ფუფუნების ეკოლოგიური ტრანსფორმაცია Bentley-სგან

ფუფუნების ეკოლოგიური ტრანსფორმაცია Bentley-სგან

access_time2021-06-13 20:00:46

Bentley Motors თანამედროვე ტრენდებს მიჰყვება და ახალი სტრატეგიის Beyond100-ის რეალიზებას იწყებს.

 

ინგლისის ავტომრეწველობის სიამაყე, გერმანულ Volkswagen Group-ში შემავალი ლუქს -ბრენდი და 12-ცილინდრიანი ძრავების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში, საკუთარ მიდგომებს რადიკალურად ცვლის - 2030 წლისთვის კომპანია შიდა წვის ძრავებზე  უარის თქმას სრულად აპირებს.

 

უახლოესი 10 წლის მანძილზე ბრენდი ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ნიმუშად ქცევას გეგმავს. ეს ამბიციური გეგმა ეტაპობრივად განხორციელდება - 2025 წელს Bentley თავის პირველ ელექტრომობილს წარადგენს, ხოლო 2026 წლისთვის ლუქს-ბრენდის ყველა მოდელი ან ჰიბრიდული ან მთლიანად ელექტრონული იქნება.

 

2030 წლისთვის კი ბრენდი, რომელიც დიდი მოცულობის ძრავებითაა განთქმული, საბოლოოდ მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებაზე გადავა.

 

ჩვენ პროგრესის  სათავეში უნდა ყოთ, ეს ჩვენ გენებში გვაქვს. ჩვენი ისტორია სარბოლო ავტომობილებით დაიწყო, დღეს კი შევიმუშავეთ სტრატეგია, რომელიც ფაქტობრივად ახალი კომპანიის შექმნას გულისხმობს და ლუქს-კლასის ავტომობილების წარმოებაში მსოფლიო ეტალონი გავხდებით  - ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ედრიან ჰოლმარკი.

 

მისი თქმით, საუბარი არა მხოლოდ წარმოებას,  არამედ მთლიანად ბიზნეს-სტრატეგიისა და მიდგომის შეცვლაზეა. 

 


სტრატეგიის პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა - კომპანიის საწარმოში დაინერგა ახალი ტექნოლოგია, რომელიც მავნე გამონაბოლქვებს  მნიშვნელოვნად ამცირებს. კერძოდ, ქარხანაში 30 000 მზის ბატარეა დაყენდა, სამღებრო საამქროში კი წყლის რეცირკულაციის სისტემა დაინერგა.

 

2025 წლისთვის Bentley  წარმოებაში მავნე ნივთიერებების გამოყოფას 75%-ით შემცირებას გეგმავს.

 

პარალელურად ბრენდი პლასტიკზე მთლიანად უარის თქმას აპირებს. Bentley  ხეების დარგვასა და ენერგიის განახლებად წყაროებში ინვესტიციების ჩადებას გეგმავს.

 

ასევე მეტი ყურადღება მასალებს და ნედლეულს დაეთმობა - ავტომობილების წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ ის მასალები, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებითაა მიღებული.

თუმცა, ცვლილებები ყველაფერს არ შეეხება - Bentley-ის ერთადერთი საწარმო დარჩება ქარხანა ინგლისის ქალაქ კრიუში, სადაც უკვე თითქმის 100 წელია მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები ლუქს-კლასის ავტომობილებს ხელით აწყობენ.

 

ეს სწორედ ისაა, რასაც მთელს მსოფლიოში ჩვენი მყიდველები პატივს სცემენ. სტრატეგია

Beyond100-ის წყალობით ჩვენ ლუქს-კლასის ავტომობილების წარმოებაში მსოფლიო ლიდერები გავხდებით“ - დარწმუნებულია ჰოლმარკი.

 

Bentley-ის განახლების პირველი ნაბიჯი ჰიბრიდების წარმოება იქნება.

 

ჰიბრიდები - ეს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გარდამავალი ეტაპია. შემდეგი ნაბიჯი იქნება ელექტრომობილი, რომელიც ძალიან კომფორტულია, რბილად და უხმაუროდ მოძრაობს, თანაც ამავე დროს შეიძლება ძალიან მძლავრიც იყოს. ეს სწორედ ისაა, რასაც კლიენტები ჩვენგან ელიან  - მიიჩნევს ჰოლმარკი.

 

forbes.ru

თენგიზ აბლოთია

 


თეგები:
bentley



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up