„ფრონტერა“ -„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ყალბი და არაკეთილგანწყობილი პიარ კამპანია „ფრონტერასა“ და საქართველოში მომუშავე სხვა ამერიკული ბიზნესის წინააღმდეგ“

„ფრონტერა“ -„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ყალბი და არაკეთილგანწყობილი პიარ კამპანია „ფრონტერასა“ და საქართველოში მომუშავე სხვა ამერიკული ბიზნესის წინააღმდეგ“

access_time2020-04-29 15:00:33

კომპანია  „ფრონტერა“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „გასულ კვირას ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ და მათ მიერ დაქირავებულმა იურისტებმა, შეგნებულად გააკეთეს არასწორი საჯარო განცხადებები, იმ საარბიტრაჟო დავის შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც 2018 წელს საქართველოს მთავრობამ წამოიწყო ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ.


საქართველოს ხელისუფლებისა და მათი დაქირავებული იურისტების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები გამიზნულია შეცდომაში შეყვანისა და საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების სინამდვილეში არსებული შედეგიდან ყურადღების გადატანისათვის. სამთავრობო მედიისა და ასევე სხვა საშუალებებით ხელისუფლებამ გაავრცელა ყალბი ახალი ამბები, რომელიც განზრახ ამახინჯებს არბიტრაჟის შედეგებს.


ამ განცხადებებმა და ყალბმა ახალმა ამბებმა გამიზნულად შელახეს ჩვენი კომპანიის მიერ საქართველოში ოცდაოთხი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოები და მასთან დაკავშირებული ინვესტიციები, რაც $ 500 მილიონ დოლარს აჭარბებს. ამ დღეებში გავრცელებული ასეთივე ყალბი ამბები და საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წევრის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები შეიცავს შეუფერებელ მცდელობას შეურაცხყონ აშშ ხელისუფლება და მოახდინონ როგორც მათი, ასევე ფრონტერას მსგავსი ამერიკული ბიზნესის სხვა მხარდამჭერთა დისკრედიტაცია. ამასთანავე, შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებასთან ერთად, ხელისუფლების მიერ დაქირავებულმა იურისტებმა სწრაფად გამონახეს საშუალება მოეხდინათ კაპიტალიზაცია ამ შეთხზული ამბის შეუფერებელი გავრცელებით და გაეკეთებინათ თავიანთი ბიზნესის რეკლამირება იურიდიულ, სავაჭრო და სოციალურ მედიაში. ეს არ არის გასაკვირი, ვინაიდან ხელისუფლების იურიდიულმა მრჩევლებმა გაასაჯაროვეს, რომ მათ გასამრჯელოდ 30 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს ( $ 9 მილიონი დოლარი) სახელმწიფო ხაზინიდან, ფრონტერას წინააღმდეგ დაწყებული დავისთვის. ნამდვილად კარგი ბიზნესია.


ამის გამო, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს ყალბი და არაკეთილგანწყობილი პიარ კამპანია ფრონტერასა და საქართველოში მომუშავე სხვა ამერიკული ბიზნესის წინააღმდეგ. ფრონტერა კმაყოფილია საარბიტრაჟო საამართლოს გადაწყვეტილების შედეგით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა სასტიკი და წარუმატებელი ტაქტიკით ცდილობდა საქართველოს ხელისუფლება აუხსნელი მიზეზებით, სისტემატიურად ხელი შეეშალა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს, ნავთობისა და გაზის სექტორში მიმდინარე სამუშაოებისათვის, მასში დასაქმებული ასობით ქართველ თანამშრომლისათვის, კონტრაქტორებისა თუ სხვა ბიზნესებისათვის.



ამ გამოწვევებით სავსე დროს, რაც საქართველოში COVID-19 ის გამო არსებული საგანგებო მდგომარეობით არის გამოწვეული და საქართველოს უამრავი მოქალაქეს ტანჯავს, ჩვენ ღრმად გვწამს, რომ არ უნდა დავიშუროთ ნებისმიერი მცდელობა, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკის აღდგენას პანდემიის შემდგომ პერიოდში. ამ კონტექსტში, როგორც კერძო სექტორის ყველაზე დიდი ამერიკელი ინვესტორი საქართველოში, ფრონტერა კვლავაც რჩება საქართველოს ერთგულ კორპორატიულ მოქალაქედ, იმ ვალდებულებით, რომ მიეხმაროს ქვეყანას ხელახლა ააშენოს თავისი ეკონომიკა და მიაღწიოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, რაც კახეთის რეგიონში ჩვენს მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად დადგება.


ახლა, როცა ხელისუფლების მიერ კომპანიის წინააღმდეგ დაწყებული იურიდიული სამართალწარმოება დასრულდა, ვიმედოვნებთ რომ გადავერთვებით უფრო კონსტრუქციულ სულისკვეთებაზე. გვჯერა, რომ ნაცვლად ამერიკული ბიზნეს ინტერეების წინააღმდეგ დახარჯული ძვირფასი ფინანსური სახსრებისა ხელისუფლება გამოძებნის გზას, რათა ეს ფინანსური საშუალებები მიმართოს გაჭირვებაში მყოფი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. ხოლო ფრონტერასთან და სხვა მსგავს კომპანიებთან გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას, რათა უცხოური პირდაპირი ინვესტიციები კვლავ შემოვიდეს ქვეყანაში ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“-ნათქვამია კომპანია „ფრონტერას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, სადაც „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ და „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო“  აცხადებს, რომ სახელმწიფომ „ფრონტერას“ წინააღმდეგ დავა მოიგო. 


სოფო ქსოვრელი 




თეგები:
ფრონტერა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up