Frontera Resources: „ მთავრობის გადაწყვეტილება, ქვეყანაში მომუშავე უმსხვილესი კერძო ამერიკელი ინვესტორისთვის არბიტრაჟში ეჩივლა, სიურპრიზი იყო“

Frontera Resources: „ მთავრობის გადაწყვეტილება, ქვეყანაში მომუშავე უმსხვილესი კერძო ამერიკელი ინვესტორისთვის არბიტრაჟში ეჩივლა, სიურპრიზი იყო“

access_time2020-03-05 14:36:01

აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესებაც კონგრესმენი დენ ქრენშოუც შეუერთდა.დენ ქრენშოუ წარმომადგენელთა პალატის წევრია ტეხასის შტატის მეორე ოლქიდან, წარმოადგენს რესპუბლიკურ პარტიას.საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესებას ამჟამად 7 მომხრე ჰყავს.ბოლო ორ თვეში საქართველოს მთავრობისთვის აშშ-ს კონგრესმენების მიერ გამოგზავნილ წერილებში გამოთქმული იყო შეშფოთება მიმდინარე მოვლენების, აქციების დაშლის, პროპორციული სისტემის ჩაგდების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნის გამო და აღნიშნული იყო, რომ საქართველოსა და ამერიკის პარტნიორობა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.


აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა მარკუეინ მალინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ღია წერილით 13 იანვარს მიმართა. „ამერიკული და ევროპული ბიზნესინტერესები საქართველოში შევიწროებასა და ექსპროპრიაციის მიზნით, თავდასხმებს დაექვემდებარნენ. ამის შესანიშნავი მაგალითია ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources ტეხასიდან.“ - წერდა კონგრესმენი.


შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, „კომერსანტი“ გთავაზობთ ნავთობისა და გაზის ამერიკული კომპანია საქართველოში Frontera Resources-ის დირექტორ ზაზა მამულაიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუს: 

 

-ამერიკის კონგრესის მიერ საქართველოს მთავრობის მისამართით გამოგზავნილ წერილში რესპუბლიკელი კონგრესმენი ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო თავის შეშფოთებას გამოხატავს. ბიზნესის შევიწროების ერთ-ერთ მაგალითად მას კომპანია Frontera Resources მოჰყავს, რომელთანაც საქართველო ამჟამად საერთაშორისო არბიტრაჟში დაობს. როგორ შეაფასებთ სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმართ ასეთ დამოკიდებულებას და რა შეხედულება გაქვთ საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე? ხდება თუ არა დღეს ბიზნესზე და საქართველოში ამერიკული კომპანიების საქმიანობაზე ზეწოლა?

 

-სამწუხაროდ,საინვესტიციო გარემო ნამდვილად არ არის კარგი და ამის ერთერთი დამადასტურებელია ის, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ორჯერ შემცირდა უცხოური ინვესტიციები საქართველოში. ამ შემცირებულ ინვესტიციებს ოფშორებიდან, მაგალითად პანამიდან შემოსული თანხები რომ გამოვაკლოთ აღმოჩნდება, რომ მინიმუმამდეა დასული უცხოური ინვესტიციების მოცულობა. ამ მხრივ, ამერიკული ინვესტიციები ალბათ პირველია იმ რიგებში,  რომელიც საკმაოდ დიდ შევიწროებას განიცდის ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენი ინვესტიცია, რომელიც ნახევარ მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს, ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია.   სწორედ ეს არის იმ შეშფოთების საფუძველი, რასაც ამერიკელი კონგრესმენები გამოხატავენ, ამერიკული კომპანიების შევიწროებასთან დაკავშირებით.

 

-რა სახის შევიწროებებზეა საუბარი?

 

