ფრონტერა  მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია

ფრონტერა მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია

access_time2020-05-28 16:15:17

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ/კორპორაცია) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან (ნგსს/სააგენტო) ერთად მოუწოდებს ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“, თავი შეიკავოს არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან, საარბიტრაჟო განხილვის რეალური შედეგების საწინააღმდეგო ცნობების გავრცელებისგან და ამ გზით სამართლებრივი დავისთვის პოლიტიკური სახის მიცემისგან. აქვე, „ფრონტერამ“ პატივი უნდა სცეს მხარეთა მიერ შეთანხმებული დავების განმხილველი ინსტიტუტის - საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილებას და უნდა უზრუნველყოს მისი აღსრულება. აქვე, ნებისმიერი გაუგებრობის, საზოგადოებისა და დაინტერესებული პირების შეცდომაში შემყვანი ცნობებისგან დაცვის მიზნით, ვთავაზობთ და მოვუწოდებთ „ფრონტერას“, განაცხადოს თანხმობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებისთვის კონფიდენციალური დოკუმენტის სტატუსის მოხსნასა და, შესაბამისად, მის გასაჯაროებაზე.


იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპამდე „ფრონტერა“ უარს აცხადებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჯაროებაზე, ხოლო ქართული მხარე ამ ეტაპზე თავს იკავებს ცალმხრივი მოქმედებისგან, შემოვიფარგლებით გადაწყვეტილების მხოლოდ ძირითადი პოსტულატების შესახებ მოკლე ინფორმაციით, რათა დავიცვათ სახელმწიფოს საინვესტიციო იმიჯი და დავაკმაყოფილოთ დაინტერესებულ პირთა ინტერესი:  საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარი დაუჭირა ქართული მხარის სამართლებრივ პოზიციას და  დააკმაყოფილა კორპორაციისა და  სააგენტოს მიერ წარდგენილ  მოთხოვნათა აბსოლუტური უმრავლესობა. კერძოდ, საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ ფრონტერამ არსებითად დაარღვია კონტრაქტი (პწგხ), რაც, თავის მხრივ, კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ფრონტერა” ვალდებულია, აუნაზღაუროს კორპორაციას მის ნაცვლად გადახდილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის თანხა და, ამასთანავე, საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით გაღებულ ხარჯთა უდიდესი ნაწილი, ჯამში 6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.


მნიშვნელოვანი და სამწუხაროა, რომ ნაცვლად საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების უზრუნველყოფისა, „ფრონტერამ“ წამოიწყო შეცდომაში შემყვანი და სახელმწიფოს იმიჯის დამაზიანებელი საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც, არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების გზით, ამავე კამპანიაში ჩართო აშშ-ის კონგრესის წევრები - საქართველოს მეგობრები, რომლებიც, დაეყრდნენ რა კომპანიის მიწოდებულ ინფორმაციას, სამართლიანად აღშფოთდნენ ამერიკული ბექრაუნდის მქონე კომპანიის ინტერესების შელახვითა და მოკავშირე სახელმწიფოს - საქართველოს მოქმედებით. ხსენებული რეაქცია გასაგები და გასაზიარებელი იქნებოდა, რომ არა მათთვის „ფრონტერას“ მიერ მიწოდებულ ცნობათა ყალბი ხასიათი.  


სამწუხაროა, რომ „ფრონტერა“ მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი. მაგრამ, ორმაგად სამწუხაროა და უკიდურესად მავნებელია, რომ მისი ამ არაკეთილსინდისიერებით იგი აზიანებს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობებს, ისევე როგორც აფერხებს საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი  ევროკავშირისა და ნატოსკენ დაახლოების პროცესს, ახდენს ქვეყნის საგარეო კურსის საბოტაჟს. ქართული მხარე მერამდენედ მოუწოდებს „ფრონტერას“, პატივი სცეს გაეროს მიერ მხარდაჭერილი ჰააგის მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაცხადოს თანხმობა 2020 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების გასაჯაროებაზე.


