინ იქნება ხელმისაწვდომი როგორც ფულადი გზავნილები, ისე სხვადასხვა ტიპის გადახდები და საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა საზღვარგარეთ. ამასთან ვაგრძელებთ მუშაობას ქსელის გაფართოების კუთხით და ახალი მიმართულებების დამატებას“, — აღნიშნავს „ინტელიექსპრესის“ ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან თავართქილაძე.



ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up