„ფრონტერა“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჯაროებაზე უარს აცხადებს -საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია

„ფრონტერა“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჯაროებაზე უარს აცხადებს -საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია

access_time2020-05-07 09:30:14

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ფრონტერა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჯაროვებაზე უარს ამბობს და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას განაგრძობს.


საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის“ წინააღმდეგ აღძრულ დავასთან დაკავშირებით, საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების გამოტანისა და სააგენტოს მიერ მითითებულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, ფრონტერას მხრიდან გახშირდა საარბიტრაჟო განხილვის შედეგების დამახინჯებისაკენ მიმართული საჯარო განცხადებები.


სააგენტო და კორპორაცია „ფრონტერასგან“  ელოდებიან ამ ტიპის განცხადებების ინტესივობის გაზრდას და წმინდა კომერციული დავის პოლიტიზირების მცდელობების გაგრძელებას, რაც ქართულ მხარეზე არაკეთილსინდისიერი ზეწოლის განხორციელებასა და დაინტერესებული პირების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.


საზოგადოებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, სააგენტომ და კორპორაციამ „ფრონტერას“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჯაროება შესთავაზეს, რაზედაც კომპანიამ უარი განაცხადა. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს „ფრონტერას“ შესაბამის ვალდებულებებს, როგორც ძებნა-ძიების ტერიტორიის დაბრუნების, ასევე შესაბამისი თანხების ანაზღაურების ნაწილში და არ შეიძლება დისკუსიის საგანს წარმოადგენდეს.



„ფრონტერას“ მცდელობის მიუხედავად, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა სრულად გაიზიარა კორპორაციისა და სააგენტოს პოზიცია, რომ „ფრონტერას“ განცხადებები ნავთობისა და გაზის მოცულობების აღმოჩენის თაობაზე უსაფუძვლოა და ვერ დასტურდება. ტრიბუნალმა არალეგიტიმურად სცნო „ფრონტერას“ მიერ ხელშეკრულების მის აფილირებულ კომპანია „ფრონტერა აშშ“-ზე გადაცემის მცდელობაც.


საარბიტრაჟო ტრიბუნალმა ცალსახად დაადგინა „ფრონტერას“ მხრიდან კონტრაქტის არსებითი დარღვევის ფაქტი, რამაც სახელმწიფოს კონტრაქტის შეწყვეტის უფლება მიანიჭა. ფრონტერას განცხადების საწინააღმდეგოდ, საარბიტრაჟო პრეტენზიები, რომელიც კორპორაციისა და სააგენტოს მიერ იყო წამოყენებული, სრულიადაც არ მოითხოვდა მხარეებს შორის ხელშეკრულების შეწყვეტას და ვერც მოითხოვდა, რადგან სამართლებრივად შეწყვეტის მოთხოვნა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ ხელშეკრულების არსებითი დარღვევის ფაქტი ფიქსირდება დეკლარაციაში, რაც მანამდე არ მომხდარა, თუმცა აისახა ტრიბუნალის საბოლოო გადაწყვეტილებაში. შედეგად, სააგენტომ, რომელიც სახელმწიფოს სახელით მოქმედებს, შესაბამისი სახელშეკრულებო დებულების საფუძველზე, ფრონტერას ხელშეკრულების შეწყვეტის შეტყობინება გაუგზავნა.


სააგენტოს მიერ გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე, მთელ საკონტრაქტო ფართობთან მიმართებაში, კონტრაქტი მიმდინარე წლის 27 ივლისს ავტომატურად შეწყდება. ფრონტერა ვალდებულია, გამოიყენოს განსაზღვრული 90 დღე კონტრაქტის შეწყვეტისა და სალიცენზიო ბლოკის დაბრუნებისთვის საჭირო ქმედებების განსახორციელებლად, მათ შორის მძიმე გარემოსდაცვითი მდგომარეობის გამოსასწორებლად.


სააგენტო და კორპორაცია „ფრონტერასთან“ პოლემიკის გაგრძელებას აღარ აპირებენ და კონტრაქტით გათვალისწინებულ შესაბამის პროცედურებს მიჰყვებიან“-ნათქვამია განცხადებაში. 


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up