ფრესკო თავის მოიჯარეებს იჯარის გადასახადისგან ათავისუფლებს. ინფორმაციას ამის შესახებ “ფრესკოს” სოციალური ქსელის გვერდზეა განთავსებული.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების მიხედვით, 20 მარტიდან, ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურება, გარდა სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო ქსელების, საფოსტო და საბანკო განყოფილებების და ბენზინგასამართ სადგურებისა.
სწორედ ამიტომ, კომპანია ფრესკო ყველა მის მფლობელობაში არსებულ სავაჭრო ცენტრში განთავსებულ მოიჯარეებს, რომლებსაც ხვალიდან შეეხებათ პრემიერ მინისტრის განკარგულება, ათავისუფლებს იჯარის გადასახადისგან.
ჩვენ ვითვალისწინებთ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და გვერდში ვუდგებით ყველა პარტნიორს კრიზისის დაძლევაში”, – ნათქვამია განცხადებაში.