"Fuckup Nights Tbilisi" - ყველაზე საინტერესო ბიზნესისტორიებით

access_time2018-12-20 15:55:11

21 დეკემბერს, 20:00 საათზე ტექნოპარკში "Fuckup Nights Tbilisi" გაიმართება, რომელზეც ყველაზე საინტერესო ბიზნესისტორიებს მოისმენთ. Tbilisi Startup Bureau-ს და Impact Hub Tbilisi-ს ორგანიზებით, თბილისი უკვე მერვედ მასპინძლობს ამ ღონისძიებას. ღონისძიება მხარდაჭერილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ.



Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერიაა, რომელიც პროფესიული მარცხის ისტორიებს გვიამბობს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში წარმატებული ადამიანები საკუთარ პროფესიულ წარუმატებლობასა თუ შეცდომებს ფართო აუდიტორიას უზიარებენ. ეს ის ბიზნესისტორიებია, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც არ შედგა და პროდუქტი, რომელმაც არ გაამართლა. Fuckup Nights-ის სპიკერები არიან ადამიანები, რომლებიც მარცხის მიუხედავად, არ დანებდნენ, გააგრძელეს დასახული მიზნისკენ სვლა და ახლა მზად არიან საკუთარი გამოცდილება სხვებს გაუზიარონ.



ღონისძიება საინტერესო იქნება მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის, შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისთვის და ყველასთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე.




თბილისის მერვე Fuckup Nights-ის სპიკერები არიან:
• სერგი გვარჯალაძე - ღამის თბილისის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელი
• თომას ბარნსი - Coda Story-ის ვიდეოპროდიუსერი
• მარკ ადამ ჰაროლდსი - ვილნიუსის ღამის მერი
• შოკო ჩაჩუა - ჰუმანას მარკეტინგის მენეჯერი და ვინტილატორის თანადამფუძნებელი.


Fuckup Nights მოძრაობა 2012 წელს მექსიკაში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 84 ქვეყანასა და 300 ქალაქში მიმდინარეობს.



თეგები:
"Fuckup Nights Tbilisi"



დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up