Fuckup Nights გონიოს ციხეში გაიმართება

Fuckup Nights გონიოს ციხეში გაიმართება

access_time2020-08-11 14:26:27


საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და თბილისი სტარტაპ ბიურო წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ Fuckup Nights Batumi vol. 1
რომელიც 14 აგვისტოს, 20:00 საათზე გონიოს ციხეში გაიმართება.


„Fuckup Nights” გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერიაა, რომელიც გიყვებათ პროფესიული წარუმატებლობის ამბებს. 2012 წელს მექსიკაში დაწყებულ ისტორიას, დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 90 ქვეყანა და 320 ქალაქი უერთდება, მათ შორის საქართველო და თბილისის შემდგომ, “Fuckup Nights” პირველი სპეციალური გამოშვება გონიოში გაიმართება.


შეხვედრის მოდერატორი საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაციის (GVCA) დამფუძნებელი და Alliance Group Holding-ის აღმასრულებელი დირექტორი აიეტ კუკავა იქნება, დამსწრე საზოგადოებას კი საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ:


დავით ხოსროშვილი - მისი თანადაფუძნებული კომპანიებია WiFisher.com, MaxinAl, Olmait, Hostelpro.com და Termial.com. კომპანიებში დასაქმებულია 80-ზე მეტი ადამიანი და ემსახურებიან მომხმარებლებს 10-ზე მეტ ქვეყანაში. დავით ხოსროშვილის კომპეტენციაში სტრატეგიული დაგეგმვა და მართვა შედის.


გიორგი კუვშინოვი - Boom Boom Booking Agency -ის დამფუძნებელი, ბუქერი Partymag (Turkey) , The Triângûlum (Armenia), Origami , Set Fest , Colibri და მრავალი სხვა. გიორგის უმუშავია შემდეგ არტისტებთან Stephan Bodzin , Polo & Pan , Maceo Plex , Luciano , Tale of Us , Agoria , Deborah De Luca , Joe Claussell , Oscar and the Wolf და სხვა. თანამშრომლობს რეგიონში ცნობილ სამაუწყებლო კომპანიასთან Cercle.



ტბელ აბუსერიძე - ფოტოგრაფი, თანამშრომლობდა სხვადასხვა გამოცემასთან, მათ შორის რადიო თავისუფლებასთან. ამჟამად რამდენიმე ფოტოჟურნალისტურ პროექტზე National Geographic Magazine საქართველოსთვის მუშაობს.


პაპუნა ტოლიაშვილი - სინერჯი კაპიტალის დირექტორი და სინერჯი ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი. კომპანიას 1999 წლიდან 400-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული 100-ზე მეტ ორგანიზაციასთან საქართველოში სტრატეგიული და სტრუქტურული განვითარების კუთხით. 2018 წელს სინერჯი ჯგუფმა შექმნა კერძო კაპიტალის ფონდი - სინერჯი კაპიტალი, რომელიც ამ დროისთვის 10-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს.


ღონისძიებაზე ბილეთების რაოდენობა მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო, უსაფრთხოების დაცვის მიზნით საგრძნობლად შეზღუდულია.


დასწრების მსურველებმა ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ მოცემულ ბმულზე


ღონისძიების პარტნიორები არიან ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი (Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, Grant Thornton Georgia, Kedari Ventures • კედარი ვენჩერს, Georgian Venture Capital Association - GVCA, Bolt, Wolt და ლუდი ქარვა • Karva.


(NS)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up