Frontera: „ამ დროს რთულია დავარწმუნოთ ინვესტორები, რომ საქართველო საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყანაა“

Frontera: „ამ დროს რთულია დავარწმუნოთ ინვესტორები, რომ საქართველო საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყანაა“

access_time2020-02-14 16:35:46

სამართლებრივი დავა და საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინი ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და ფრონტერას შორის არსებული დავა აქტუალობას არ კარგავს. ამერიკელი ინვესტორების მიერ დაფუძნებული კომპანიის შევიწროვებაზე პრემიერ მინისტრმა გახარიამ რამდენიმე კონგრესმენის წერილიც მიიღო. რაც შეეხება ქართულ მხარეს, ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულების შეუსრულებლობაზე, დასაქმებულები კი რამდენიმე თვიან დავალიანებაზე საუბრობენ.


როგორია ამ ფონზე  „ფრონტერას“  გენერალური დირექტორის პოზიცია. ზაზა მამულაიშვილთან ინტერვიუ პირველმა არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორმა“ ჩაწერა.


როგორც ზაზა მამულაიშვილი ამბობს, „ფრონტერას“  მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ახალი არ არის. თუმცა, 2013 წლიდან კომპანიას  მთავრობასთან  საქმიანობა ძალიან გაურთულდა. მათ ყოველი ახალი ნებართვის მისაღებად სჭირდებოდათ წლები და კონგრესმენებსის ჩართულობა. კომპანიის დირექტორისთვის ასევე გაუგებარია რატომ არ აღიარებს საქართველოს მთავრობა 580 მლნ. ინვესტიციას, რომელიც კომპანიამ ქვეყანაში ჩადო. მაშინ, როდესაც საერთაშორისო აუდიტორებთან ერთად მათ საქმიანობას ყოველწლიურად ნავთობისა და გაზის კორპორაციაც  სწავლობს  და აკვირდება.


„ნავთობისა და გაზის კორპორაცია ყოველ წელს 10 კაციან ჯგუფს წარმოადგენს, რომ აუდიტი ჩაატაროს იმ ხარჯებისა და საქმიანობისთვის, რომელსაც კონკრეტულ წელს ვასრულებთ. ამ წლების განმავლობაში დეტალურად აქვთ შესწავლილი თუ რა თანხები შემოვიდა სად და რა  განთავსდა.რამდენიმე წელი მოუნდით, რომ სახელმწიფოს დაემტკიცებინა ჩვენთვის გაზსადენის პროექტი, მაშინ როდესაც სხვა კომპანიას, ვინც მსგავს სამუშაოებს ასრულებს, ძალიან მარტივად უმტკიცდებოდათ პროექტები. რომ არ ყოფილიყო ვაშინგტონიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა, კონგრესისა თუ ადმინისტრაციის ჩართულობა, იმ უფლებასაც კი არ მოგვცემდნენ, რომ ჩვენსავე მოპოვებულ გაზსადენში ჩვენსავე მოპოვებული გაზი გაგვეტარებინა.



ასეთ ვითარებაში სადაც კი სასამართლოა, ყველგან დავა გვაქვს სახელმწიფოს წინააღმდეგ, იმიტომ, რომ არ გვეთანხმება და კონტრაქტში დაწერილ პირობებს არ აღიარებს. ამ დროს რთულია დავარწმუნოთ ინვესტორები, რომ საქართველო არის მიმზიდველი ქვეყანა საინვესტიციოდ“- ამბობს ზაზა მამულაიშვილი.


კომპანიის გენერალური დირექტორისთვის გაუგებარია, ის პრეტენზიები რომელიც ეხება იმას, რომ კომპანია არ უნაწილებს სახელმწიფოს მოპოვებული ნავთობიდან და გაზიდან შემოსავალს, რადგან 580 მლნ ინვესტირების ფონზე ისინი მუდმივად ზარალზე არიან, რადგან ამ თანხიდან მხოლოდ 60 მლნ. გაზი და ნავთობის მოპოვება შეძლეს.


„ჩვენი კომპანია წაგებაშია, რადგან 580 მლნ. ინვესტირება განვახორციელეთ და 60 მლნ. ნავთობი გაზის გვაქვს მოპოვებული და რეალიზებული. რასაც ვერ ვიტყვით, სახელწიფოზე რომელიც პირველივე დღიდან მოგებაშია. ვინაიდან ბარელი ნავთობიდან და კუბური მეტრი გაზიდან სახელმწიფო იღებს წიაღის გადასახადს. გარდა ამისა, თანამშრომლების ხელფასებიდან, კონტრაქტორების შემოსავლიდან, მათი ხელფასებიდან სახელმწიფოს ხაზინაში შედის დიდი თანხა და ეს პირველივე დღიდან ასეა. დიდი ხანია შევთავაზეთ თანამშრომლებს ვის მიმართაც გვაქვს დავალიანება, რომ ავუნაზღაურებდით და მათ ხელი უნდა მოეწერათ ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტისთვის, რომელიც ჩვენთვის გაუგებარი მიზეზის გამო ჩვენს თანამშრომლებს სახლში ხელმოუწერლად უდევთ. სამწუხაროდ, აქაც სახელმწიფოს მხრიდან მოხდა ისეთი ჩარევა, რომ არ აწერენ ხელს. არ ვიცი აქეზებენ ამ ადამიანებს თუ მოლოდინს უჩენენ,მაგრამ შედეგი სახეზეა. როგორც კი ხელს მოაწერენ მზადაა კომპანია, რომ დაფაროს დავალიანება.“-განმარტავს მამულაიშვილი.


„ფრონტერა“  ღრმადაა დარწმუნებული, რომ საქართველოში არსებობს ნავთობისა და გაზის მარაგები და მათ სურთ საქართველოში საქმიანობა გააგრძელონ. საარბიტრაჟო დავა რომელიც საქართველოსა და „ფრონტერას“ შორის მიმდინარეობს გაზაფხულზე დასრულდება. არბიტრაჟის დასრულებაც  და სწორედ ამ პერიოდისთვის ელოდებიან არბიტრაჟის გადაწყვეტილებას.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up