ფრენების განახლებაზე ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ფრენების განახლებაზე ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

access_time2020-05-07 17:30:11

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ფრენების აღდგენის პერსპექტივაზე, მათ შორის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.


როგორც მინისტრმა ბრიფინგზე აღნიშნა, შედარებით მარტივია, ფრენები ტრადიციული მიმართულებით აღდგეს და მიმდინარეობს მოლაპარაკება „აირზენასთან“, რომ სულ მცირე ორი მიმართულებით განახლდეს რეგულარული ფრენები.


„საჭიროების შემთხვევაში, მათაც მხარდაჭერის პაკეტს შევთავაზებთ, ახლა ისეთი ვითარებაა, რომ გვერდით თუ არ დაუდგა ერთმანეთს მთავრობა და საავიაციო ინდუსტრია, ფრენების სწრაფად აღდგენა გაჭირდება და ჩვენ ეს გეგმაც გვაქვს“, - განაცხადა მინისტრმა.


მისივე თქმით, დეტალები კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გასაჯაროვდება. ნათია თურნავამ განმარტა, რომ Wizz Air-სგან ელოდებიან მოკლე სიას იმის შესახებ, თუ რომელი მიმართულების აღდგენას მიიჩნევს ამ ეტაპზე კომპანია შესაძლებლად.



გარდა ამისა, საქართველო ევროკავშირის ქვეყებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს, თუმცა ნათია თურნავას განცხადებით, ყველაზე რეალისტურია, რომ ტურისტები რეგიონებიდან შემოვიდნენ.


„რა თქმა უნდა, უცხოელი ტურისტები უნდა შემოვიდნენ საქართველოში როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზით - აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დრო გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დავასრულოთ მოლაპარაკებები დაბალბიუჯეტიან კომპანიებთან და არამარტო მათთან. ძალიან ბევრი კომპანია დაფრინავს და როგორც იცით, ღია ცის პოლიტიკა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. გეტყვით, რომ აქტიურ კომუნიკაციაში ვართ Wizz Air-თან - მნიშვნელოვანია, დავინახოთ, რომ ეს კომპანია შეასრულებს უსაფრთხოების ყველა სტანდარტს, რაც ამ დღეებში იქნება დაწესებული მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხრიდან. ასევე, უკვე არის გამოქვეყნებული საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც ავიაციას ეხება და იქ არაფერია ისეთი, რაც შეიძლება კომპანიებმა არ შეასრულონ.


პარალელურად, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი აეროპორტები მზად იყოს, რომ ყველა აუცილებელი გაიდლაინი დაცული იყოს. კონკრეტული გეგმა მაისის განმავლობაში იქნება. ვმუშაობთ ასე იმ მიმართულებების მოკლე ჩამონათვალზე, რომელიც პირველ რიგში შეიძლება, რომ განხორციელდეს. ასევე ვმუშაობთ ქვეყნებთან უკვე დიპლომატიური არხებით, რომ შევქმნათ უსაფრთხოების კორიდორი.


ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ვიყოთ მონაწილე ყველა მრავალმხრივი რეგიონული ინიციატივის, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებს შორის ინიციატივის, რაც შეეხება საზღვრების ეტაპობრივ გახსნას. აქამდეც, ბოლო წლებია, ვახორციელებდით საკმაოდ წარმატებულ პოლიტიკას ავიაციის სფეროში, მათ შორის მარკეტინგულ მხარდაჭერასაც გულისხმობდა ეს პოლიტიკა, რომლის წყალობით, პრაქტიკულად გავაორმაგეთ Wizz Air-ის პირდაპირი ფრენები ასევე Ryanair-ი შემოვიყვანეთ, როგორც ერთ-ერთი გიგანტი დაბალბიუჯეტიანი კომპანია და ახალი საავიაციო მიმართულებები გავხსენით“, - აღნიშნა მინისტრმა.


მისი თქმით, ეს პოლიტიკა გაგრძელდება და უბრალოდ, ახალ რეალობას მოერგება.


imedinews.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up