ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

access_time2020-12-17 18:35:02

• Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს


ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში „მენტალ ჰაბი“ უფასო ფსიქოთერაპიის კურსები კოვიდ ცენტრებში დასაქმებული ექიმებისთვის, ექთნებისთვის და სანიტრებისთვის 6 თვეა მიმდინარეობს. არსებული მწვავე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ცენტრში ამ მიმართულებისთვის თერაპევტბის კიდევ უფრო დიდი დროითი რესურსი გამოიყო.


„გასულმა თვეებმა დაგვანახა, რომ ჩვენი საჭიროება დიდია იმ სამედიცინო პერსონალისთვის, ვინც მთელი ეს პერიოდი პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ. ბოლო 2 თვეში გაზრდილი ინფიცირების შემთხვევები და კოვიდ ცენტრებში არსებული სტრესული რეალობა პირდაპირ აისახა ჩვენთან მომართვიანობის ზრდის დინამიკაზე.


აღნიშნული პროგრამა საშუალებას გვაძლევს დავეხმაროთ ვირუსთან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს. იქედან გამომდინარე, რომ ბუნდოვანია კიდევ რამდენ ხანს გასტანს პანდემია, აუცილებელია ვიზრუნოთ პირველ ხაზზე მებრძოლი ადამიანების ფიზიკური და ფსიქიკური რესურსების შენარჩუნებასა და გაძლიერებაზე . ამ მიზნების მიღწევას ვცდილობთ ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპიით, ფსიქოკონსულტირებით და ფსიქოგანათლებით. მენტალ ჰაბის მულტიპროფილური გუნდი, რომელიც შედგება ფსიქოთერაპევტების, ფსიქიატრების და ჯანდაცვის მენეჯერებისაგან, მზად არის იმუშაოს დისტანციურადაც.“-აცხადებს „მენტალ ჰაბის“ დამფუძნებელი და დირექტორი აკაკი ბურკაძე.


6 თვის განმავლობაში ფსიქორეაბილიტაციის უფასო კურსებით 20-მდე ექიმმა ისარგებლა. დამატებითი რესურსი „ექიმების მხარდაჭერის“ პროგრამაში 100-მდე ექიმის ჩართვის საშუალებას იძლევა.



ექიმების მხარდაჭერის პროგრამა ევროპაბეთის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებისა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკის ნაწილია. ბეთსონ ჯგუფის წარმომადგენელი საქართველოში ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი ღირებულების პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვას ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან ცდილობს.


„მენტალ ჰაბთან“ პარტნიორობა ჩვენთვის პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკის ნაწილია. რომელიც თავის მხრივ სამ მიამრთულებას პასუხისმგებლობა ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ. ფსიქოთერაპიის უფასო კურსები ლუდომანებისთვის ჩვენი დაფინანსებით თითქმის 1 წელია შეუფერხებლად მიმდინარეობს. როცა პროექტში მენტალ ჰაბის სახით ახალ პარტნიორს ვამატებდით, ნათლად დავინახეთ, რომ პანდემიის პარალელურად სამედიცინო პერსონალისთვის ასეთი სახის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნებოდა. მომართვიანობის გაზრდის შემთხვევაში მზად ვართ კიდევ გამოვყოთ დამატებითი ფინანსური რესურსი ამისთვის, იმ დრომდე სანამ ამის საჭიროება იქნება.“ ლაშა გოგუა, ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი.


„მენტალ ჰაბში“ ინდივიდუალური ფსიქოთერაპიის უფასო კურსის გასავლელად, მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე 0322 051911.



შეგახსენებთ, რომ „ევროპაბეთმა“ პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა 2019 წლის დეკემბერში წარადგინა. პირველი მასშტაბური ნაბიჯი კომპანიის მხრიდან რეკლამის თვითრეგულირება გახდა, კომპანიამ გარეთ განთავსებული ყველა ბანერი ჩამოხსნა და მედიაში საკუთარი კომუნიკაციის რეგულირება დაიწყო. მცირე ხანში კი ინოვაციური ტექნოლოგია დროის კონტროლი დანერგა.


რეკლამაში დაზოგილი თანხა „ევროპაბეთს“ საშუალებას აძლევს, ბიუჯეტი სპორტის განვითარების, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისა და სხვა მნიშვნელოვანი სოციალური საკითხებისკენ მიმართოს. ვებგვერდზე responsible.ge დეტალურადაა აღწერილი ყველა ის ტექნოლოგია თუ მეთოდი, რომლითაც „ევროპაბეთის“ მომხმარებლები სარგებლობენ.


(NS)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up