ტაივანი მოგზაურობას მონატრებულ მოსახლეობაზე ზრუნვას აგრძლებს და მათ ახალ გამოცდილებას სთავაზობს, რომელსაც მგზავრები რეალურად „არსად“ მიჰყავს.
8 აგვისტოს (მამის დღე ტაივანში) ავიაკომპანია EVA Air მომხმარებლებს განსაკუთრებულ მოგზაურობას ჰპირდება. უცნაური საავიაციო თავგადასავალი სათავეს ტაიპეის ტაოიუანის აეროპორტიდან აიღებს და სამ საათში იმავე ლოკაციას დაუბრუნდება.
„საერთაშორისო სამოგზაურო ბაზარი ნახევარ წელზე მეტია გაჩერებულია. საზღვარგარეთ წასვლის მსურველი მოქალაქეების სურვილი ძლიერდება, ამიტომ EVA Air-მა გადაწყვიტა 8 აგვისტოს, მამის დღეს, „მოგზაურობის ალტერნატიული გამოცდილება“ წარმოგიდგინოთ“, - ნათქვამია EVA Air-ის ჩინურენოვანი ახალი ამბების ვებ-გვერდზე.
თუ მზიანი ამინდი იქნება, მგზავრები ტაივანის რამდენიმე შთამბეჭდავი ხედის, მათ შორის გუიშანის კუნძულის, ჰუადონგის სანაპიროსა და სხვა ახლომდებარე კუნძულების ხედებით ტკბობას შეძლებენ.
აღსანიშნავია, რომ „არსად“ წამსვლელი მოგზაურები „სუპერ პოპულარული“ Hello Kitty Dream-ის თვითმფრინავით იფრენენ. EVA Air-ის თვითმფრინავში პატარებისთვის საყვარელი Sanrio-ს თემატიკის უნიფორმები აქვთ. A330-ი Sanrio-ს ბევრი პერსონაჟითაა დაკომპლექტებული, მათ შორის Hello Kitty, My Melody (Hello Kitty-ს საუკეთესო მეგობარი) და Little Twin Stars' Kiki and Lala.
„არსად“ წამსვლელ მგზავრებს ბორტზე Hello Kitty-ს თემატიკით კეთილმოწყობილი გარემო, უფასო WiFi და გასართობი სისტემა ელოდებათ, რომელიც ძირითადად ხანგრძლივი ფრენებისთვისაა გათვლილი.
წყარო CNN.com
მოამზადა ანი ცარციძემ