ფულადი გზავნილების მაქსიმალური კლება აპრილში იყო, მაისიდან სავარაუდოდ ზრდა გვექნება

ფულადი გზავნილების მაქსიმალური კლება აპრილში იყო, მაისიდან სავარაუდოდ ზრდა გვექნება

access_time2020-05-06 10:00:57

მსოფლიო ბანკი 2020 წელს ფულადი გზავნილების დაახლოებით 20%-ით ვარდნას ელის. საფინანსო ინსტიტუტი  პროგნოზში აღნიშნავს, რომ უახლეს ისტორიაში ჯერ არნახული სავარაუდო კლება მიგრანტი მშრომელების ხელფასების და დასაქმების შემცირებით იქნება განპირობებული. კვლევაში აღნიშნულია, რომ ფულადი გზავნილები დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების მიმართულებით, სავარაუდოდ 19.7%-ით 445 მლრდ. აშშ დოლარამდე შემცირდება.


ფულადი გზავნილები შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა განვითარებადი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. კორონავირუსის პანდემიის გამო კი ფულად გზავნილების შემცირება დაიწყო, 2020 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.9 მლნ აშშ დოლარი (382.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.0%-ით (12.5 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2019 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

 

მიუხედავად იმისა, რომ აპრილის თვის ოფიციალური მონაცემები ჯერ ცნობილი არ არის, საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლების ნაწილი მარტის თვესთან შედარებით საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე, ნაწილი კი კლებაზე საუბრობს.

 

„ინტელექსპრესის“ ბიზნესის განვითარების მენეჯერი ლევან თავართქილაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ აპრილში გზავნილების ნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის განახევრდა. მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპის ქვეყნებში შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაიწყო, მაისიდან უკვე გზავნილების ნაკადის ზრდა უნდა დაფიქსირდეს.

 


„მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, პანდემიის გამო, შეზღუდვებია დაწესებული, რაც ფულადი გზავნილების განხორცილებისთვისაც შემაფერხებელი ფაქტორია. ჩვენ, როგორც საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა, 70-ზე მეტ ქვეყანაში ვართ წარმოდგენილები.  გზავნილების კუთხით შემცირება გლობალურად, ყველა ქვეყნის მიმართულებით მოხდა. აპრილის თვეში სიტუაცია მარტის თვისგან მცირედით განსხვავდება. აპრილში გზავნილების ნაკადმა კიდევ უფრო დაიკლო და წინა წლის აპრილის თვესთან შედარებით თითქმის განახევრდა. ევროპის ქვეყნებში შეზღუდვები მარტის ბოლოდან გამკაცრდა, ამიტომ მთელი აპრილი გამკაცრებული შეზღუდვების ფონზე ვმუშაობდით. ესაა ამ თვეში ფულადი გზავნილების კიდევ უფრო შემცირების მიზეზი. განსაკუთრებით იკლო გზავნილებმა ევროპაში ვირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნებიდან: იტალიიდან და ესპანეთიდან. რაც შეეხება საბერძნეთს, მას კრიზისი უფრო ნაკლებად შეეხო ვიდრე ზემოაღნიშნულ ქვეყნებს, ამიტომ გზავნილების მხრივაც შედარებით სტაბილური სიტუაცია იყო. შემცირება აქაც გვაქვს, თუმცა არა იმდენი რამდენიც იტალიიდან და ესპანეთიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ევროპის ქვეყნებში შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება მაისიდან დაიწყო, ფულადი გზავნილების ნაკადის ზრდა უკვე შეიმჩნევა. აქტიურად ამუშავდა კვიპროსისა და ინგლისის ფილიალები. ჩვენი ვარაუდით, მაქსიმალური კლება აპრილის თვეში გავიარეთ, მოვლენების ამ ტემპით განვითარების შემთხვევაში, მაისიდან უკვე ნელნელა ზრდა გვექნება“, - განაცხადა ლევან თავართქილაძემ.


გზავნილების რაოდენობის ზრდაზე საუბრობს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი. მის თქმით, აპრილში მარტთან შედარებით უცხოეთიდან ფულადი გზავნილების ნაკადი დაახლოებით 20%-ით გაიზარდა, გარდა ამისა, მაისის თვეც აქტიურად დაიწყო.


„აპრილში წინა თვესთან შედარებით ფულადი გზავნილები 20%-ით გაიზარდა, ასევე მიმდინარე თვეც აქტიურად დაიწყო. ჩვენი ქსელის „რიკო-გრამის“ მიერ განხორციელებულ გზავნილებში ლიდერობს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ამერიკა, ისრაელი და საბერძნეთი, ისინი გზავნილების ყველაზე დიდი რაოდენობით გამოირჩევიან. ეს ყველაფერი ჩემი აზრით, სიტუაციის შედარებით დასტაბილურებას უკავშირდება, რაც ძალიან კარგია. ასევე აღსანიშნავია, რომ შაბათ-კვირას დიდი რაოდენობის დოლარის ჩაბარება განხორციელდა ანუ ხალხმა ვალუტის გადაცვლა ისევ დაიწყო და  ბაზარს ნდობა დაუბრუნდა. ასეთი რაოდენობით დოლარის ჩაბარება რაც პანდემია დაიწყო არ გვქონია. ეს სავარაუდოდ, გზავნილების ზრდას და ეროვნული ვალუტისადმი ნდობის დაბრუნებას უკავშირდება“, - განმარტავს ლაშა ნიკოლაიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა რეკორდულ 1,73 მილიარდ დოლარს უტოლდებოდა, ზრდა დაფიქსირდა 2020 წლის იანვარ-თებერვალშიც, გადმორიცხვების უმეტესობა რუსეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან და საბერძნეთიდან ხორციელდებოდა.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up