ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიან

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიან

access_time2020-02-20 22:00:52

პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრებმა ლევან გოგიჩაიშვილმა, ლევან კობერიძემ და გედევან ფოფხაძემ დღევანდელ ბრიფინგზე წარმოადგინეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანას ანტიკორუფციული დროებითი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.



„ამ ცვლილებით ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს პარლამენტს, რომ შეიქმნას დროებითი ანტიკორუფციული კომისია პარლამენტში, ეს გაფორმდეს რეგლამენტით და ის სამართლებრივი და ინსტიტუციონალური პრობლემა, რომელიც დღეს არსებობს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ვინაიდან არ გაგვაჩნია საპარლამენტო კონტროლი ამ სფეროში, იყოს დაძლეული და გადაიდგას პირველი პოლიტიკური ნაბიჯი ამ მიმართულებით“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.



მისივე თქმით, ამას სხვა ნაბიჯებიც უნდა მოჰყვეს, მათ შორის, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სტრუქტურის შექმნა.



დეპუტატის განცხადებით, ანტიკორუფციული დროებითი კომისიის შექმნა უნდა გახდეს გარკვეული პოლიტიკური კონსენსუსის ნაწილი პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც „ხედავს, რომ იცვლება ხელისუფლებები, მთავრობები, მაგრამ უცვლელი რჩება პოლიტიკური ისტებლიშმენტის დამოკიდებულება ხალხისადმი, ისინი ხალხს უყურებენ როგორც წინასაარჩევნო რესურსს, შემდეგ კი კორუფციული სქემები გარდამავალი დროშასავით გადადის ერთი მთავრობიდან მეორის ხელში“. მათ მზადყოფნა გამოთქვეს, კორუფციის წინააღმდეგ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლონ, ვისაც „კარგად აქვს გათავისებული და გააზრებული, თუ რამდენად საზიანოა ჩინოვნიკების მხრიდან სახელმწიფო რესურსის თავისი კერძო ინტერესებისათვის გამოყენება“.



ერთობლივი პოლიტიკური ალიანსის შექმნა და ერთობლივი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ ფრაქციის წევრებს ყველაზე მნიშვნელოვან და არსებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიაჩნია, ვინაიდან მათი აზრით, ანტიკორუფციული პოლიტიკის გააქტიურება და თანმიმდევრული პოლიტიკის შეთავაზება ხელისუფლებისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან პოლიტიკური დღის წესრიგს წარმოადგენს.




ლევან გოგიჩაიშვილი: „ვფიქრობ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენ უნდა დავაბრუნოთ აუცილებლად მედია დღის წესრიგში, პოლიტიკურ დღის წესრიგში, იმიტომ, რომ კორუფცია ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება სახელმწიფოს დაემართოს მისი დასუსტების თუ ადამიანების გაღარიბების შედეგით“.



მისივე თქმით, ფრაქციაში მიაჩნიათ, რომ არასათანადოდ მიმდინარეობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო უწყებების მხრიდან, ხოლო პარლამენტი ვერ გახდა ეფექტური მაკონტროლებელი ორგანო კორუფციასთან ორგანიზებული ბრძოლის წინააღმდეგ.



ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, „პარლამენტმა უნდა აიღოს მნიშვნელოვანი ფუნქცია კორუფციასთან ბრძოლის, ჩვენ პარლამენტს შევთავაზებთ ასევე სტრატეგიას, რომელიც ამ მოკლე პერიოდისთვის იქნება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური ციკლი ჩვენ გამოვიყენოთ ეფექტურად კორუფციასთან ბრძოლისთვის“.



„ფრაქციის სახელით მინდა გითხრათ, რომ დღეს ყველა იმ დიდ გამოწვევას რაც გვაქვს ქვეყანაში, რასაც ჰქვია უმუშევრობა, ახალი სამუშაო ადგილების არშექმნა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეკონომიკური ზრდა - ამ ყველაფერს აქვს ერთი გამოწვევა - ეს არის ქვეყანაში არსებული კორუფცია და კორუფციული სისტემები“, - განაცხადა თავის მხრივ ლევან კობერიძემ.



მისივე თქმით, აუცილებელია ყველამ გავითავისოთ, რომ კორუფცია არის ის თემა, რომელიც დღეს საქართველოში სისტემურად ჭამს ჩვენს საზოგადოებას იმ გზაზე, რასაც ჰქვია ევროატლანტიკური მისწრაფება, პროგრესული საზოგადოება, განვითარება, კეთილდღეობა.



„მე მინდა მივმართო თხოვნით საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ჩვენი ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტში გაძლიერდეს და შეიქმნას რეალური ანტიკორუფციული მექანიზმი იმისათვის, რომ იყოს უფრო მეტად ეფექტიანი ბრძოლა, კიდევ უფრო მეტად გააძლიერონ თავიანთი მხარდაჭერა ამ მიმართულებით, დაუჭირონ ჩვენს ინიციატივას მხარი, რადგან ჩვენ გვაქვს კონკრეტული ფაქტები, რომლებიც ამ დღეებში ჩამოვთვალეთ და კიდევ ვაპირებთ ჩამოვთვალოთ, სააშკარაოზე გამოვიტანოთ კონკრეტული თემები. სახეზე გვაქვს ელიტარული, მათ შორის, ასევე პოლიტიკური კორუფციაც. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია უფრო და უფრო ძლიერდება. ამიტომ ჩვენ - „დამოუკიდებელი დეპუტატები“ თავს ვალდებულად ვთვლით, შევიტანოთ ეს ინიციატივა, რომელიც შეეხება იმას, რომ პარლამენტში, საჯარო სივრცეში დღის სინათლეზე გამოვიდეს ყველა ასეთი ფაქტი და პარლამენტი, არა მხოლოდ მეცხრე მოწვევის, არამედ შემდეგი მოწვევის პარლამენტი, რეალურად გახდეს ის სტრუქტურა, რომელსაც ექნება რეალური ბერკეტი ამ სენის წინააღმდეგ ბრძოლისთვის“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.



მან იმედი გამოთქვა, რომ ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს დეპუტატების უმრავლესობა პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ვინაიდან ეს არის ის თემა, რომლის გადაჭრაზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი, ეკონომიკური განვითარება და მოსახლეობის პირობების ელემენტარულად გაუმჯობესება.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up