FT: ობამა ჩინეთთან სავაჭრო ომს ამძაფრებს

FT: ობამა ჩინეთთან სავაჭრო ომს ამძაფრებს

person access_time2016-07-14 13:35:52

"ობამა ჩინეთთან სავაჭრო ომს ამძაფრებს " - ასეთი სათაურით აქვეყნებს გაზეთი "ფაინენშიალ თაიმსი" სტატიას, რომლის თანახმად, ვაშინგტონი უკმაყოფილოა პეკინის მიერ შემოღებული შეზღუდვებით ჩინეთიდან ზოგიერთი ნედლეულის ექსპორტზე, რაც  ამერიკელ მწარმოებლებს სჭირდება. ამასობაში, ორივე საპრეზიდენტო კანდიდატმა - რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა და დემოკრატმა ჰილარი ქლინტონმა სულ უფრო გაახშირეს პროტექციონისტული მოწოდებები. კერძოდ, სტატიაში მოყვანილია ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის გამონათქვამი, რომლითაც მან მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციას მიმართა:


"მე მოვუწოდებ სამართლიანი კონკურენციისკენ. ჩვენთვის, როგორც ამერიკელებისთვის, ეს საკითხი ფუნდამენტალურ მნიშვნელობას ატარებს."

 

უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებულ ორგანიზაციაში, ობამას ადმინისტრაციამ შესატყვისი შინაარსის საჩივარი შეიტანა. ესაა კიდევ ერთი ნიშანი იმ განწყობისა, რომელმაც ბოლო დროს ვაშინგტონში დაისადგურა. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, განწყობა სხვანაირი იყო, როცა ამერიკის მთავრობა ხმამაღლა გაიძახოდა აზიის ქვეყნებთან ყოვლიცმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევის საჭიროებაზე. ამჟამად, ვაჭრობისადმი დამოკიდებულება აღარაა უწინდელივით ერთმნიშვნელოვანი, რამეთუ ბოლო დროს ელექტორატში იმატა ნეგატიურმა რეაქციამ სავაჭრო ხელშეკრულებების მიმართ.


შეერთებული შტატები უკმაყოფილია ჩინეთიდან ისეთი ნედლეულის ექსპორტის შეზღუდვით, როგორიცაა სპილენძი, კობალტი, ტანტალიუმი, ცინკი და სხვ. ვაშინგტონის თანახმად, ჩინეთი ამ ნედლეულს ხელოვნურად იაფ ფასებში აწვდის თავის მწარმოებლებს, რაც სამართლიანი ვაჭრობის სერიოზული დარღვევაა.


ბარაქ ობამა იმედოვნებდა, რომ მისი ერთერთი მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა იქნებოდა ე.წ. "ტრანს-ფასიფიკური პარტნიორობა", სავაჭრო შეთანხმება რომელიც აზიის 12-ეტ ქვეყანას მოიცავს. დღეს, ხსენებული შეთანხმების მიზანშეწონილება კონგრესში მწვავე დებატებს იწვევს.



"ტრანს-პასიფიკური პარტნიორობა" მოიცავს მსოფლიო ეკონომიკის დაახლოებით 40-ს პროცენტს. ესაა ყველაზე მსხვილი სავაჭრო გარიგება, რომლის თაობაზე შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ამ გარიგების მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ეს იქნება მეტად ეფექტური ძალისხმევა, რომელიც შეაფერხებს ჩინეთის ეკონომიკურ დომინირებას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში" - ნათქვამია სტატიაში.


სტატიაში ასევე ვკითხულობთ:


"ტრანს-პასიფიკური პარტნიორობის" მიღებას ეწინააღმდეგება ორივე საპრეზიდენტო კანდიდატი - დონალდ ტრამპი და ჰილარი ქლინტონი. ტრამპსა და ქლინტონს მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ ამ შეთანხმების რატიფიკაცია კონგრესის მიერ.


განსაკუთრებით ტრამპი და რესპუბლიკელები აკრიტიკებენ ობამას ადმინისტრაციას, რომელიც, მათი თქმით, დათმობის პოზიციიდან აწარმოებდა მოლაპარაკებებს აზიის ქვეყნებთან. როგორც ჩანს, ამაზე საპასუხოდ, ადმინისტრაციამ გაამძაფრა პეკინთან დავა-კამათი ვაჭრობის საკითხებზე.


მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში შეერთებული შტატების მიერ შეტანილი საჩივარი რიგით მეცამეტეა. ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი ამბობს, რომ წინამორბედებთან შედარებით, ობამას ადმინისტრაცია ყველაზე მეტ სიმკაცრეს იჩენს ჩინეთთან ვაჭრობის კანონთა დაცვაში.


უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს ამერიკასა და ევროპაში სულ უფრო მატულობს ანტი-ისტაბლიშმენტის განწყობა. ამიტომაცაა რომ დასავლელი პოლიტიკოსები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ სამუშაო ადგილთა შემცირებას გლობალიზაციის პირობებში. მაგალითად, ბრიტანეთში საფრთხის ქვეშაა "ტატას" ფოლადის მწარმეობელ ქარხნებში 11 ათასი სამუშაო ადგილი. კომპანიის მფლობელები აცხადებენ, რომ ჩინეთმა მათ ბიზნესი გაუნადგურა. ჯერჯერობით უშედეგოა გაჭიანურებული მცდელობა კომპანიის გადასარჩენად.


უნდა ითქვას, რომ იტალია და ესპანეთი გადაჭრით ეწინააღმდეგებიან ჩინეთისთვის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის სტატუსის მინიჭებას. სკეპტიკურადაა განწყობილი გერმანიაც.


აქსელ ეგერტი სათავეში უდგას ევროპის ფოლადის მწარმოებელთა ასოციაციას. მისი თქმით, ერთის მხრივ, ჩინეთში ჭარბი წარმოება და მეორეს მხრივ, ჩინეთის აღიარება თავისუფალ საბაზრო ეკონომიკად- განცალკევებულ მიდგომას საჭიროებს. აქსელ ეგერტის თანახმად, ორივე საკითხის განხილვაა შესაძლებელი ჩინელ პარტნიორებთან. მიუხედავად ამისა, დასძენს იგი, ევროპამ მტკიცე პოზიცია უნდა დაიკავოს იქ, სადაც საჭიროა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დაცვა" - ნათქვამია გაზეთ "ფაინენშიალ თაიმსის" სტატიაში.



BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება
access_time2020-10-21 10:00:15
BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული...

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“
access_time2020-10-21 11:00:29
ხელისუფლება კორონავირუსის მართვის სადავეებს კარგავს, რასაც „კომერსანტის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტიც ადასტურებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის სახელით ჰოსპიტალური სექტორის წერილი გაეგზავნა, სადაც საუბარია ახალი კორონავირუსის რეგისტრაციის დაგვიანების ფაქტებზე, რა დროსაც მოქალქეებისთვის პასუხების მიწოდების პროცესი ფერხდება. წერილით ირკვევა, რომ არეულია ტესტების აღების და დიაგნოზის დასმის დღეები....

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...


მსგავსი სიახლეები

up