„ფრონტერა“ სახელმწიფოს სადაო საძიებო ტერიტორიას უბრუნებს- „დავუბრუნებთ სახელმწიფოს ამ ფართობს მათი სურვილისა და სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად“

„ფრონტერა“ სახელმწიფოს სადაო საძიებო ტერიტორიას უბრუნებს- „დავუბრუნებთ სახელმწიფოს ამ ფართობს მათი სურვილისა და სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად“

access_time2020-05-04 12:45:02

კომპანია „ფრონტერა“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „მიმდინრე წლის 29 აპრილს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაავრცელა საჯარო განცხადება ფრონტერასთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. განცხადება დაკავშირებულია საარბიტრაჟო დავასთან, რომელიც 2018 წ. ხელისუფლებამ წამოიწყო ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ და წარმოადგენს 2013 წლიდან მოყოლებული, კომპანიის სისტემატიური შევიწროვების, ობსტრუქციის, კონტრაქტის შეწყვეტისა და პროექტის ექსპროპრიაციის მრავალგზის წარუმატებელ მცდელობას.


არბიტრაჟის გადაწყვეტილება არ შეიცავს და არც გულისხმობს ფრონტერას კონტრაქტის შეწყვეტას. კორპორაციის ეს განცხადება გამიზნულია შეგნებულად გააგრძელონ უზუსტობებით სავსე, შეცდომაში შემყვანი და შეთხზული ინფორმაციის გავრცელება, ჩვენი კომპანიისთვის ზიანის მიყენებისა და დისკრედიტაციის მიზნით. მარტივად რომ ვთქვათ, მათ არც ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლება აქვთ და არც კონტრაქტი შეიცავს პირობას, რომელიც კონტრაქტის ვადამდელ ავტომატურ შეწყვეტას გულისხმობს. სწორედ ფრონტერასთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა იყო ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა, იმ ბრალდებით, რომ თითქოს კომპანია არღვევდა კონტრაქტის მთელ რიგ პირობებს, თუმცა სასამართლომ ხელისუფლების ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ხელისუფლების მოითხოვნა, რომ ფრონტერას დაკისრებოდა დაახლოებით 320 მილიონი ლარის გადახდა.


რაც შეეხება ხელისუფლების მოთხოვნას, დავაბრუნოთ გარკვეული საძიებო ტერიტორია, გვინდა განვმარტოთ, რომ ეს ის ფართობია, რომელზეც ხელისუფლება, წარმოდგენილი ენერგეტიკის ყოფილი მინისტრით, ნავთობის და გაზის კორპორაციისა და სააგენტოს ხელმძღვანელებით და კიდევ სხვებით, წლების განმავლობაში საჯაროდ აცხადებდა, რომ ეს ფართობი არის სრულიად უსარგებლო და უპერსპექტივო ნავთობისა და გაზის პოტენციალის მხრივ.



ჩვენ რა თქმა უნდა დავუბრუნებთ სახელმწიფოს ამ ფართობს მათი სურვილისა და სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. მივმართავთ ნავთობისა და გაზის კორპორაციას და სააგენტოს, რათა შევხვდეთ და ჩამოვაყალიბოთ არბიტრაჟის გადაწყვეტილების ერთობლივი საჯარო განცხადების ტექსტი, თუმცა ვერ დავთანხმდებით მთლიანი დოკუმენტის გასაჯაროვებას, რომელიც შეიცავს პერსონალურ, კომერციულ, ტექნიკურ, საკუთრების და სხვა კონფიდენციალურ ინფორმაციას, რამაც შესაძლოა შეასუსტოს ჩვენი პოზიცია მომავალში ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებული სამართალწარმოების შემთხვევაში. ჩვენ განვიხილავთ და შევაფასებთ ასეთი პროცესის დაწყებას იმ ჭრილში, რომ ამან ხელი შეუწყოს საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განსახორციელებლად. რამაც შესაძლოა კონსტრუქციული შეტყობინება გაუგზავნოს მათ, ვინც ცდილობს იარაღად გამოიყენოს სასამართლო, რათა შეტევა განახორციელოს საქართველოში მომუშავე ინვესტორებსა და სამუშაო ადგილების შემქმნელების წინააღმდეგ.



ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ფრონტერასა და ასევე სხვა ამერიკული ბიზნესის წინააღმდეგ მიმართული, საზოგადოებასთან ურთიერთობის ეს ყალბი და მავნე კამპანია. გვჯერა, რომ ახლა ყველა ღონეს უნდა მივმართოთ, რათა COVID-19 ით გამოწვეული პანდემიის შემდგომ პერიოდში სქართველოს დავეხმაროთ ეკონომიკის აღდგენაში. როგორც ყველაზე დიდი კერძო ამერიკელი ინვესტორი საქართველოში, ფრონტერა რჩება ამ ქვეყნის ერთგულ კორპორატიულ მოქალაქად იმ მისწრაფებით, რომ კახეთში ჩვენს მიერ ჩატარებული და მომავალში განხორციელებული სამუშაოების შედეგად, მივაღწიოთ საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, რომ კვლავაც გაგრძელდეს ინვესტიციების შემოდინება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“-ნათქვამია განცხადებაში. 


შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, სადაც „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ და „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო“ აცხადებს, რომ სახელმწიფომ „ფრონტერას“ წინააღმდეგ დავა მოიგო.


თეგები:
ფრონტერა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up