Frontera აშშ-ის კონგრესიდან მორიგ წერილს არ გამორიცხავს

Frontera აშშ-ის კონგრესიდან მორიგ წერილს არ გამორიცხავს

access_time2020-03-03 10:00:40

„არ გამოვრიცხავ აშშ-ს მხრიდან მორიგ გამოხმაურებას და ვფიქრობ,  რომ კიდევ იქნება ასეთი კომუნიკაცია.“ - ნავთობისა და გაზის ამერიკული კომპანია საქართველოში Frontera Resources-ი ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან ამერიკული ინვესტიციების მიმართ დამოკიდებულებაზე მორიგი წერილის მიღებას  არ გამორიცხავს.  


აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა მარკუეინ მალინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ღია წერილით 13 იანვარს მიმართა. „ამერიკული და ევროპული ბიზნესინტერესები საქართველოში შევიწროებასა და ექსპროპრიაციის მიზნით, თავდასხმებს დაექვემდებარნენ. ამის შესანიშნავი მაგალითია ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources ტეხასიდან.“ - წერს კონგრესმენი.


თებერვალში ტეხასის შტატის კონგრესმენმა, რენდი ვებერმაც ასევე ღია წერილით შეშფოთება გამოთქვა  დემოკრატიულ ღირებულებებთან , საინვესტიციო გარემოსთან და ამერიკული კომპანიების შევიწროებასთან დაკავშირებით. „ამერიკული და ევროპული ბიზნესი ასეთ გარემოში მნიშვნელოვან გამოწვევებს ხედავს და არის შევიწროების, კონტრაქტების გაწყვეტის , ექსპროპრიაციისა დათავდასხმების შემთხვევები. ამის მაგალითია გაზისა და ნავთობის კომპანია ჩემი მშობლიური შტატიდან, ჰიუსტონიდან Frontera Resources.”- წერს ვებერი.


ამერიკელი კონგრესმენების წერილების „მთავარი გმირი“,  კომპანია Frontera Resources-ი მომავალშიც არ გამორიცხავს დასავლელი სტრატეგიული პარტნიორების მორიგ გამოხმაურებას საქართველოს მთავრობასა და Frontera-ს დავასთან, შესაბამისად, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც ნავთობისა და გაზის კომპანიის გენერალური დირექტორი ზაზა მამულაიშვილი  ექსკლუზიურად „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნავს, აშშ-ში საქართველოს  საინვესტიციო კლიმატი ფასდება სიტყვათა შეთანხმებით - „ამერიკული ინვესტიციების მიმართ მტრული დამოკიდებულება“.



„ძალიან ბევრი ადამიანი ამერიკის როგორც პოლიტიკურ, ასევე საქმიან წრეებში  მართლაც რომ შეშფოთებულია ამ ვითარებით. წლების განმავლობაში იმის აღქმა, რომ საქართველო აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორია, რეალურად არ აისახა ამერიკული ინვესტიციების მიმართ მეგობრულ დამოკიდებულებაში. „ამერიკული ინვესტიციების მიმართ მტრული დამოკიდებულება“  - ასეთი ენით არის ასახული ამერიკელების განწყობა საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ვფიქრობ, რომ რაღაც კომუნიკაცია ალბათ კიდევ იქნება იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი არის მზად, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ამ ურთიერთობის გაუმჯობესებაში და ამერიკული ბიზნესისთვის უკეთესი საინვესტიციო პირობების შექმნაში.“ - ამბობს ზაზა მამულაიშვილი.   


დავის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი სალიცენზიო ტერიტორიაა - სახელმწიფო ამბობს, რომ Frontera-მ , კონტრაქტის შესაბამისად, მისი 99 პროცენტი უნდა დათმოს, ამერიკული კომპანია კი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება მას რესურსებით მდიდარ ტერიტორიას ართმევს.


Frontera-ს ვერსიით, 1997 წლიდან საქართველოში განხორციელებულიინვესტიციის მოცულობა 580 მილიონ დოლარს აღწევს, სახელმწიფო კი ამტკიცებს, რომ თანხა რამდენიმე ასეული მილიონით ნაკლებია.ამ ეტაპზე კომპანიასა და სახელმწიფოს შორის საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობს, რომელიც ზაზა მამულაიშვილის ვარაუდით რამდენიმე თვეში უნდა დასრულდეს.


მარიამ მორგოშია

თეგები:
frontera აშშ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up