ფულადი გზავნილების ნახევარზე მეტი გართობა-დასვენებასა და შოპინგზე იხარჯება

ფულადი გზავნილების ნახევარზე მეტი გართობა-დასვენებასა და შოპინგზე იხარჯება

access_time2021-10-29 12:00:49

ფულის მრავალფუნქციური დანიშნულების მთავარი პრინციპი დაურღვეველია და ხარჯვის არეალი საკმაოდ ფართოა, თუმცა ერთ-ერთი დიდი ნაწილი სწორედ გართობა-დასვენებასა და შოპინგზე მოდის. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ,,კომერსანტთან“ განმარტავს, თუკი 90-იანი წლების ბოლოს ფული მიმდინარე მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურებოდა, ახლა უკვე უფრო სოლიდური და მნიშვნელოვანი მასშტაბი მიიღო.



რაც შეეხება საკითხს, თუ რამდენად ყაირათიანად იხარჯება ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი რესურსი საქართველოში, როგორც აღმოჩნდა, ეს ფული ეკონომიკაში რამდენიმე მიმართულებით იხარჯება და  სხვადასხვა სეგმენტს მოიცავს.



,,ემიგრანტებისგან მიღებული თანხა გამოიყენება როგორც უძრავი ქონების შესაძენად, ასევე ადრე დაწყებული ბიზნესის გასაფართოებლად, ეს არის საბრუნავი თანხა კაპიტალისთვის, საქართველოში დარჩენილი ოჯახების, განსაკუთრებით ახალგაზრდების განათლების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის დაცვის  და მოხმარების დონის საგრძნობი ამაღლებისთვის. რაც შეეხება ამ ფულის ყაირათიანობას, როგორც წესი, ადამიანი სხვისგან ნაბოძებ, ნაჩუქარ ან თუნდაც ლატარიაში მოგებულ ფულს უფრო იოლად ელევა, ვიდრე საკუთარი შრომით მოპოვებულ თანხას, ასეა ზღაპრებშიც და თანამედროვე პრაქტიკაც ამას ადასტურებს. ეს ფაქტორიც მოქმედებს, მაგრამ რამდენი გამოიყენება რაციონალურად და რამდენი  - ირაციონალურად, ძნელი სათქმელია. ფულს მულტიპიკატორული ეფექტი აქვს. პირობითად, სწავლისთვის გადმოგზავნილი თანხა გართობისთვის დაიხარჯება თუ გუდაურში ზამთრის არდადეგების მოსაწყობად, თვითონ ადგილობრივი სასტუმროებისთვის ეს არის შემოსავალი, რაც ისევ ეკონომიკურ განვითარებაზე აისახება. მეორე საკითხია, რამდენად ოპტიმალური იქნებოდა ხარჯების სტრუქტურა, თუ ყველა მიმღები ოჯახი ყაირათიანად დახარჯავდა ამ თანხას“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.



გარდა ამისა, როგორც სტატისტიკოსი განმარტავს, შინამეურნეობების შემოსავლების დაახლოებით 25-30% ფულადი გზავნილებია. აქედან  ნახევარზე მეტი დასვენება-გართობასა და შოპინგისთვის განკუთვნილი ხარჯია.

 



„ფულს სხვადასხვა მრავალფუნქციური დანიშნულება გააჩნია, კვების პროდუქტების შეძენით დაწყებული, კაპიტალური ხარჯით დამთავრებული. ცნობილია, რომ ბოლო პერიოდის მონაცემით,  ფულადი გზავნილები 3-4-ჯერ აღემატება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. აქ იგულისხმება რელაქსაცია - დასვენება, ტურიზმი, გართობა და სხვა, ფაქტობრივად აღმძრავი ღვედივითაა, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს საქართველოში ძალიან ბევრი ბიზნესი. მას მულტიპიკატორული ეფექტი აქვს, რაც ეკონომიკის ყველა დარგს დომინოს პრინციპით გადაეცემა. ქვეყანაში შემოსული ყოველი დამატებითი ფულადი რესურსი ერთგვარ გამოცოცხლებას ემსახურება“, - დასძენს არჩვაძე ,,კომერსანტთან“ საუბარში.

 


ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 209.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ 653.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 8.8%-ით, ანუ 17 მლნ აშშ დოლარით მეტია 2020 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.



ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.1% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.7% მოდიოდა.



აღსანიშნავია, რომ  სათამაშო ბიზნესის ბრუნვა პანდემიურ პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა. კერძოდ, 2020 წელს ბიზნესსექტორის მთლიან ბრუნვაში ამ ბიზნესის წილი 28%-მდე გაიზარდა. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 23,7% იყო, 2018 წელს კი - 16%.



სათამაშო ბიზნესი უფრო მასშტაბურია, ვიდრე მშენებლობა ან ეკონომიკის რამდენიმე სხვა დარგი.



მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up