„ფულადი გზავნილები შემცირდება, რაც ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას გამოიწვევს“

„ფულადი გზავნილები შემცირდება, რაც ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას გამოიწვევს“

access_time2020-03-13 10:00:37

საქართველოს ეკონომიკაში უცხოეთიდან ფულად გზავნილებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კორონავირუსის გამო კი, მას მნიშვნელოვანი შემცირება ემუქრება. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობამ რეკორდულ 1,73 მილიარდ დოლარს უტოლდებოდა, მათგან უმეტესობა კი რუსეთიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან გადმოირიცხა.


ჯერჯერობით, რუსეთში კორონავირუსის მასშტაბები დიდი არ არის და დადასტურებულად მხოლოდ 28 ადამიანს აქვს. თუმცა, გადმორიცხვის ოდენობით მეორე ქვეყნაში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 12 463-ს მიაღწია და მთელი იტალია კარანტინის ზონად გამოცხადდა. შესაბამისად, ამ ქვეყნებში და ზოგადად, მსოფლიოში ეკონომიკური აქტივობა შესუსტებულია.


საბანკო ექსპერტი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი გოჩა თუთბერიძე რეცესიას და მთელი მსოფლიოდან ფულადი გზავნილების შემცირებას ვარაუდობს. მისი აზრით, ეს გამოიწვევს ლარის და მიმდინარე ბალანსის გაუფასურებას.


„ეკონომიკაში გლობალურად სერიოზული პრობლემებია, მოსალოდნელია რეცესია, რაც თავისთავად ცხადია იტალიიდან ფულად ნაკადებზეც იქონიებს გავლენას. შეიძლება მოკლევადიან პერიოდში ეს არ გამოჩნდეს, მაგრამ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში შემცირდება ფულადი ტრანსფერები არამარტო იტალიიდან, არამედ მთელი მსოფლიოდან. მთავრობამ და ეროვნულამ ბანკმა უნდა გაითვალისწინოს, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება საქართველოში შემცირდება. ეს გამოიწვევს ლარის კურსის და მიმდინარე ბალანსის გაუფასურებას, რაც გასულ წელს გაუმჯობესდა. 2019 წელს მიმდინარე ბალანსის დეფიციტი ყველაზე მცირე იყო, რაც სავარაუდოდ ისევ გაიზრდება, რადგან მისი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ფულადი ტრანსფერება“, - აცხადებენ გოჩა თუთბერიძე.


ეკონომიკის ექსპერტი და ანალიტიკოსი ნიკა შენგელიაც მიიჩნევს, რომ ფულადი გზავნილები განსაკუთრებით რუსეთიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან შემცირდება.


„ფულადი გზავნილები მოიკლებს როგორც რუსეთის ფედერაციიდან, ასევე ევროპიდან, განსაკუთრებით იტალიიდან და ესპანეთიდან, სადაც ეკონომიკა შენელებულია. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, რუსეთიდან უფრო მეტი შემოდიოდა ვიდრე სხვა ქვეყნებიდან, ამიტომ შეიძლება მან პირველობა დათმოს. შემცირდება ტურიზმი, სასტუმროების ბიზნესი და ასევე ფულადი გზავნილები. ეს ყველაფერი საბოლოოდ ასახვას ჰპოვებს ლარის კურსზე და ქვეყნის ეკონომიკაზე“, - განმარტა ნიკა შენგელიამ.



მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ფულადი გზავნილები არა თუ შემცირებული, არამედ პირიქით 20%-ით გაზრდილია, თუმცა გაგრძელდება თუ არა ასეთი სიტუაცია, პროგნოზის გაკეთება უჭირს.


„ამ მომენტისთვის ძალიან აქტიურად ვაკვირდებით ფულადი გზავნილების საკითხს. ჩვენი გზავნილების სისტემა იტალიაში ძალიან გავრცელებულია. ამ ეტაპისთვის კლება არ ფიქსირდება და მინდა ამისთვის ემიგრანტებს მადლობა გადავუხადო, რადგან მიუხედავად ამხელა უბედურებისა, რაც იტალიაში და ზოგადად მსოფლიოში ხდება, თავიანთ ბოლო თეთრებს ოჯახის წევრების და ნათესავებს უგზავნიან. საოცრება ხდება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ კლებას ველოდით, ბოლო ორ კვირის მონაცემებით დაახლოებით 20%-იანი ზრდა გვაქვს, თუმცა გაგრძელდება თუ არა ასეთი სიტუაცია, პროგნაზის გაკეთება მიჭირს“, - აცხადებს ლაშა ნიკოლაიშვილი.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2019 წელს საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა თითქმის 10%-ით გაიზარდა და რეკორდულ 1,73 მილიარდ დოლარს გაუტოლდა, მაშინ როდესაც 2018 წლის ჯამური მაჩვენებელი 1,57 მილიარდი დოლარი იყო.


ქვეყნების სია, საიდანაც 2019 წელს ყველაზე მეტი გზავნილი განხორციელდა შემდეგია:

1. რუსეთი — $428 მილიონი, კლება — 6%;

2. იტალია — $239 მილიონი, მატება — 24%;

3. საბერძნეთი — $192 მილიონი, მატება — 13%; 

4. აშშ — $178 მილიონი, მატება — 12%;

5. ისრაელი — $162 მილიონი, მატება — 7%;

6. თურქეთი — $94 მილიონი, კლება — 10%;

7. გერმანია — $49 მილიონი, მატება — 20%;

8. ესპანეთი — $47 მილიონი, მატება — 14%;

9. უკრაინა — $43 მილიონი, მატება — 49%;

10. პოლონეთი — $31 მილიონი, მატება — 70%.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up