„ფრენების სიხშირე უნდა იყოს იმდენი, რა ოდენობის მოქალაქეების მომსახურებასაც ქვეყანა უსაფრთხოდ შეძლებს

„ფრენების სიხშირე უნდა იყოს იმდენი, რა ოდენობის მოქალაქეების მომსახურებასაც ქვეყანა უსაფრთხოდ შეძლებს"

access_time2020-07-16 15:30:11

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ფრენების სიხშირე უნდა იყოს იმდენი, რა ოდენობის მოქალაქეების მომსახურებასაც ქვეყანა უსაფრთხოდ შეძლებს.

 

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

„ჩვენ დავასრულეთ მოლაპარაკება „ლუვთანზასთანაც“. ყველამ იცის, რომ ორი აგვისტოდან რეგულარული ფრენები დაიწყება, თუმცა უკვე ამ თავითვე თავისუფალია ეს მწვანე კოლიდორი და შეუძლიათ მანამდეც დაიწყონ ფრენები. ჩვენ სადაცააა დავასრულებთ მოლაპარაკებას Air France-თან და Air Baltic-თან. ესეც თავის დროზე გახდება ცნობილი. სიხშირე უნდა იყოს იმდენი, რამდენსაც ჩვენ შევძლებთ რომ უსაფრთხოდ მოვემსახუროთ და ძალიან გაგებით ეკიდებიან ეს კომპანიები. ასევე ვასრულებთ ე.წ. სოციალურ ჩარტერებს, ასევე ვაგრძელებთ კომერციული ჩარტერების შესრულებას, როგორც აქამდე იყო. ეს არის საკმაოდ იმედისმომცემი. ბევრი ტუროპერატორი გადაეწყო ამ ახალ რეალობაზე, ბევრი სასტუმრო გადაეწყო, გაცილებით მეტად უჭირს თბილისის სასტუმროებს, თორემ რეგიონის სასტუმროებში ასე თუ ის შიდა ტურიზმია, რა თქმა უნდა, არა იმ დოზნით, კოვიდის გარეშე რომ იქნებოდა, მაგრამ 40-50%-ით მაინც არიან დატვირთულები. ჩვენი ამოცანაა შეძლებისდაგვარად დავაბალანსოთ ორი რამ. გავხსნათ ტურიზმი და ამავდროულად, შევინარჩუნოთ კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური ვითარება,“ - განაცხადა თურნავამ.


 

მისივე თქმით, ევროპულმა ქვეყნებმაც, ვინც ერთმანეთთან გახსნა საზღვრები, გარკვეული პერიოდის შემდეგ გარკვეული უკუნაბიჯები გადადგეს.

 

„ამ გახსნას მოჰყვა სწრაფი ეფექტი და ასეთივე სწრაფი ნეგატიური შედეგიც და პრობლემებიც. ამიტომ ვაკვირდებით, რომ არ გავიმეოროთ სხვისი შეცდომები და თან ვისწავლოთ სხვის შეცდომებზე,“ - განაცხადა თურნავამ.


BPN




მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...


მსგავსი სიახლეები

up