ფრენების სიხშირე 57%-ით უკვე დაუბრუნდა 2019 წლის მაჩვენებელს - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ფრენების სიხშირე 57%-ით უკვე დაუბრუნდა 2019 წლის მაჩვენებელს - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

access_time2021-06-11 00:00:00

,,2019 წლის მონაცემთან შედარებით ავიაკომპანიების 58%-მა განაახლა ოპერირება. სიხშირე კი, 57%-ით აღდგენილია“ -ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანისუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ განაცხადა.


თამარ ყორიაულის თქმით, საქართველო უკვე იღებს სტუმრებს 54 ქვეყნიდან PCR ტესტით.


,,უკვე, 54 ქვეყნის მოქალაქესა და რეზიდენტს შეუძლია იმოგზაუროს საქართველოში მხოლოდ PCR ტესტის საშუალებით. ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი, ვინც გახსნა საზღვარი ვაქცინირებული სტუმრებისთვის. ტურიზმის აღდგენისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი ავიაკომპანიები ემატება ჩვენს ბაზარს. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ 2019 წლის მონაცემთან შედარებით ავიაკომპანიების 58%-მა განაახლა ოპერირება. სიხშირე კი, 57%-ით აღდეგნილია“-განაცხადა ყორიაულმა.



წამყვანის კითხვაზე, განიხილება თუ არა კომენდანტის საათის მოხსნა, ყორიალური ამბობს რომ განიხილება ბენეფიტები ვაქცინირებული სტუმრებისთვის.


,,დღის წესრიგში აქტიურად დგას კომენდანტის საათის საკითხი. როგორც ეკონომიკური ჯგუფის უწყებების წარმომადგენლები, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო, აქტიურად განიხილავს იმ დამატებით ბენეფიტებს, რაც შეიძლება ჰქონდეთ ვაქცინირებულ ტურისტებს. ასევე, სხვადასხვა ტიპის შეზღუდვების მოხსნას ვაქცინირებული უწყებებისთვის. ამაში ვგულისხმობ როგორც განთავსების, ასევე კვების ობიექტებს, რაც ვიმედოვნებთ მალე საჯაროდ იქნება ცნობილი და სამომავლოდ ხელს შეუწყობს მეტი ტურისტის მოზიდვას“, -განაცხადა თამარ ყორიაულმა ,,საქმეში“.


BPN.GE


თეგები:
ფრენები



500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up