„ფულად-საკრედიტო პოლიტიკა არსებულ კრიზისს ძალიან ცუდ მდგომარეობაში შეხვდა, ამიტომ ინფლაციის დაბალ დონეზე დაწევა ოპტიმისტური პროგნოზია“

„ფულად-საკრედიტო პოლიტიკა არსებულ კრიზისს ძალიან ცუდ მდგომარეობაში შეხვდა, ამიტომ ინფლაციის დაბალ დონეზე დაწევა ოპტიმისტური პროგნოზია“

access_time2020-04-16 10:00:42

„საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს კოვიდ-19-ის პანდემიითა და ნავთობზე შემცირებული ფასებით გამოწვეულ საგრძნობ შენელებას განიცდის, თუმცა 2020 წელს საქართველოს ინფლაცია 4,5%-მდე, 2021 წელს კი 3,0%-მდე შემცირდება“, - ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აქვეყნებს.


ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა არსებულ კრიზისს ძალიან ცუდ მდგომარეობაში შეხვდა, ამიტომ ინფლაციას ასეთ დაბალ დონეზე დაწევა ძალიან ოპტიმისტური პროგნოზია.


„კრიზისს ძალიან ცუდ პირობებში შევხვდით, მაგალითად რეფინანსირების განაკვეთი 9%-ზეა აწეული, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფლაციის პირობებში ვიყავით და ფასების ზრდის საშიშროება იდგა. ახლა რომ გადავხედოთ ნებისმიერი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს რა გეგმები აქვთ, ყველა ამბობს, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში უნდა მოხდეს რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის შემცირება 0%-მდე ან უარყოფით მაჩვენებლამდე, ჩვენ კი 9%-ზე გვაქვს და ეროვნული ბანკი ეკონომიკურ სტიმულირებას ბევრი ფულის გამოშვებითაც კი ვერ მოახერხებს, რადგან ამ შემთხვევაში ფასები გაიქცევა. მეეჭვება, რომ აზიის განვითარების ბანკის ოპტიმისტური პროგნოზი შესრულდეს, რადგან ერთის მხრივ პოსტკრიზისულ პერიოდში ხელისუფლება იძულებული იქნება ბიუჯეტის დეფიციტი და ხარჯვა ეკონომიკაში გაზარდოს, მეორე მხრივ კი ამ პირობებში რეფინანსირების  განაკვეთი 9%-ზე გვაქვს, შესაბამისად ასეთ შემთხვევაში ინფლაცია გაიზრდება. ჩვენი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაში შეხვდა არსებულ კრიზისს, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ამ პირობებში ინფლაციას ასეთ დაბალ დონეზე დაწევენ“, - განმარტა მერაბ ჯანიაშვილმა.



ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი თვლის, რომ ინფლაცია 3-4%-მდეც რომ შემცირდეს, მასში პირველადი მოხმარების საგნების წილი ძალიან მაღალია, რადგან მათზე ფასების ზრდა საკმაოდ შესამჩნევია.


„ბოლო თვეების მონაცემების ტენდენცია წლიური ინფლაციის შემცირებისკენ იყო, მაგრამ ეს მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ წინა წლის შესაბამის დროს ფასების ზრდა ნაკლებად დაფიქსირდა. თუმცა, ამ ეტაპზე ინფლაცია შესაძლოა შემცირების ტენდენციით წავიდეს, მარტივი მიზეზის გამო, რომ თითქმის ყველაფერზე მოთხოვნა მცირდება და ამის ფონზე შეიძლება ფასებიც შემცირდეს, მაგრამ მთავარი მაინც ფულის მასაა და ვინც რაც არ უნდა იწინასწარმეტყველოს, მნიშვნელოვანია როგორი იქნება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა. თუ ფულის მასას გაზრდიან ინფლაცია გაიზრდება და თუ შეამცირებენ შემცირდება, გააჩნია როგორ ინტერვენციას განახორციელებენ და ფულის მასის კონტროლი როგორ მოხდება. საერთო ჯამში, ერთადერთი რაც სამწუხარო ინფორმაციაა, თუნდაც ინფლაცია შემცირდეს და დავიდეს 3-4%-მდე, ინფლაციაში პირველადი მოხმარების საგნების წილი ძალიან მაღალია, რადგან მათზე ფასების ზრდა საკმაოდ შესამჩნევია, რომელიც პირველ რიგში გაჭირვებულ მოსახლეობას აზარალებს“, - აცხადებს ზვიად ხორგუაშვილი.


აღსანიშნავია, რომ „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up