FT: აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკს ახალი აბრეშუმის გზა გაჰყავს

FT: აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკს ახალი აბრეშუმის გზა გაჰყავს

person access_time2016-04-20 15:00:37

„აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკს გაჰყავს ახალი აბრეშუმის გზა საწყისი პროექტების საშუალებით,“ - ასეთი სათაურით აქვეყნებს გაზეთი „ფაინენშიალ თაიმსი“ სტატიას, რომლის ავტორი ტომ მიტჩელი პეკინიდან იტყობინება, რომ ჩინეთის ეს მთავარი საერთაშორისო განვითარების ბანკი საწყის ეტაპზე აპირებს დააფინანსოს სამი საგზაო მშენებლობის პროექტი. ესენია სატრანსპორტო არტერიები შუა აზიასა და პაკისტანში. გაზეთის სტატიაში ვკითხულობთ:


აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი, პირველ რიგში, დააფინანსებს ავტოტრასას, რომელიც ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბედან მივა უზბეკეთის საზღვრამდე, შემდეგ შეურთდება ყაზახეთის ქალაქ ალმა-ათის გარშემო გადებულ ავტო-ტრასას. ამის შესახებ იტყობინებიან პირები, რომლებიც გაეცნენ ამ პროექტებსა და სატენდერო დოკუმენტაციას. 

 

აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი აამოქმედეს გასულ იანვარს, მას შემდეგ რაც მის დამფუძნებლებში მიიწვიეს აზიისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნები. ბევრი მათგანი შეერთებული შტატების მოკავშირეები არიან, რომლებმაც იგნორირება გაუკეთეს ვაშინგტონის მიერ გამოხატულ შეშფოთებას ჩინელების მიერ წამოწყებული ახალი ბანკის შესაძლო კონკურენციით მსოფლიო ბანკსა და ასევე აზიის განვითარების ბანკთან. 


პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მხრიდან კრიტიკას ახალი ბანკის ხელმძღვანელობამ დაახვედრა არგუმენტი, რომ ახალი საფინანსო ინსტიტუტი ყველანაირად დაიცავს არსებულ სტანდარტებსა და ნორმებს, რომლებსაც ჩამოყალიბებული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები მიჰყვებიან. გასულ კვირაში, ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა ახალი ბანკის პრეზიდენტმა ჯინ ლიქუნმა მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელთან ერთად ხელი მოაწერა ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც სხვადასხვა პროექტებზე ერთობლივ მუშაობას ითვალისწინებს.  საამისოდ, აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი მიმდინარე წლისთვის აპირებს გამოყოს დაახლოებით 1 მილიარდ 200 მილიონი დოლარი. მსოფლიო ბანკთან ერთად დაფინანსდება ათამდე პროექტი, რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერ-ჯერობით ხელმიუწვდომელია. 

 

აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი ასევე განახორციელებს პროექტების თანადაფინანსებას აზიის განვითარების ბანკთან, რომლიც ვაშინგტონსა და ტოკიოშია დაფუძნებული. ახალ ბანკთან აგრეთვე ითანამშრომლებენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ბრიტანეთში საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი. შეერთებული შტატების მხოლოდ ერთმა მოკავშირემ- იაპონიამ უარი განაცხადა ყოფილიყო ახალი ბანკის დამფუძნებლებში.



სტატიაში ვკითხულობთ:


„პაკისტანში, ჩინელების მიერ წამოწყებული ახალი ბანკი შეუერთდება აზიის განვითარების ბანკსა და ბრიტანეთის ზემოხსენებულ დეპარტამენტს ერთობლივ დაფინანსებაში ავტოტრასისა, რომლებიც ქვეყნის ქალაქებს- შორკოტსა და ქანევალს ერთამენთთან დააკავშირებს.  


უნდა აღინიშნოს, რომ აზიის განვითარების ბანკის პროექტებმა გაიარეს რევიზია, რათა მათ განხორციელებაში ასევე აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკმაც მიიღოს მონაწილეობა. ეს უკანასკნელი, წესდების თანახმად, დააფინანსებს ყველა ქვეყნისთვის მოსარგებლე პროექტებს. რაც შეეხება აზიის განვითარების ბანკს, იგი მუშაობს მხოლოდ მისი წევრი-ქვეყნების პროექტებზე. მიუხედავად ამისა, აზიის განვითარების ბანკი არ აპირებს ლიდერის როლის დათმობას. 