ინფორმაცია „ფრონტერას“ შესახებ



„ფრონტერა“ არის კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული ე.წ. ჭურვი კომპანია (Shell company), კონტრაჰენტი, რომელმაც არსებითად დაარღვია პწგხ, იგი უარს აცხადებს თავისი ქართველი თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდაზე; ამავე დროს, მის მიმართ არსებობს მთელი რიგი საჩივრები აშშ-სა და კაიმანის კუნძულებზე. „ფრონტერა“ უარს აცხადებს საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების გასაჯაროებაზე, რომელიც დაიწყო ჰააგის მუდმივმოქმედ სასამართლოში და რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება გაეროს მიერ დაფინანსებულ საარბიტრაჟო წესებს (UNCITRAL).  ნაცვლად იმისა, რომ პატივი სცეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, იგი  ცდილობს დამალოს საარბიტრაჟო დავაში  დამარცხება ფაქტებისა და გარემოებების  დამახინჯებული  ინტერპრეტირებისა და ყალბი და დაუსაბუთებელი ბრალდებების მოშველიების გზით. აქვე დავძენთ, რომ 2019 წელს „ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენი“, „ფრონტერას“ დამფუძნებელი კომპანია და, შესაბამისად, მისი ერთ-ერთი შვილობილი კომპანია კაიმანის კუნძულებზე, მოიხსნა ლონდონის საფონდო ბირჟის ალტერნატიული საინვესტიციო ბაზრიდან (AIM). 


სახელშეკრულებო დავისა და საარბიტრაჟო განხილვის წინაპირობა


2018 წლის 15 ნოემბერს კორპორაციამ და სააგენტომ დაიწყეს საარბიტრაჟო განხილვა „ფრონტერას“ წინააღმდეგ და შეიტანეს საარბიტრაჟო მოთხოვნა ჰააგის მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოში ფრონტერას მიერ პწგხ პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. პწგხ ითვალისწინებს დავის მოგვარებას მხარეთა შეთანხმებით, გაეროს მიერ დაფინანსებული საარბიტრაჟო წესების (UNCITRAL) ნეიტრალურ ფორუმამდე. ამ დავების მოგვარების პროცესი არის კანონის უზენაესობის ძირითადი გარანტი.


საარბიტრაჟო სასამართლომ 2020 წლის 17 აპრილს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება. სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დაადგინა, რომ ფრონტერამ არსებითად დაარღვია პწგხ. ამასთანავე, სასამართლომ  ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს და ფრონტერა აშშ-ს (სოლიდარული მოპასუხე პროცესში) დააკისრა მოსარჩელეებისთვის ხარჯებისა და ზარალის ანაზღაურება, რაც ჯამურად დაახლოებით 6 მილიონი აშშ დოლარია.


დავის ინიცირების საწყის ეტაპზევე კორპორაციამ და სააგენტომ აიღეს ვალდებულება სრულად დაეცვათ და დამორჩილებოდნენ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, აგრეთვე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებამდე თავი შეეკავებინათ პწგხ-ს საფუძველზე ცალმხრივად უფლების გამოყენებისაგან. მეტიც, თავდაპირველი პწგხ ითვალისწინებდა 10-წლიან ძებნა-ძიების პერიოდს, ხოლო კორპორაცია და სააგენტო ნებაყოფლობით დათანხმდნენ ვადის ორჯერ გაზრდას, - მთლიანობაში 20 წლამდე ვადით. ეს ვადა ამოიწურა 2017 წლის ნოემბერში და, შესაბამისად, ფრონტერას უნდა დაეტოვებინა ექსპლუატაციის მიღმა არსებული ძებნა-ძიების ტერიტორიები. აქედან გამომდინარე, მოსაზრება, რომ თითქოსდა კორპორაციას და სააგენტოს სურდათ თავად გაეკონტროლებინათ საძიებო ტერიტორია, ყოველგვარ აზრს მოკლებულია.


ბიზნეს საქმიანობა საქართველოში


საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში კერძო სექტორისთვის ბიზნესის კუთხით. კომერციული დავების მოგვარება, ხელშეკრულებით ნაკისრი სამართლებრივი პროცედურების მთლიანობის დაურღვევლობის გარეშე, აუცილებელია ბიზნეს საქმიანობისთვის. ხელშეკრულების დაცვა საქართველოს მხრიდან უზრუნველყოფს მულტინაციონალურ კომპანიებს ინფორმირებულობით და ნდობით, რომ საქართველო იცავს კანონის უზენაესობას და ამავდროულად არის კეთილმოსურნე ქვეყანა ხანგრძლივი ინვესტიციებისთვის.

 

  • მსოფლიო ბანკის წლიური “ბიზნეს საქმიანობის” რეიტინგის მიხედვით, საქართველო მე-7 საუკეთესო ქვეყანაა მსოფლიოში ბრიტანეთსა და ავსტრალიაზე წინ.
  • Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ 2020 წლის კვლევის მიხედვით, საქართელოს სარეიტინგო ქულამ ისტორიული მაქსიმუმს მიაღწია და მსოფლიო რეიტინგში მე-12 პოზიცია დაიკავა.
  • EuCham-ის ყოველწლიურ კვლევაში საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში  70 ქულით მე-18 ადგილზე გავიდა.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up