- Frontera Resources-მა როგორც ბუნებრივი აირის, ასევე ნავთობის  საკმაოდ დიდი მარაგი აღმოაჩინა საქართველოში.  სწორედ ამ პროცესში, როცა დავიწყეთ ბუნებრივი გაზის მოპოვება, ხელშეკრულების მიხედვით ჩვენ გვქონდა უფლება, რომ აგვეშენებინა გაზსადენი და შევერთებოდით მაგისტრალურ გაზსადენს, რათა მომხმარებლისთვის ჩვენს მიერვე მოპოვებული გაზი მიგვეწოდებინა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით ამის უფლება გვქონდა, ენერგეტიკის სამინისტრომ და შესაბამისმა უწყებებმა უარი გვითხრეს გაზსადენის აშენებაზე.კომპანია ყველა დონეზე ეცადა მთავრობაში, რომ გადაწყვეტილებისთვის მიეღწია, მაგრამ არაფერი არ მოხდა, სანამ ისევ კონგრესმენების მხრიდან არ მოხდა ჩარევა და არ მიმართა მთავრობას, რომ ეს ნებართვა გაეცა.  ავაშენეთ გაზსადენი და მთავრობამ უარი გვითხრა ლიცენზიის გაცემაზე, რომელიც გვჭირდებოდა ამ გაზსადენში ჩვენსავე მიერ მოპოვებული გაზის ტრანსპორტირებაზე. ხელახლა შედგა კომუნიკაცია ისევ კონგრესიდან და შემდეგ მოგვცეს ლიცენზია. ასეთ ვითარებაში, როდესაც რთულდება პროცესი, არ სრულდება ხელშეკრულების პირობები, უგულებელყოფილია კომპანიის უფლებები, ძალიან რთულია შემდგომი ინვესტიციის განხორციელება.


 

-რაც შეეხება საერთაშორისო არბიტრაჟზე საქართველოს მთავრობასა და  „ფრონტერას“ შორის დავას, რა ეტაპზეა ეს დავა? ხომ არ ფიქრობთ, რომ მოლაპარაკებები გააგრძელოთ მთავრობასთან?

 

-ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ არბიტრაჟი სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს და ასეც იქნება. ჩვენ ასევე გვჯერა ჩვენი პოზიციის სიმართლის. თითქმის 24 წელია ვმუშაობთ საქართველოში და არასდროს არ დაგვირღვევია კონტრაქტის არცერთი პირობა. დიდი სიურპრიზი იყო ჩვენთვის მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში მომუშავე უმსხვილესი კერძო ამერიკელი ინვესტორისთვის არბიტრაჟში ეჩივლა. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება.

 

რაც შეეხება მოლაპარაკებებს,  არბიტრაჟის დაწყებამდე და მისი მსვლელობის დროსაც  მუდმივად მივმართავდით მთავრობას. არც ერთ ქვეყანას სახარბიელოდ  არ წარმოაჩენს, როცა ენერგეტიკის დარგში ყველაზე დიდ ინვესტორს სასამართლოში უჩივის  მითუმეტეს მაშინ, როცა ამის არც თუ ისე სოლიდური საფუველი ჰქონდათ ამის, საერთოდ არ ჰქონდათ საფუძველი.

 

 მუდმივად გვინდოდა, რაღაც შეთანხმებისთვის მიგვეღწია, რადგან ეს თავიდან ააცილებდა ყველა მხარეს დიდი ხარჯების გაწევას არბიტრაჟის მსვლელობის პერიოდში. უკეთესად გამოაჩენდა ქვეყანას და უფრო მიმზიდველს გახდიდა საინვესტიციო კუთხით სხვადასხვა კომპანიებისთვის. სამწუხაროდ პროცესი, რომელიც ჩვენ გვეგონა რომ  შეთანხმებისკენ მიდიოდა, საბოლოო ჯამში არც თუ ისე შინაარსიანი პოზიციით დასრულდა.  ამ ეტაპზე შეთანხმებაზე არანაირ მოლაპარაკებებს ადგილი არ აქვს.  ინტენსიური  მოლაპარაკებები  მთავრობასთან დაახლოებით 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, განსახილველ საკითხებზე ვთანხმდებოდით კიდეც. სახელმწიფომ გამოთქვა სურვილი, რომ მეტი ეკონომიკური ინტერესი ჰქონოდა ამ ხელშეკრულებაში და ჩვენ მზად ვიყავით, რომ ეს ასეც მომხდარიყო.   ბოლოს რა საკითხებიც წამოწიეს უკვე არსებული შეთანხმების ფონზე, დავრწმუნდით რომ გულწრფელი არ იყო მათი მოქმედება. წამოიწია  ისეთმა საკითხებმა, რომელიც დღის წესრიგში არ იყო. მათ მოინდომეს სხვადასხვა მუხლის შეცვლა კონტრაქტში ისე, რომ ეს რადიკალურად ცვლიდა ეკონომიკურ ინტერესს კოპანიისთვის ამ კონტრაქტში.  როდესაც ნახევარ მილიარდზე მეტ ინვესტიციას განახორციელებ და შემდეგ ფუნდამენტალურად მოინდომებ სახელმწიფო ამ კონტრაქტის ეკონომიკური პირობების შეცვლას, ასეთ ვითარებაში ძალიან რთულია მუშაობა და პრაქტიკულად შეუძლებელი.

