fresh culinair - ჰოლანდიური ინვესტიციით თბილისში უნიკალური და ეგზოტიკური ხილისა და ბოსტნეულის პირველი მაღაზია გაიხსნა

fresh culinair - ჰოლანდიური ინვესტიციით თბილისში უნიკალური და ეგზოტიკური ხილისა და ბოსტნეულის პირველი მაღაზია გაიხსნა

access_time2021-01-13 15:30:24

ბიმი, იისფერი, სტაფილოსფერი,  მწვანე და სხვადასხვა კომბოსტოს სახეობები, ცუკინისა და არტიშოკის ყველა სახეობა, მონტეროსა, კუმატო - ხილისა და ბოსტნეულის სხვადასხვა ეგზოტიკური და ნაკლებად ცნობილი 750-ზე მეტი სახეობით, თბილისში პირველი Fresh Culinair-ის მაღაზია გაიხსნა. როგორც კომერსანტს მაღაზიის დამფუძნებელმა სოსო მარსაგაშვილმა განუმარტა, პროდუქცია მსოფლიოს 35 ქვეყნიდან ჩამოდის და ბიზნესი სრულად ჰოლანდიური ინვესტიციით დაიწყო.

 

„იდეა გაჩნდა იქიდან, რომ ცნობილი სასტუმროების სამზარეულოების შეფ მზარეულებმა მოგვმართეს თხოვნით, რომ მათთვის ხილ-ბოსტნეულის შემოტანის საკითხი მოგვეგვარებინა. სასტუმროების შემდეგ უკვე  დიდი სუპერმარკეტები „აგროჰაბი“ და „გუდვილიც“ დაგვემატა და მათთვისაც შემოგვაქვს პროდუქტი.

 

ეს არის საქართველოსთვის უცხო ხილ-ბოსტნეული, რომელიც ჩვენთან არ მოდის, მაგრამ მასზე გურმანების და ტურისტების მხრიდან არის დიდი მოთხოვნა. ეს არ არის გაყინული პროდუქცია, ეს არის  ახალი Fresh პროდუქტი და სწორედ ეს არის ჩვენი სავიზიტო ბარათი.

 

წელიწადზე მეტია რაც ვმუშაობთ ამ მაღაზიის გასახსნელად და პანდემიას უკვე  ყურადღებასაც აღარ ვაქცევთ, სხვაგვარად წარმოუდგენელია.

 

ჩვენი გეგმები გვაქვს,  გვინდა რომ საქართველოს მოსახლეობამ გაიცნოს ის პროდუქტი, რომელიც აქამდე არ შემოდიოდა.

 


ყველა პროდუქტი, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს მალფუჭებადია და განსაკუთრებულ  ცოდნას და მოვლას საჭიროებს, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მაღაზიაც გაგვეხსნა,“-  ამბობს სოსო მარსაგიშვილი.

 

მიუხედავად კოლოსალური ხარჯებისა, ბიზნესმენი იმედოვნებს, რომ ობიექტებისა და მოსახლეობის დაინტერესებას გამოიწვევს ის უნიკალური პროდუქტი, რაც ჯერ საქართველოში არ მოიპოვება.

მაგალითად, თუ ჩვენ კივი შემოგვაქვს ახალი ზელანდიიდან, ლიმონი არგენტინიდან, ყურძენი სამხრეთ აფრიკიდან და ა.შ. 35 სხვადასხვა ქვეყნიდან, ამ ყველაფერს დიდი ლოგისტიკა სჭირდება,  ამ ყველაფრის მოვლას კი  დიდი ცოდნა.

 

თვითონ ტრანსპორტირების პროცესიც პრობლემურია, ჩვენამ მხრივაც  ვაგვარებთ საკითხს.ლოგისტიკის შემდგომი პროცესიც ასევე დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

 

ასევე დიდი ზარალიც გვაქვს ხოლმე, თუმცა ჩვენთვის ფულის შოვნის ფაქტორი მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ხილ-ბოსტნეულის მიმართ ცნობადობა ავამაღლოთ და პოპულარული გავხადოთ.

 

ამ პროცესში ადგილობრივი ქართველი ფერმერებიც დაინახავენ, რომ ამ პროდუქტზე მოთხოვნა იზრდება და შემდეგ თვითონაც დაინტერესდებიან, რომ თვითონ დაიწყონ მათი მოყვანა. ჩვენ მიერ შემოტანილი პროდუქტების დაახლოებით 20% შეადგენს  ხილი, დანარჩენი ბოსტნეულია.

 

პროექტი ეს ქართული ინვესტიციით არ დაგვიწყია, ჩვენ ვართ ჰოლანდიური კომპანია. ამჟამად, მეც  ჰოლანდიაში ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ.“- განმარტავს ბიზნესმენი.

 

 

მარიამ მორგოშია



თეგები:
fresh culinair



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up