 

რაც შეეხება სტატიის დასაწყისში ნახსენებ საგზაო მშენებლობის პროექტებს ტაჯიკეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში, დაფინანსებისთვის მათი წინასწარი დამტკიცება მოხდება ამა თვის მიწურულამდე.


აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი საწყის ეტაპზე ყურადღებას ამახვილებს პროექტებზე, რომლებშიც მონაწილეობენ სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები. ამ გზით, ახალი ბანკი საინვესტიციო პორტფელს უფრო სწრაფად გაზრდის, ვიდრე განმარტოებით რომ ემოქმედა. ამასობაში, საკუთარი თანხების ეკონომიის მიზნით, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და სხვა საფინანსო ორგანიზაციები, სხვადასხვა ერთობლივი პროექტების დაფინანსებისას ისარგებლებენ ახალი ბანკის კაპიტალით, რომელიც დაახლოებით 100 მილიარდ დოლარს შეადგენს. 

 

აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი ყურადღებას მეტწილად ამახვილებს მსოფლიო ბანკის მიერ წამოწყებულ იმ პროექტებზე, სადაც მისი თანამონაწილეობა შესამჩნევი იქნება ხსენებული პროექტების განხორციელების კუთხით. 

 

ამგვარად, მსოფლიო ბანკი შეძლებს უფრო მეტი შედეგების მიღწევას შედარებით ნაკლები ფინანსური სახსრების გამოყენებით. მეორეს მხრივ, ეს თანამშრომლობა დიდად წაადგება აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკს, რომელიც უფრო სწრაფად შეძლებს საინვესტიციო პროექტების პორტფელის ჩამოყალიბებასა და საბანკო რეიტინგის ამაღლებას“ - ნათქვამია გაზეთ „ფაინენშიალ თაიმსის“ სტატიაში. 



Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში

Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში
access_time2020-11-23 20:00:47
კორონაკრიზისი შტატებში ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მწვავდება, თუმცა, პრეზიდენტი ტრამპი ტვიტერში კომენტარების წერით და გოლფის თამაშითაა დაკავებული. დემოკრატები სიტუაციის შემდგომი გამწვავების თავიდან არიდებას ცდილობენ, მაგრამ თეთრი სახლი ამ მცდელობების ბლოკირებას ახდენს.   ამერიკის ექთნების პროფკავშირის თავჯდომარე მერი ტერნერი შტატ მინესოტას ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და ეპიდემიოლოგიური ვითარებას თვალს ფრონტის წინა ხაზიდან ადევნებს.   ამ დღეებში...

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება
access_time2020-11-23 18:00:49
მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე მსოფლიო ლიდერი ნავთობგადამუშავების დარგში აშშ იყო - პირველად, ასწლეულების მანძილზე ეს რეალობა იცვლება და პირველ ადგილზე ჩინეთი გადის. სავარაუდოდ, ეს უკვე 2021 წელს მოხვდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, პეკინი ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებს აქტიურად ზრდის და ამ ბაზარზე ლიდერობისთვის ემზადება. კერძოდ, ჩინეთში 4 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შენდება, მაშინ, როდესაც შტატებში პირიქით, იხურება -...

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა
access_time2020-11-23 15:44:28
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.    "13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და...

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა
access_time2020-11-23 16:00:45
კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა ვერ განაახლა საქმიანობა, - ასეთია ინვესტორთა საბჭოს და EBRD-ს მიერ მომზადებული კვლევის შედეგები. მათგან 51%-მა დახურული საზღვრები საქმიანობის განახლების ძირითად შემაფერხებელ მიზეზად დაასახელა. ეს პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულეა არა მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული, არამედ თითქმის ყველა სხვა სექტორისთვისაც. შემდეგი ორი მნიშვნელოვანი შეფერხება ეხებოდა მოთხოვნის შემცირებას (20%) და რეგულაციებს (10%).  საქმიანობის განახლების ყველაზე დაბალი...

კომერციული ბანკების მოგება 101,548 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მოგება 101,548  მლნ ლარით გაიზარდა
access_time2020-11-23 13:00:56
კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის ოქტომბერი 166,189 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს.   ეს კი წინა თვესთან შედარებით, 101,548 მლნ ლარით მეტია. სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება 64,641 მლნ ლარს შეადგენდა.   ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,516 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა -3,257 მლნ ლარი...


მსგავსი სიახლეები

up