შვედური “ვოლვოსა“ და ჩინური “ჯელის“ თანამფლობელი კომპანია Polestar წარმოების პროგნოზირებას თითქმის მეოთხედით ამცირებს, ამის მიზეზი ჩინეთის მასშტაბით ნაწილების დეფიციტია. - აღნიშნულ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
ელექტრო მანქანების ბრენდმა, განაცხადა, რომ წელს წინა წლის მოლოდინთან, 65 000 ელექტრო მანქანის ნაცვლად დაახლოებით 50 000 ბატარეის მანქანას გაყიდის.
კომპანიამ თქვა, რომ შემცირება "100 პროცენტით გამოწვეულია ჩინეთში ნაწილების დაბლოკვის გამო", თუმცა მისი ასამბლეის ქარხანა ტაიჟოუში, რომელიც შანხაის სამხრეთით დაახლოებით 300 კილომეტრში მდებარეობს ამჟამად დაზარალებული არ არის .
ჩინეთში ნაწილების შეზღუდვამ გავლენა რეგიონის ავტო კომპანიებზეც მოახდინა , რაც ინდუსტრიას დამატებით შეზღუდვებს აყენებს, რომელსაც ნახევარგამტარების გლობალური დეფიციტის გამო წარმოების შემცირება უწევს.
Polestar ელექტრომობილებზე მოთხოვნის ტალღას ეწევა, ევროპაში ბატარეის მანქანების შარშანდელმა გაყიდვებმა დიზელის მანქანების გაყიდვებს გადააჭარბა.
კომპანიამ წლის პირველ ოთხ თვეში13600 ავტომობილი გაყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდის გაყიდვებზე 2- ჯერ მეტია.