კრიპტოვალუტის გაკოტრებული ბირჟა FTX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ბანკმენ-ფრიდმა კრიპტოვალუტის ბირჟიდან 2,2 მილიარდი დოლარი მიიღო.
ბანკმენ-ფრიდმა და მისი ახლო წრის ხუთმა წევრმა ჯამში 3,2 მილიარდი დოლარი გადაირიცხეს პირად ანგარიშებზე, თანხები ძირითადად Alameda Research-იდან, კრიპტოვალუტით ვაჭრობის ჰეჯ-ფონდიდან მოდიოდა, რომელიც FTX-თანაა დაკავშირებული. ამ თანხაში არ შედის ძვირადღირებული უძრავი ქონების ღირებულება ბაჰამის კუნძულებზე, სადაც ბანკმენ-ფრიდი მუდმივად ცხოვრობდა და სადაც ბირჟა დარეგისტრირდა.
FTX-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჯონ რეი, რომელიც ნოემბერში ბირჟის გაკოტრების შემდეგ დაინიშნა, ცდილობს დაადგინოს კრიპტოვალუტები და სხვა აქტივები, რომლებიც შეიძლება დაუბრუნდეს მილიონობით FTX მომხმარებელს, რომელთა ანგარიშები გაყინული იყო ბირჟის დაშლის შემდეგ, წერს Financial Times-ი. ბირჟის მენეჯმენტი სწავლობს ბანკმენ-ფრიდისა და მისი ყოფილი კოლეგების გადარიცხვების უკან დაბრუნების შესაძლო გზებს.
როგორც ცნობილია, 2022 წლის ბოლოს, აშშ-ს ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა კრიპტო ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფიგურა ბანკმენ-ფრიდს. მას ბრალად ედება თაღლითობის შეთქმულებაში მონაწილეობა, FTX ბირჟის მომხმარებლების თანხების მითვისება და ინვესტორების მოტყუება.
თაღლითობა 2019 წელს დაიწყო, როდესაც FTX დაარსდა და 2022 წლის ნოემბრამდე, მის დაშლამდე გაგრძელდა.
https://www.interfax.ru/world/891326