 

თუმცა, ჩვენ მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, მაგრამ იმედი არ მაქვს, რომ მეორე მხარეს  ასეთ ინტერესი არსებობს,  რომ ეს დავა შეთანხმებით დასრულდეს.  

 

-ხომ არ გაქვთ მოლოდინი ან ვარაუდობთ თუ არა, რომ აშშ-დან საქართველოს მთავრობა მორიგ წერილს მიიღებს ამ საქმეზე?

 

-არ გამოვრიცხავ და ვფიქრობ, რომ კიდევ იქნება ასეთი კომუნიკაცია აშშ-ს მხრიდან. ძალიან ბევრი ადამიანი ამერიკის როგორც პოლიტიკურ, ასევე საქმიან წრეებში  მართლაც რომ შეშფოთებულია ამ ვითრებით. წლების განმავლობაში იმის აღქმა, რომ საქართველო აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორია, რეალურად არ აისახა ამერიკული ინვესტიციების მიმართ მეგობრულ დამოკიდებულებაში.

 

„ამერიკული ინვესტიციების მიმართ მტრული დამოკიდებულება“  - ასეთი ენით არის ასახული ამერიკელების განწყობა საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ვფიქრობ, რომ რაღაც კომუნიკაცია ალბათ კიდევ იქნება იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი არის მზად, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ამ ურთიერთობის გაუმჯობესებაში და ამერიკული ბიზნესისთვის უკეთესი საინვესტიციო პირობების შექმნაში.  

 

-გავრცელდა ინფორმაცია ფრონტერას 11 თვიანი დავალიანების შესახებ თანამშრომლებთან. გაიმართა საპროტესტო აქციებიც, რა სიტუაციაა ამ კუთხით ახლა და როგორ შეაფასებდით შექმნილ აჟიოტაჟს?

-საქართველოში მუშაობის 24 წლის მანძილზე „ფრონტერას“ არასდროს ჰქონია დავალიანება არავისთან.  როდესაც ვლაპარაკობთ მთავრობის მხრიდან შევიწროებაზე,  ეს შემთხვევა არის ამ სტრატეგიის ნაწილი. მაღალი თანამდებობის პირები მუდმივად აქეზებენ ჩვენს ყოფილ თანამშრომლებს და სწორედ ამ ადამიანების წაქეზების გამო შეიქმნა ეს ვითარება, თითქოს არსებობს 11 თვიანი დავალიანება. იყო ემოციური გამოსვლები, მოვიდნენ ჩვენს ოფისთანაც.  ეს არის ხელონურად შექმნილი ვითარება, რომლის მიზანი არის ერთადერთი, რომ მოახდინონ კომპანიის საქმიანობის და სახელის დისკრედიტაცია.  ეს ყველაფერი წლების წინ დაიწყო და არა მხოლოდ საქართველოში. საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა, რომ კომპანიის იმიჯი  ვაშინგტონში, მოლდივაში და სხვა ქვეყნებშიც შეელახა. სამწუხაროდ, ბევრმა ოფიციალურმა პირმა ნეგატიური როლი ითამაშა და ახლაც ასრულებენ. ასეთ აქციებს აწყობენ, ჰყავთ ლობისტები,  სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოები ავრცელებენ ამბავს თითქოს ჩვენ არ ვართ სანდო კომპანია.

 

-აპირებთ თუ არა საზოგადოებასთან მეტ კომუნიკაციას?

-საზოგადოებასთან აქტიურ კომუნიკაციას ნამდვილად ვაპირებთ. ჩვენ გვინდა ხალხმა გაიგოს რამხელა სიმდიდრის პატრონია ეს ქვეყანა და რამდენად წააგება მის ეკონომიკურ სიძლიერეს ის მრავალმილიარდიანი ათვისების გეგმა და პროცესი რაზეც ახლა ვმუშაობთ. გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ უკეთესი საინვესტიციო გარემო შეიქმნას ქვეყანაში და არა ისეთი როგორიც ახლაა. თუ ასე გაგრძელდა  კიდევ უფრო უარეს ფორმებს მიიღებს.


მარიამ მორგოშია 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up