„ფრონტერა“ - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკაა, ამოძირკვოს შეერთებული შტატების კერძო სექტორის ინვესტიციები საქართველოში

„ფრონტერა“ - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკაა, ამოძირკვოს შეერთებული შტატების კერძო სექტორის ინვესტიციები საქართველოში

access_time2020-05-13 12:10:18

საქართველოს ხელისუფლება, მისი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რომ არბიტრაჟის საშუალებით შეეწყვიტა კომპანიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონტრაქტი, აგრძელებს სასამართლოს გადაწყვეტილების უგულველყოფას,- ამის შესახებ ამერიკულ ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერას” განცხადებაშია აღნიშნული.


„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაემორჩილოს საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას და შეწყვიტოს ჩვენი ბიზნესის შევიწროვება, მუქარა და კომპანიის დაშინება. თანამშრომლობის სულისკვეთებით, „ფრონტერამ“ მიმართა ხელისუფლებას, რათა გავაკეთოთ ერთობლივი საჯარო განცხადება არბიტრაჟის გადაწყვეტილების შესახებ, რაზეც ხელისუფლება არ გვპასუხობს. 2013 წლიდან დაწყებული, ხელისუფლება მუდმივად ცდილობს „ფრონტერას“ კონტრაქტის ექსპროპრიაციას, ეს მცდელობა წარმოადგენს ნაწილს, არსებული და მეტად სერიოზული ტრენდისა, რომ ბოლო მოუღონ კერძო ამერიკულ ინვესტიციებს ქვეყნაში. როგორც ყველაზე დიდი ამერიკელი ინვესტორი საქართველოში, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტონ ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ მიმართული შევიწროვების და ექსპროპრიაციის მცდელობა. „ფრონტერა“ არ არის ერთადერთი ამერიკული კომპანია რომელსაც ხელისუფლება ასე ექცევა. ამ ბოლო წლებში ამერიკული კომპანიები, რომელთაც მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელეს ქვეყანაში, კერძოდ: Philp Morris, Georgian American Alloys, Iconia Capital LLC, Overseas Mining Group, BMCN Holdings LLC და Conti Group, ყველამ გამოსცადა ბიზნესის მეტად უხეში, რუსულ-ვენესუელური სტილის დევნა საქართველოში. როგორც კი აშშ მთავრობა ვაშინგტონიდან ცდილობს საჯაროდ მიუთითოს ამ საკითხზე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მაშინვე თავს ესხმიან მათ საჯარო შეურაცხყოფით და ადანაშაულებენ კორუფციასა და არაინფორმირებულობაში. ბოლო წლებია, საქართველოს საელჩო ვაშინგტონში და ხელისუფლების წარმომადგენლები თბილისში, ცდილობენ დააჯერონ საზოგადოება იმაში, რომ თითქოს საქართველოში 276 ამერიკული კომპანიაა, რომელთაც არასოდეს ჰქონიათ პრობლემები.



ეს არ არის სიმართლე. ისეთი ამერიკული კომპანია, რომლის სათაო ოფისი ამერიკაშია ან საერთოდ აქვს ოფისი შეერთებულ შტატებში, რომელიც ინვესტიციას ახორციელებს საქართველოში, ასობით ადამიანს ასაქმებს და მნიშვნელოვან ღირებულებას ქმნის ქვეყნისათვის გაცხადებული 276 კი არა ალბათ 10- ზე ნაკლებია. „ფრონტერა“ საქართველოში 1997 წლიდან მუშაობს. ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ მონაწილე ამ შესანიშნავი ქვეყნის აღმშენებლობისა, რაც დანგრეული არშემდგარი სახელმწიფოდან Frontera Resources Corporation - 3040 Post Oak Blvd, Suite 1100 - Houston, Texas 77056 U.S.A დაიწყო. ქვეყნის მიისწრაფება თავისუფლების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და საბაზრო ეკონომიკისაკენ იყო ის მიმზიდველი ძალა, რის გამოც ამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განვახორციელეთ, რაც 500 მილიონ დოლარს აჭარბებს და რითაც შევქმენით საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პერსპექტივა. 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრასაც კი არ შევუშინებივართ, რომ შეუფერხებლად გაგვეგრძელებინა ინვესტიციები და სამუშაოები, რომელიც ერთი დღითაც კი არ შეგვიჩერებია. პირიქით, ამან საქართველოს კიდევ უფრო პატრიოტულ ნაწილად გვაქცია, როგორც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მიმართული ქართულ-ამერიკული პარტნიორობა. სამწუხაროდ, 2013 წლიდან დაწყებული, ჩვენ ვხედავთ ანტიამერიკულ ტრენდს, ისეთი უარყოფითი ზეგავლენით, რომლის მსგავსი საქართველოში რუსეთის შემოჭრასაც არ ჰქონდა. შესაძლოა სწორედ ამ პერიოდში ხდება იმ საქმის დასრულება, რომელიც 2008 წელს ვერ მოხერხდა. ამიტომაც მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს მზარდი არალიბერალური პოლიტიკა, რომელიც მიმართულია „ფრონტერასა“ და სხვა ამერიკული კომპანიების საქმიანობის დანგრევისკენ საქართველოში”,-აღნიშნულია განცხადებაში.




თეგები:
ფრონტერა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up